მიდგომა

ცერებრული დამბლის დროული დიაგნოსტირება, დაავადების შესაფერისი მართვის და დამხმარე მომსახურების ჩატარების საშუალებას იძლევა.[69][70] დიაგნოზი ძირითადად კლინიკურია, ვიზუალიზაციის მხარდაჭერით.[56] ფიზიკური გასინჯვა მოიცავს აქტიური და პასიური მოძრაობების, მამოძრავებელი ძალის, კონკრეტული ნებითი მოძრაობების, კუნთის ტონუსისა და კიდურებზე შეგრძნების შეფასებას. შემდგომი გამოკვლევები მორგებულია ინდივიდუალური პაციენტის ანამნეზსა და ფიზიკური გასინჯვის შედეგებზე.[71]

თავის ტვინის პროგრესული დაზიანება არ წარმოადგენს ცერებურლი დამბლის დამახასიათებელ ნიშანს და საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს ალტერნატიული დიაგნოზის დასადგენად.

ანამნეზი.

აუცილებელია დეტალური ანამნეზის შეკრება ანტენატალური (ტერატოგენებთან ექსპოზიცია, დედის დაავადებები, ქორიოამნიონიტი, თავის ტვინის ანტენატალურად დადასტურებული მალფორმაციები), პერინატალური (ინსტრუმენტების დახმარების მშობიარობა, ნაყოფის არა-კეფით მდებარეობა, პლაცენტის აშრევება, საშვილოსნოს გაგლეჯვა, გახანგრძლივებული/მექანიკურად შეფერხებული მშობიარობა, ვადა გადაცილებული ორსულობა) და პოსტნატალური რისკ-ფაქტორების (ჰიპერბილირუბინემია, ნეონატალური სეფსისი, სუნთქვის უკმარისობა/დისტრესი, ადრეული გამოვლინების მენინგიტი, ინტავენტრიკულური სისხლჩაქცევა, თავის 3 წლის ასაკამდე განვითარებული ტრავმა) დასადგენად. ახალშობილობის ასაკში გადატანილი გულყრების ანამნეზის მქონე ბავშვების დაახლოებით 25%-ს აღენიშნება ცერებრული დამბლა.[35]

ოჯახური ანამნეზი შეიძლება მეტაბოლური დაავადების გენეტიკურ ან ოჯახურ ფორმებზე მიუთითებდეს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი დაკავშირებულია ცერებრული დამბლის გაორმაგებულ რისკთან.[17] სოციალური ანამნეზით აგრეთვე შეიძლება გამოვლინდეს თავის ტრავმასთან დაკავშირებული ყველა მნიშნელოვანი დეტალი, რაც ბავშვებზე ძალადობას ან ბავშვის შენჯღრევის სინდრომს ეხება.

განვითარების ძირითადი ეტაპები

აუცილებელია განვითარების ძირითადი ეტაპების დეტალური ანამნეზის შეკრება. განვითარების შემოწმება, მათ შორის სკრინინგი, შეიძლება შესრულდეს ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა Denver II და Bayley III (დენვერის პრესკრინინგული განვითრების კითხვარი და ბეილის ჩვილთა განვითარების სკალა). დღენაკლული ახალშობილების სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში, მამოძრავებელი სისტემის განმსაზღვრელი ინსტრუმენტების დახმარებით, შესაძლებელია მოტორული აქტივობის ცვლილებების შეფასება.[72] განვითრების მნიშვნელოვანი ეტაპების პოტენციური შეფერხების შეფასებისას დღენაკლულ ბავშვებში უნდა დავაკორექტიროთ ასაკი (2 წლამდე ბავშვებში).[56][73]

განვითარებისას მამოძრავებელი სისტემის დაგვიანებული ეტაპები მთავარ დიაგნოსტიკურ ფაქტორს წარმოადგენს. როგორც წესი, ბავშვები დამოუკიდებლად 6 თვის ასაკში ჯდებიან, ხოხავენ 9 თვის ასაკისთვის, სიარულს 12-დან 18 თვემდე იწყებენ, მოკლე წინადადებებით საუბრობენ 2 წლისთვის, ხოლო კიბეზე ზრდასრული ადამიანის მსგავსად ასვლას (ნაბიჯ-ნაბიჯ) 3 წლის ასაკისთვის იწყებენ.

მეტყველების განვითარების შეფერხება შეიძლება მამოძრავებელი სისტემის შეყოვნებაზე ან გონებრივ პრობლემებზე მიუთითებდეს. მეტყველების შეფერხება (ცერებრული დამბლის მქონე პაციენტთა >50%-ში) უფრო გამოკვეთილია, ისეთ პაციეტებში, რომლებშიც მთელი სხეული არის ჩართული.

კოგნიტიური დარღვევები გვხვდება ცერებრული დამბლის მქონე პაციენტების დაახლოებით 50%-ში, ხოლო მძიმე კოგნიტიური დარღვევები კი 25%-ში.[56]

სპასტიური CP

სპასტიური CP ყველაზე ხშირი ქვეჯგუფია და ხასიათდება კუნთის გაწელვის რეფლექსის სიჩქარეზე დამოკიდებული ზრდით, მყესთა გადაჭარბებული ბიძგებითა და კლონუსით, რომელიც გაწელვის რეფლექსის მომატებული აღგზნებადობის შედეგად ვითარდება.[3] დაავადების სიმძმე იოლი ფორმებიდან, მხოლოდ ერთი კიდურის დაზიანება, მძიმე ფორმებამდე მერყეობს, როდესაც მთელი სხეული არის ჩართული.

საერთო ჯამში, დიაგნოზის დადგენის მთავარი პრინციპები მოიცავს მის დადასტურებას, თუ აშკარაა ან გადავადებას, როდესაც არ არის ნათლად გამოკვეთილი. ამავდროულად, გამოხატული სიმპტომების მკურნალობას. პაციენტთა დაახლოებით ნახევარი ასაკის მატებასთან ერთად კარგავს სპასტიური ცერებრული დამბლის დროებით დიაგნოზს. ცხოვრების პირველ წელს დასმული დიაგნოზი, დაახლოებით 7 წლისთვის იცვლება.[74] 5 წლის ასაკის შემდეგ სპასტიკურობა, როგორც წესი, სტაბილურად რჩება.

5 წლისათვის ბავშვების უმრავლესობა აღწევს მოტორული პოტენციალის 90%-ს, ხოლო 7 წლის ასაკის შემდეგ შანსი იმისა, რომ ბავშვი დაიწყებს სიარულს, მცირეა.[75][76] ზოგიერთი პედიატრი მიიჩნევს, რომ სპასტიკური ცერებრული დამბლის საბოლოო დიაგნოზი 5 წლამდე არ უნდა დადგინდეს,ცერებრული დამბლის არასწორად/ზედმეტად დიაგნოსტირების პრევენციის მიზნით.

დაუყოვნებლივი პოსტნატალური პერიოდი

  • ხასიათდება კუნთების დაქვეითებული ტონუსით, რომელიც 16-დან 18 თვის ასაკისთვის პროგრესულად ჰიპერტონული ხდება.

ჩვილობის ადრეული პერიოდი

  • ცერებრული დამბლის დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია 5 თვემდე ასაკში (ასაკი უნდა კორექტირდეს დღენაკლულ ბავშვებში). პრექტლის ზოგადი მოძრაობების შეფასების, ჰამერსმიტის ჩვილთა ნევროლოგიური გასინჯვისა და ნეიროვიზუალიზაციის მეშვეობით დიაგნოზის მგრძნობელობა 98%-ს აღწევს.[77][78][79]

  • 5 თვის ასაკის შემდეგ (კორექტირებული ასაკზე), ნეიროვიზუალიზაციასთან ერთად რეკომენდებულია ჰამერსმიტის ჩვილთა ნევროლოგიური გასინჯვის და მცირეწლოვან ბავშვებთა შეფასების ინსტრუმენტის გამოყენება.[69][70][80][81]

ჩვილთა შეფასების დროს გასათვალისწინებელი სხვა ფაქტორებია მუდმივი კლონუსის არსებობა ან სხვა პერსისტენტული პათოლოგიური რეფლექსები.[69] შენარჩუნებული კლონუსი წარმოადგენს ისეთ ფორმას, როდესაც დროის ერთეულში სამზე მეტი შეკუმშვა ვითარდება კოჭის დონეზე. რეფლექსები ან რეაქციები, რომლებიც დამოუკიდებელი სიარულის არასათანადო პროგნოზულ ფაქტორებს წარმოადგენენ, მოიცავს:

  • კისრის არასიმეტრული და სიმეტრული ტონური რეფლექსების შენარჩუნება

  • მორო (მოხვევის) რეფლექსის შენარჩუნება

  • კისრის ტონუსური რეფლექსის შენარჩუნება

  • ქვედა კიდურების გამშლელი კუნთების ბიძგითი საპასუხო რეაქციის არსებობა

  • პარაშუტის რეაქციის არარსებობა

  • ტერფის სწორ ზედაპირზე დადების რეაქციის არარსებობა.[82]

ადრეული ბავშვობის პერიოდი

  • სპასტიურობა, როგორც წესი, 2 წლის ასაკამდე არ ვითარდება, სანამ ბავშვი არ იწყებს ფიზიკურ აქტივობას. ხასიათდება ჰიპერტონიით (სიჩქარეზე დამოკიდებული რეზისტენტობა პასიურ მოძრაობაზე), პათოლოგიურად მომატებული ღრმა მყესების რეფლექსებითა და კლონუსით. სპასტიურობის შეფასება აშვორტის მოდიფიცირებული შკალის მეშვეობით ხდება.[83] შეიძლება თან ახლდეს 'დასაკეცი დანის' ფენომენი. ეს უკანასკნელი პასიური მოძრაობის მიმართ არსებულ რეზისტენტობას გულისხმობს, რომელიც შემდგომ უეცრად მცირდება და კიდურის უფრო ადვილი მოძრაობის საშუალებას იძლევა.

  • პაციენტებს აგრეთვე აღენიშნებათ სელექტიური ნებითი მოძრაობების დარღვევები, რომელიც ხასიათდება ცალკეული სახსრის მართვის უნარის დაქვეითებით, არა-აგონისტური სახსრების მოხრის გარეშე. ზემოთ აღნიშული დაზიანების შეფასება ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით შეიძლება, როგორიცაა ქვედა კიდურების სელექტიური კონტროლის შემაფასებელი შკალა (SCALE).[84]

  • სპატიური დიპლეგიის მქონე პაციენტებს კიდურების ორმხრივი ჩართულობა აღენიშნებათ, სადაც ქვედა კიდურები უფრე მეტად არის დაზიანებული, ვიდრე ზედა. სპატიური კვადრიპლეგიის შემთხვევაში, ოთხივე კიდური მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და თან ახლავს გონებრივი, მეტყველების აპარატისა და მხედველობის დარღვევები.

  • პაციენტები დამოუკიდებლად გადაადგილების განსხვავებული უნარით გამოირჩევიან, მსხვილი მოტორული სისტემის კლასიფიკაციის სისტემის თანახმად (GMFCS). CanChild: Gross Motor Function Classification System - Expanded & Revised (GMFCS - E&R) Opens in new window

ბავშვობის შუა პერიოდი

  • ძვალკუნთოვან სისტემაზე სპასტიურობის ეფექტის გამო, პაციენტებს შეიძლება კონტრაქტურები განუვითარდეთ, განსაკუთრებით, სწრაფი ზრდის ფაზაში და, როგორც წესი, 5 წლისთვის ვლინდება. დაფიქსირებული კონტაქტურები არ იცვლება ძილის ან ანესთეზიის დროს. აუცილებელია პაციენტის შეფასება მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობისა და სქოლიოზის დასადგენად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებში მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობაWilliam L. Oppenheim-ის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6b49dc2a

  • კონტრაქტურებისა და დეფორმაციების სიმძიმე, როგორც წესი, უფრო ნაკლებია ჰემიპლეგიის მქონე ბავშვებში, ვიდრე მთელი სხეული ჩართულობის დროს; მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია და დეფორმაცია იშვიათი დაავადებებია ჰემიპლეგიის დროს, თუმცა არ შეიძლება მათი უგულებელყოფა.[85]

დისკინეზიური ცერებრული დამბლა

დისკინეზიური ცერებრული მოიცავს მოძრაობის პათოლოგიებს, რომლებიც ექსტრა-პირამიდული სისტემის გარეთ იწყება და იწვევს ისეთ დარღვევებს, როგორებიცაა ათეტოზი, ქორეა და დისტონია. პაციენტებს აღენიშნებათ უნებლიე, განმეორებითი და ხანდახან სტერეოტიპული (უმიზნო) მოძრაობები, კუნთების განსხვავებული ტონუსით. ათეტოზი და ქორეა ადრეული ბავშვობის პერიოდში ვლინდება, მაშინ, როდესაც დისტონია ბავშვობის უფრო გვიან ან მოზრდილთა პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პაციენტებში ფიზიკური დარღვევები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, გონებრივი აქტივობა, როგორც წესი, შენარჩუნებულია.

  • დისტონია ხასიათდება კუნთების უნებლიე, ხანგრძლივი/შენარჩუნებული შეკუმშვით, რაც იწვევს დაზიანებული უბნების დაგრეხვასა და არასწორი პოზის მიღებას. პაციენტებს შეიძლება კუნთების თანდართული რიგიდობა აღენიშნებოდეთ, რომელიც განისაზღვრება, როგორც მუდმივი რეზისტენტობა ან 'რკინის მილის' მსგავსი ცვლილებები, რომელიც არ იცვლება სიჩქარის საპასუხოდ.

  • ქორეა ხასიათდება სწრაფი, უნებლიე, ბიძგისებრი და ფრაგმენტირებული მოძრაობებით. ტონუსი, როგორც წესი, შემცირებულია, თუმცა ცვალებადი.

  • ათეტოზი ხასიათდება ნელი, მუდმივად ცვალებადი, კლაკვნითი ან კიდურების გამამრუდებელი მოძრაობებით.

ატაქსიური ცერებრული დამბლა

ატაქსიური ცერებრული დამბლა მოიცავს კუნთების კოორდინაციის დაკარგვას, ძალისა და რითმის პათოლოგიური ცვლილებებითა და სიზუსტის თანდართული დაქვეითებით. რაც იწვევს სიარულის მანერისა და ტორსის კუნთების ატაქსიას, წონასწორობის დაქვეითებას, თითის გადაცილებას, მოძრაობის მცდეობისას ტერმინალურ ტრემორს, დამარცვლულ მეტყველებას, ნისტაგმუსს, თვალის მოძრაობის სხვა პათოლოგიებსა და ჰიპოტონიას.

განსაკუთრებით ზიანდება მენჯის, ბეჭის ძვლის და სხეულის პროქსიმალური კუნთები, რასაც სხეული დისტალური კუნთების ხარჯზე აკომპენსირებს. იმ შემთხვევაში, თუ გამოხატულია სუფთა ატაქსიური სიმპტომები, საჭიროა ალტერნატიული დიაგნოზის ძებნა, რადგან ცერებრულ დამბლას იშვიათად ახასიათებს.

შერეული ცერებრული დამბლა

ცერებრული დამბლის მქონე ბევრ პაციენტში გამოხატულია მოძრაობის ერთზე მეტი პათოლოგია (მაგ:. მოძრაობის დისკინეზიური ცვლილებები სპასტიურობასთან, რიგიდულობასა და სხეულის ჰიპერტონიასთან ერთად). ასეთ პაციენტებში, დისკინეზიური კომპონენტი შეიძლება არ გამოვლინდეს მანამ, სანამ არ განვითარდება სპასტიკურობა.

სიარულის მანერა

სიარულის პათოლოგიური მანერა შეიძლება სიარულის დაწყებისთვის შესაბამის ასაკში გამოვლინდეს, რომელიც, როგორც წესი, დაყოვნებულია. სიარულის მანერის შეფასება სასარგებლოა ცერებრული დამბლის მოცემული ქვეტიპის დასადგენად.

სპასტიური CP

  • პათოლოგიური ცვლილებები მოიცავს ასიმეტრიას, ფეხის წვერებზე სიარულს, კიდურების როტაციულ დევიაციას, 'მაკრატელის' (ფეხების გადაჯვარედინება) მსგავსს სიარულს, დაქვეითებულ წონასწორობას, სახსრების გადაჭარბებულ ფლექსიას, ტერფის თრევას და მხრის მოხრილ პოზიციას.

  • ჰემიპლეგია: პლანტარული მიმართულებით ტერფის გადაჭარბებული მოხრა მცირეასაკოვან ბავშვებში ფეხის თითებზე სიარულის სახით ვლინდება, უფრო დიდი ასაკის ბავშვებში ან ზრდასრულებში კი მუხლის სახსრის ჰიპერექსტენზიით. სპასტიური ჰემიპლეგიის მქონე ინდივიდებს, როგორც წესი, შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება.

  • დიპლეგია: ტერფის (პლანტარული) მომხრელი კუნთების სპასტიკურობამ შეიძლება ფეხის წვერებზე სიარული გამოიწვიოს ორივე მხარეს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში. თუმცა, იშვიათად გვხვდება სკოლის ასაკის ბავშვებში ან ზრდასრულებში, რომელთაც სიარულის მოხრილი მანერა აღენიშნებათ, პლანტარული მომხრელების სისუსტის შედეგად, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის თანდართული კონტრაქტურებით. მენჯ-ბარძაყის სახსრის მომზიდველი ან მედიალური კუნთების სპასტიურობა შეიძლება 'მაკრატელის' მსგავსი სიარულის მანერის სახით გამოვლინდეს, განსაკუთრებით მდგომარე აქტივობებისას. ბარძაყის ან წვივის მსხვილი ძვლის შინაგანი როტაცია, შეიძლება 'მაკრატელის'-მსგავსი სიარულის მსგავსად გამოვლინდეს.

  • კვადრიპლეგია: პაციენტების უმრავლესობას არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული მნიშვნელოვან მანძილზე და საჭიროებს გარეგან დახმარებას ხელსაწყოებით, როგორებიც არის დეამბულატორი და სიარულის ტრენერი.

ატაქსიური ცერებრული დამბლა

  • პაციენტებს აღენიშნებათ სიარულის ატაქსიური მანერა და ხშირად ეცემიან. მიუხედევად იმისა, რომ ატაქსია შეიძლება მოძრაობის ძირითად პათოლოგიას წარმოადგენდეს, უმეტეს შემთხვევაში, ვლინდება მოძრაობის სხვა დარღვევებთან ერთად, მათ შორის სპასტიურობასა და დისკინეზიასთან ერთად.

დისკინეზიური ცერებრული დამბლა

  • დისკინეზიის მქონე პაციენტებს ზოგჯერ აქვთ სიარულის უნარი, ზოგჯერ არა. მათ აღენიშნებათ ჭარბი უნებლიე მოძრაობები, რომლებიც ხშირად ხელს უშლის სტაბილურობასა და ბალანსს.

კვლევები

მორგებულია ინდივიდუალური პაციენტის ანამნეზსა და ფიზიკური გასინჯვის შედეგებზე.[71]

ნერვული სისტემის გამომსახველობითი კვლევები

  • შეიძლება გამოვლინდეს პერივენტრიკულური ლეიკომალაცია, თანდაყოლილი მალფორმაციები, ინსულტი ან სისხლჩაქცევა. შესაძლებელია გამოხატული იყოს ცისტური დაზიანებები, რომლებიც ხშირია ანტენატალური ან პერინატალური სისხლძარღვოვანი დაზიანებით გამოწვეული ჰემიპლეგიის დროს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პერივენტრიკულური ლეიკომალაცია. სურათი A წარმოადგენს 14 წლის ჯანსაღ გოგონას: მოღუნული ისარი მიუთითებს ნორმალურ მარცხენა პარკუჭზე, სწორი ისარი კი დაუზიანებელ თეთრ ნივთიერებაზე. სურათი B წარმოადგენს ცერებრული დამბლის მქონე 14 წლის გოგონას: მოღუნული ისარი მიუთითებს გადიდებულ პარკუჭზე, სწორი ისარი კი - თეთრი ნივთიერების შემცირებულ მოცულობაზე, პერივენტრიკულური ლეიკომალაციის გამოლოს ანგელესში David Geffen-ის სახელობის სამედიცინო სკოლის რადიოლოგიის დამხმარე პროფესორის, Noriko Solomon-ის საკუთრება [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@20cca233

  • თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა დიაგნოსტირების არჩევის მეთოდს წარმოადგენს და ასახავს პათოლოგიურ ცვლილებებს ცერებრული დამბლის შემთხვევათა 80%-ში, განსაკუთრებით დღენაკლულობის ან სხვა რისკფაქტორების არსებობისას.[36][37] ცერებრული დამბლის საეჭვო დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს უნდა ჩაუტარდეს თავის ტვინის მრტ კვლევა.[86] ცერებრული დამბლის მქონე ბავშვთა 50% დღესრული ორსულობის შედეგად ჩნდება, შესაბამისად, ნეონატალურ პერიოდში შეიძლება არ ჩატარებოდათ რუტინული მრტ კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური გამოვლინება ტიპურია, რადიოლოგიური კვლევა შეიძლება გადაიდოს იმ ასაკამდე, როდესაც გამოკვლევის სედაციის გარეშე ჩატარება გახდება შესაძლებელი, როგორც წესი, 5-დან 7 წლამდე.[37]

  • თავის ტვინის დაზიანებების დეტექციის თვალსაზრისით, ულტრაბგერული და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევები ისეთი მგრძნობიარე არ არის, როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თუმცა დიაგნოზისა და პროგნოზის დადგენაში გარკვეული როლი მაინც შეიძლება გააჩნდეს.[87]

კოაგულაციის კვლევები

  • შეიძლება აღინიშნებოდეს პათოლოგიური ცვლილებები უნდა ჩაუტარდეს ჰემიპლეგიის მქონე ყველა პაციენტს, რომელსაც ცალი ჰემისფეროს ინფარქტის მაღალი რისკი აღენიშნება.

გენეტიკური ტესტირება

  • ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც დისმორფული ნიშნები აღენიშნებათ, როგორებიცაა კანზე პათოლოგიური ნაოჭები, ქვემოთ მდებარე ყურები, ნაზალური ხიდის არარსებობა, ჰიპო- ან ჰიპერტელორიზმი ან საეჭვო ოჯახური დაავადებები.[71] პაციენტებს აგრეთვე შეიძლება აღენიშნებოდეთ მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიები, როგორებიცაა ხერხემლის თანდაყოლილი დაზიანებები, თირკმლის პრობლემები ან თანდაყოლილი კონტრაქტურები.

  • აღნიშნული ნიშნები შეიძლება ნეონატალურ ინტენსიურ განყოფილებაშივე გამივლინდეს ან უფრო მოგვიანებით.

მეტაბოლური პანელი

  • რეკომენდებულია მეტაბოლიზმის საეჭვოა თანდაყოლილი დარღვევების მქონე ახალშობილებში, რომლებსაც, ტიპურად, გულყრები, აუხსნელი აციდოზი და კომა აღენიშნებათ.

  • ზოგიერთი მეტაბოლური დარღვევა შეიძლება რუტინული სისხლის საერთო ანალიზის შემდეგ გამოაშკარავდეს.[88][89]

რენტგენოგერაფია

  • ფიზიკური ნიშნებიდან გამომდინარე, განმეორებითი რენტგენოლოგიური კვლევები საჭიროა 3 წლის ასაკიდან (მაგ:. მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენი სახსრის ამოვარდნილობის მონიტორინგისთვის და/ან ხერხემლის რენტგენი სქოლიოზის, კიფოზის ან ლორდოზის მქონე პაციენტებში დაავადების პროგრესიის დასადგენად).[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებში მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობაWilliam L. Oppenheim-ის კოლექციიდან; გამოყენება ნებადართულია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@29997c84

  • GMFCS-ის II ან III დონის შემთხვევაში, 3 წლის ასაკიდან ნაკლები ინტენსივობის მონიტორიგნი არის საჭირო; III დონის დაზიანების შემთხვევაში, კონტროლი საჭიროა ყოველ მეორე წელს აქტიური ზრდა-განვითრების პერიოდში; IV ან V დონის ცვლილებების მქონე ბავშვებში კი - ყოველ წელიწადს, აქტიური ზრდის ფაზის განმავლობაში.[90] CanChild: Gross Motor Function Classification System - Expanded & Revised (GMFCS - E&R) Opens in new window

  • მენჯის ანტერო-პოსტერიორულ სურათზე ბარძაყის ქვე-ამოვარდნილობის გაზომვის სტანდარტი ცნობილია როგორც მიგრაციის ინდექსი. ვებსაიტი Hipscreen.org მოიცავს ბევრ სასარგებლო აპლიკაციას სმარტ-ტელეფონებისათვის, რომელიც მენჯ-ბარძაყის რენტგენოლოგიურ სურათს ავტომატურად გადაადებს რეგულირებად მოდელს.

    HipScreen Opens in new window

სიარულის მანერის შეფასება ინსტუმენტების საშუალებით

  • სიარულის მანერის შემაფასებელ ლაბორატორიებში შესაძლებელია სიარულის კინემატიკური და კინეტიკური ანალიზი.

  • სტანდარტული ინსტრუმენტებია მოძრაობის კომპიუტერული ანალიზი, ელექტრომიოგრაფია და ძალის ფირფიტიდან მიღებული ჩანაწერები, რომლებიც გამოიყენება სიარულისას მოძრაობის თანმიმდევრობის დასადგენად და შესაფასებლად. აღნიშული ინსტრუმენების საშუალებით მიღებულ ინფორმაციას, როგორც წესი, ადარებენ ჯანსაღი ადამიანების გამოკვლევის შედეგებს და საბოლოო ჯამში იღებენ დეტალურ ინფორმაციას მოძრაობისა და სახსრების ძალის შესახებ, რაც კლინიკურად ვერ განისაზღვრება. მაგალითად, მედიალურად შებრუნებული ფეხის თითებით (intoeing) გადაადგილება შეიძლება წვივის მსხვილი ან ბარძაყის ძვლის როტაციული დეფორმაციით, მენჯ-ბარძატის მიმდებარე რბილი ქსოვილების კონტრაქტურებით ან მენჯის ჰორიზონტალურ ჭრილში განსხვავებული მოძრაობით იყოს გამოწვეული.

  • სიარულის მანერის დაკვირვებით ანალიზი და დეტალური ფიზიკური გასინჯვა ხშირ შემთხვევაში ეფექტურია, თუმცა ინსტუმენტული ანალიზი, როგორც წესი, ბევრი სხვადასხვა გამომწვევი მიზეზის დიფერენცირების საშუალებას იძლევა, რომელთაც ზოგიერთს შეიძლება ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.[91]

შეფასების ინსტრუმენტი

საზომები, რომლებიც სასარგებლოა ცერებრული დამბლის მქონე პაციენტების დიაგნოსტირებისა და შემდგომი მეთვალყურეობისთვის:[92]

  • პრექტლის ზოგადი მოძრაობების შეფასება[77]

  • ჰამერსმითის ჩვილთა ნევროლოგიური შემოწმება (ნევროლოგიური გასინჯვის ინსტრუმენტი 2-24 თვის ასაკის ბავშვების შესაფასებლად [ასაკი კორექტირდება დღენაკლული ბავშვებისთვის])[78]

  • მცრეწლოვანი ბავშვების განვითარების შეფასება (DAYC) 2[81]

  • ქმედუუნარობის ინდექსის პედიატრიული შეფასება (საერთო ფუნქციონირების მაჩვენებელი)[93]

  • მსხვილი მოტორული სისტემის მოძრაობების შესრულების საზომი[94]

  • მსხვილი მოტორული ფუნქციის კლასიფიკაციის სისტემა CanChild: Gross Motor Function Classification System - Expanded & Revised (GMFCS - E&R) Opens in new window

  • ხელსაქმის შესრულების უნარის კლასიფიკაციის სისტემა (MACS) Manual Ability Classification System Opens in new window[9]

  • კომუნიკაციის ფუნქციური კლასიფიკაციის სისტემა (CFCS) Communication Function Classification System Opens in new window[10]

  • მსხვილი მოტორული სისტემის ფუნქციური საზომი[7][8] CanChild: GMFM score sheets Opens in new window

  • ექიმის დაკვირვების შედეგად შემუშავებული შკალა[95]

  • მოდიფიცირებული აშვორტის შკალა სპასტიურობისთვის[83]

  • ბერი-ოლბრაითის დისტონიის შკალა[96]

  • ფუნქციური ქმედუნარიანობის და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაცია (ხაზს უსვამს პაციენტთა ჯანმრთელობისთვს საზოგადოებაში ინტეგრაციის საჭირეობას) WHO: International classification of functioning, disability and health Opens in new window

  • ფუნქციური მოძრაობის შკალა[97]

  • ქვედა კიდურების სელექტიური კონტროლის შეფასება[84]

  • დენვერის პრესკრინინგული განვითარების კითხვარი (DENVER II)

  • ბეილის ჩვილთა განვითარების სკალები (Bayley III)

  • ჰიპერტონიის შესაფასებელი ინსტრუმენტი (HAT)[98][99]

  • ცერებრული დამბლის ადაპტაციის კომპიუტერული ტესტი (CP-CAT).[100]

ჰემიპლეგიური ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებისთვის შეიმუშავეს ზედა კიდურების შემაფასებელი ინსტრუმენტი.[101][102]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას