კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ცერებრული დამბლის საეჭვო დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს უნდა ჩაუტარდეს თავის ტვინის მრტ კვლევა.[86]

თავის ტვინის პოსტნატალური მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევაზე აღინიშნება პათოლოგიური ცვლილებები ცერებრული დამბლის შემთხვევათა 80%-ში.[36][37]

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ხშირად ტარდება ნეონატალურ ინტენსიურ განყოფილებაში დაბადებისთანავე, დაავადების აშკარა ანამნეზის მქონე პაციენტებში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პერივენტრიკულური ლეიკომალაცია. სურათი A წარმოადგენს 14 წლის ჯანსაღ გოგონას: მოღუნული ისარი მიუთითებს ნორმალურ მარცხენა პარკუჭზე, სწორი ისარი კი დაუზიანებელ თეთრ ნივთიერებაზე. სურათი B წარმოადგენს ცერებრული დამბლის მქონე 14 წლის გოგონას: მოღუნული ისარი მიუთითებს გადიდებულ პარკუჭზე, სწორი ისარი კი - თეთრი ნივთიერების შემცირებულ მოცულობაზე, პერივენტრიკულური ლეიკომალაციის გამოლოს ანგელესში David Geffen-ის სახელობის სამედიცინო სკოლის რადიოლოგიის დამხმარე პროფესორის, Noriko Solomon-ის საკუთრება [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@37ffc60e

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური გამოვლინება ტიპურია, რადიოლოგიური კვლევა შეიძლება გადაიდოს იმ ასაკამდე, როდესაც გამოკვლევის სედაციის გარეშე ჩატარება გახდება შესაძლებელი, როგორც წესი, 5-დან 7 წლამდე.[37]

შედეგი

პერივენტრიკულური ლეიკომალაცია, თანდაყოლილი მალფორმაციები, ინსულტი ან სისხლჩაქცევა, ცისტური დაზიანებები

გასათვალისწინებელი კვლევები

ულტრაბგერა/კტ კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

თავის ტვინის დაზიანებების დეტექციის თვალსაზრისით, ისეთი სენსიტიური არ არის, როგორც მრტ კვლევა, თუმცა დიაგნოზისა და პროგნოზის დადგენაში გარკვეული როლი მაინც გაჩნია.[87]

შედეგი

პერივენტრიკულური ლეიკომალაცია, თანდაყოლილი მალფორმაციები, ინსულტი ან სისხლჩაქცევა, ცისტური დაზიანებები

კოაგულოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ჰემიპლეგიის მქონე პაციენტებში, რომელთაც ცალი ჰემისფეროს ინფარქტის მაღალი რისკი აღენიშნებათ.

შედეგი

სისხლის შედედების ან სხვა ჰემატოლოგიური დარღვევები

გენეტიკური კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც დისმორფული ნიშნები აღენიშნებათ, როგორებიცაა კანზე პათოლოგიური ნაოჭები, ქვემოთ მდებარე ყურები, ნაზალური ხიდის არარსებობა, ჰიპო- ან ჰიპერტელორიზმი ან საეჭვო ოჯახური დაავადებები.[71] აღნიშნული ნიშნები შეიძლება ნეონატალურ ინტენსიურ განყოფილებაშივე გამივლინდეს ან უფრო მოგვიანებით.

შედეგი

პათოლოგიური ფონური გენეტიკური დაავადებების შემთხვევაში

მეტაბოლური პანელი

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია მეტაბოლიზმის საეჭვოა თანდაყოლილი დარღვევების მქონე ახალშობილებში, რომლებსაც, ტიპურად, გულყრები, აუხსნელი აციდოზი და კომა აღენიშნებათ. ზოგიერთი მეტაბოლური დარღვევა შეიძლება რუტინული სისხლის საერთო ანალიზის შემდეგ გამოაშკარავდეს.[88][89]

შედეგი

პათოლოგიურია მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევების მქონე პაციენტებში.

დაზიანებული სახსრების რენტგენოლოგიური კვლევა (X-ray)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მონიტორინგი უნდა დაიწყოს 3 წლიდან და დამოკიდებულია გამოხატულ ფიზიკურ ნიშნებზე (მაგ:.მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენი აუცილებელია სახსრის ამოვარდნილობის დასადგენად; ხერხემლის რენტგენი გამოიყენება სქოლიოზის, კიფოზის ან ლორდოზის პროგრესიის დასადასტურებლად).[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებში მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობაWilliam L. Oppenheim-ის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@64df91d7

3 წლის ასაკიდან ბავშვებს დიდი მოტორული სისტემის კლასიფიკაციის (GMFCS) II ან III დონით, ნაკლებად ინტენსიური მონიტორიგი სჭირდებათ; III დონის შემთხვევაში მონიტორინგი საჭიროა მინიმუმ ყოველ მეორე წელს აქტიური ზრდა-განვითარების პერიოდში; ხოლო IV ან V მქონეებს შეფასება საჭიროა ყოველ წელიწადს, აქტიური ზრდის განმავლობაში.[90] CanChild: Gross Motor Function Classification System - Expanded & Revised (GMFCS - E&R) Opens in new window

შედეგი

პათოლოგიურია; დამოკიდებულია სპეციფიკურ ჩივილებსა ან დეფორმაციაზე (მაგ:. ტერფის ექვინუსი, მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა, ხერხემლის დეფორმაციები)

სიარულის მანერის ინსტუმენტებით შეფასება

ტესტი
შედეგი
ტესტი

სიარულის მანერის შემაფასებელ ლაბორატორიებში შესაძლებელია სიარულის კინემატიკური და კინეტიკური ანალიზი. სტანდარტული ინსტრუმენტებია მოძრაობის კომპიუტერული ანალიზი, ელექტრომიოგრაფია და ძალის ფირფიტიდან მიღებული ჩანაწერები, რომლებიც გამოიყენება სიარულისას მოძრაობის თანმიმდევრობის დასადგენად და შესაფასებლად. აღნიშული ინსტრუმენტების საშუალებით მიღებულ ინფორმაციას, როგორც წესი, ადარებენ ჯანსაღი ადამიანების გამოკვლევის შედეგებს და საბოლოო ჯამში იღებენ დეტალურ ინფორმაციას მოძრაობისა და სახსრების ძალის შესახებ, რაც კლინიკურად ვერ განისაზღვრება.

შედეგი

მოძრაობის პათოლოგიური ფორმები

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას