პროგნოზი

ცერებრული დამბლის მქონე პაციენტების პროგნოზი ძირითადად დამოკიდებულია გამოხატული დაავადების სიმძიმეზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და კომუნიკაციის უნარზე, ისევე, როგორც იმ კომპენსატორულ და გამოსასწორებელ ქმედებებზე, რომელსაც მკურნალობის მიმდინარე პროგრამა უზრუნველყოფს. პროგნოზი აგრეთვე დამოკიდებულია გართულებების/თანდართული დაავადებების არსებობაზე, როგორიცაა ეპილეფსია და სმენის/მხედველობის დაქვეითება. სხვადასხვა შეფასების სისტემების კომბინაცია ყველაზე კარგად განსaზღვრავს ცერებრული დამბლის მქონე პაციენტების რეალურ მოnაწილეობას შინაურულ, სკოლისა თუ სოციალურ გარემოში.[221]

კომუნიკაცია და მოძრაობის უნარი

რეფლექსები და რეაქციები, რომლებიც დამოუკიდებელი სიარულის არასათანადო პროგნოზულ ფაქტორებს წარმოადგენენ, მოიცავს:

  • კისრის არასიმეტრული და სიმეტრული ტონური რეფლექსების შენარჩუნება

  • მორო (მოხვევის) რეფლექსის შენარჩუნება

  • კისრის ტონუსური რეფლექსის შენარჩუნება

  • ქვედა კიდურების გამშლელი კუნთების ბიძგითი საპასუხო რეაქციის არსებობა

  • პარაშუტის რეაქციის არარსებობა

  • ტერფის სწორ ზედაპირზე დადების რეაქციის არარსებობა.[82]

ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებში ძირითადი მიზანია კომუნიკაციის უნარის შენარჩუნება. უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნულის მიღწევა არ წარმოადგენს სირთულეს, თუმცა არიან პაციენტები, რომელთაც დამხმარე ტექნოლოგიები (კომუნიკაციის გამაძლიერებელი და ალტერნატიული დამხმარე საშუალებები) ან თავიანი მოთხოვნების გადმოსაცემად სხეულის ენის გამოყენება ესაჭირეობათ.

პაციენტებს განსხვავებული დამხმარე მოწყობილობები ესაჭიროებათ, მათი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სიარულისას დამხმარე მოწყობილობებია ორთოპედიული ფიქსატორი, ყავარჯენი, ხელჯოხი და ორთოპედიული სამარჯვი.

ფუნქციური ზედა კიდურების მქონე პაციენტებში, რომელთაც წონასწორობის შესანარჩუნებლად დახმარება ესაჭიროებთად, რეკომენდებულია სტანდარტული, ბორბლებიანი სამარჯვის გამოყენება. იმ პაციენტებში, რომელთაც ტორსის კონტროლის პრობლემები ან მუდმივი ჯვარედინი (მაკრატელის მსგავსი) სიარული აღენიშნებათ, შეიძლება სიარულის მანერის გამოსასწორებელი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც თანადროულად ტორსის და მენჯის სტაბილიზაციასაც უზრუნველყოფს. სიარულისას კიდურების გადაადგილების პრობლემის მქონე ბავშვებში შეიძლება სპეციალური მოძრავი პროთეზების გამოყენება; სიარულის მანერის გამოსასწორებელი მოწყობილობები და მოძრავი პროთეზები, როგორც წესი, თერაპიული შედეგის მისაღწევად ხელმისაწვდომი დამხმარე მეთოდებია და არ წარმოადგენს მოძრაობის გასაუმჯობესებელ დამოუკიდებელ ხელსაწყოს.

სიარული შეიძლება საერთოდ არ წარმოადგენდეს წარმატების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს, განსაკუთრებით თუ პაციენტი იქანცება ყოველი ფიზიკური აქტიობის შემდეგ.

მწოლიარე პაციენტებში გადაადგილების გაადვილების მიზნით შეიძლება ისეთი მოწყობილობების გამოყენება, როგორებიცაა ადაპტირებული სკუტერი, ტრიციკლი და აუტომობილი, ინვალიდთა ელექტრული ან არაელექტურლი ეტლი. აგრეთვე, აუცილებელია ხელმისაწვდომი იყოს ადაპტირებადი ტექნოლოგიები კომუნიკაციის და კომპიუტერთან წვდომის გაუმჯობესების მიზნით.

განათლება და სოციალური ინტეგრაცია

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვთა უმრაველობა ჩვეულებრივ ესწრება სასკოლო გაკვეთილებს; ზოგიერთს ესაჭიროება სპეციალური საგანმანათლებლო კურსები, სხვებს კი მუდმივი დამხმარე. უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვის, ისეთი აქტივობები, როგორებიცაა სპორტული ლიგა, ჰიპოთერაპია (ჯირითი), ინვალიდთა ეტლის მორგებული საცურაო აუზები და სხვა ადაპტირებული სპორტული ღონისძიებები, აუცილებელია სოციალური ინტეგრაციისთვის.

ცერებრული დამბლის მქონე ბევრი პაციენტი, რომელსაც ინტელექტუალური პრობლემები არ აღენიშნება, სასურველ პროფესიაში მოღვაწეობს, საზოგადებიდან შესაბამისი ხელშეწყობის შემდეგ, მისი ფიზიკური დარღვევებიდან გამომდინარე. უფრო მძიმე დაზიანების ან ინტელექტუალური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის სპეციალური სახელოსნოები, დილის პროგრამები და ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იზოლირების თავიდან არიდების ძირითადი საშუალებებაა.

ხანრგძლივი პროგნოზი

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვი დროთა განმავლობაში ცერებრული დამბლის მქონე ზრდასრულ ადამიანად გარდაიქმნება. გარდა ძალიან მძიმე ფორმებისა, პაციენტთა უმრავლესობა ხანდაზმულ ასაკს აღწევს, თუმცა ზოგიერთს ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ესაჭიროება დახმარება. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტებს ოჯახის წევრები, მეგობრები ან მომსახურე პირები უვლიან.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ცერებრული დამბლის მქონე პაციეტთა ცხოვრების ხანგრძლივობა გაიზარდა სხვადასხვა ფაქტორების შედეგად, მათ შ`ორის სასუნთქი გზების ინფექციების უკეთესი მართვა და უკეთესი კვება. აგრეთვე, გასტროსტომა ისეთი პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ წონის მომატებას.[222][223] გაუმჯობესება ყველაზე მეტად მძიმე დაავდების მქონე ბავშვებში შეიმჩნევა.[224] ცერებრული დამბლის, თუმცა დამოუკიდებელი სიარულის უნარის მქონე ახალგაზრდა პაციენტთა ცხოვრების ხანგრძლივობა 10 წლით ჩამორჩება ჯანსაღი ადამიანის იმავე მაჩვენებელს. რაც უფრო დიდი ხანი ცოცხლობს პაციენტი, დარჩენილი წლების რაოდენობა მით უფრო უახლოვდება ჯანსაღ ადამიანში გამოხატულ იმავე მაჩვენებელს. თუმცა, უფრო ახალგაზრდა პაციენტებში და მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო მაღალია.[225]

CP მქონე მოზრდილებში აღინიშნება არაინფექციური დაავადებების მომატებული რისკი, როგორიცაა ინსულტი, COPD ან გულის დაავადებები, ასევე დაკავშირებული სიკვდილიანობის მომატებული რისკი.[226] ეს შეიძლება ასოცირებული იყოს ფიზიკური აქტივობის დონის შემცირებასთან შედარებით ზოგად პოპულაციასთან. ერთი კვლევის თანახმად, ცერებრული დამბლის მქონე ზრდასრულ პაციენტთა 31% დამოუკიდებლად ცხოვრობდა, 12% დაოჯახებული იყო, 24%-მა მიიღო უმაღლესი ან პროფესიული განათლება, 28% კი მუშაობდა ანაზღაურებად სამსახურში. დაახლოებით 41% დასაქმებელი არ იყო, არც სკოლაში ან ტრენინგში არ იყო ჩართული.[227] CP მქონე ახალგაზრდა მოზრდილებში, ოჯახის მხრიდან ემოციური მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრებით მთლიან კმაყოფილებაში.[228]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას