ახალი ტიპის მკურნალობა

გამა ინტერფერონი

აძლიერებს მაკროფაგების და ნეიტროფილების სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას სხვადასხვა პათოგენების მიმართ, მათ შორის Cryptococcus neoformans-ის წინააღმდეგ. გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად შიდსთან დაკავშირებული კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე პაციენტების სამკურნალოდ. მას კარგად იტანენ და იწვევს კომბინირებულ მიკოლოგიურ და კლინიკურ გაუმჯობესებას.[67][68] აივ-დაკავშირებული კრიპტოკოკული მენინგიტის დროს გამა ინტერფერონის მოკლე კურსის დამატება სტანდარტულ მკურნალობაზე აჩვენებს კრიპტოკოკული ინფექციის ალაგების სიჩქარის მატებას, მაგრამ არ აუმჯობესებს გადარჩენადობას.[69]

კრიპტოკოკული გლუკურონოქსილომანან-ცილის კონიუგატის ვაქცინა

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შეიქმნა C neoformans- ის წინააღმდეგ, კლინიკური კვლევები მაინც საჭიროა.[70]

სოკოს საწინააღმდეგო სხვა აზოლები

პოსაკონაზოლს, ვორიკონაზოლს და იზავუკონაზოლს გააჩნიათ ანტიკრიპტოკოკური აქტივობა და უწინ გამოიყენებოდა სათადარიგო თერაპიად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აუტანლობა ან რეზისტენტობა სტანდარტული მკურნალობის მიმართ (მაგ., ფლუკონაზოლი).[20][51][71][72]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას