გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
საშუალო

მცირე ზომის თავი, რომელიც მიკროცეფალიაზე მიუთითებს, თავის ტვინის შეფერხებულ ზრდას ასახავს.

მოკლევადიანი
საშუალო

თავის მომატებული გარშემოწერილობა ჰიდროცეფალიაზე მიუთითებს, რომელსაც ვენტრიკულოპერიტონეული შუნტი ესაჭიროება.

გრძელვადიანი
მაღალი

მხედველობის დაქვეითებული სიმახვილე შეიძლება ცერებრული დამბლის მქონე პაციენტთა 75%-ში აღინიშნებოდეს. ხშირია დღენაკლულობის ანამნეზის მქონე ბავშვებში. სპასტიკური კვადრიპლეგიის მქონე პაციენტებს მხედველობის დარღვევების უფრო მაღალი რისკი აღენიშნებათ.

მხედველობის დაკარგვის შეფასება

გრძელვადიანი
მაღალი

ცერებრული დამბლის მქონე პირების დაახლოებით 50% ს აქვს ინტელექტუალური შეფერხება (ინტელექტუალური კოეფიციენტი (IQ) < 70).[56]

გრძელვადიანი
მაღალი

ხშირი პრობლემაა ჭარბი ნერწყვდენა (სიალორეა), პაციენტების დაახლოებით ნახევარს აწუხებს.[236] შესაძლებელია მკურნალობა პერორალური მედიკამენტებით (გლიკოპიროლატი ან ტრიჰექსიფენიდილი), სკოპოლამინის დასაკრავები, ბოტულინუმის ტოქსინის ინექცია სანერწყვე ჯირკვლებში ან ქირურგიული პროცედურები.[237][238][239][240][241][242][243][244]

გრძელვადიანი
საშუალო

რეკომენდებულია ორთოპედთან კონსულტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, კალციუმითა და D ვიტამინით მკურნალობა. შეიძლება განვიხილოთ დამატებითი მედიკამენტები, როგორიცაა პამიდრონატი ან სხვა ბისფოსფონატები, თუმცა ეფექტურობის მტკიცებულება შეზღუდულია.[245][246]

ოსტეოპოროზი

გრძელვადიანი
დაბალი

სმენის დაქვეითება აღინიშნება ცერებრული დამბლით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 10% -ში და უფრო ხშირად ასოცირდება დისკინეზიურ ან ატაქსიურ ფორმებთან, ვიდრე სპასტიკურ ფორმასთან. საჭიროა სმენის რეგულარული შეფასება.[56]

სმენის დაკარგვის შეფასება

გრძელვადიანი
დაბალი

პაციენტებში, რომელთაც ფუნქციის ნელი, ეტაპობრივი დაქვეითება აღენიშნებათ, ტრავმის ან სხვა წინამორბედი მოვლენის გარეშე, კისრის მიელოპათიაზე უნდა ვიეჭვოთ. გადაადგილების უნარის, ზედა კიდურების ფუნქციის, ნაწლავთა და შარდის ბუშტის კონტროლის დაქვეითება არ წარმოადგენს ცერებრული დამბლის დამახასიათებელ ნიშნებს.

რენტგენოლოგიური და კისრის მრტ კვლევით შეიძლება კისრის მიელოპათიის დადასტურება. ყველაზე ხშირად გვხვდება დისკინეზიის მქონე პაციენტებში, თუმცა სპასტიკურობის მქონე პაციენტებშიც აღინიშნება.[247][248]

ცვლადი
მაღალი

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და კვების პრობლემები პაციენტთა 50%-ში აღინიშნება.

სპასტიკური კვადრიპლეგიის მქონე პაციენტებს პირის ღრუს მოტორული დარღვევების უფრო მაღალი რისკი აღენიშნებათ.

ვლინდება წოვის, ყლაპვის ან ღეჭვის დაქვეითებით. ინდივიდუალურ გეგმაში უნდა იყოს მოცული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პოზა, საკვების ტექსტურა, სპეციალური ინსტრუმენტები, კვების ტექნიკა, კვების დროს გარემო.[56]

თუ პერორალური მიღება არასაკმარისია ადექვატური კვების უზრუნველსაყოფად შეფასებისა და კვების ჩარევის შემდეგ, გასათვალისწინებელია პერკუტანული გასტროსტომის ჩასმა. ცერებრული დამბლის დროს კვებისა და ნუტრიციის გასაუმჯობესებლად ჩატარებული ღონისძიებების გამოკვლევისას გამოვლინდა, რომ გასტროტომით გამოკვებილი ბავშვები წონაში იმატებდნენ, თუმცა ზრდის სხვა მაჩვენებლეზე ეფექტი ისეთი გამოხატული არ იყო.[222] ბავშვებთა დიდი ნაწილი მაინც ნაკლებს იწონიდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებში ნორმალური რეფერენს სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი.

თუ სიმაღლე და წონა ვერ იზომება, ნუტრიციული შეფასებისთვის შეიძლება სპეციალური მეთოდები იყოს გამოყენებული.[56][229]

ცვლადი
მაღალი

ქცევითი პრობლემები 5-ჯერ უფრო ხშირია ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებში. აღნიშნული პრობლემების მართვა ფსიქოსოციალურ მიდგომას საჭიროებს, მაგალითად, მშობლების დახმარება კონსულტაციით ან უფრო პირდაპირი მეთოდები, თვითონ ბავშვებთან.[230]

ცვლადი
მაღალი

ხშირად გვხვდება, სპასტიურობით, სისუსტით ან დისკინეზიით გამოწვეული პირის ღრუსა და ყელის დაქვეითებული მოტორული კონტროლის გამო. სპასტიკური კვადრიპლეგიის მქონე პაციენტებს პირის ღრუს მოტორული დარღვევების უფრო მაღალი რისკი აღენიშნებათ.

ბავშვებში აუცილებელია შეფასდეს ჭამისას გამოხატული ყლაპვის პრობლემები (მაგ. გადაცდენის საშიშროება, ხველა, გულზიდვა ან პირღებინება) და სხვა რისკფაქტორები.[223] ასპირაცია შეიძლება ჩუმად, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

პაციენტებს, რომლებშიც საეჭვოა ასპირაცია, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ ყლაპვის შემაფასებელი გამოკვლევები. შემდგომი დაკვირვებისას ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვების ანთებას, ასთმას ან ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკულ ინფექციებს.[231]

ცვლადი
მაღალი

ზრდის დაქვეითება ხშირია ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით, კვადრიპლეგიის შემთხვევაში. ყველა ბავშვში აუცილებელია სიმაღლის, წონისა და თავის გარშემოწერილობის განმეორებითი კონტროლი, რომლებიც ასაკისა და სქესის მიხედვით შედგენილ სტანდარტულ გრაფაზე აისახება. საჭიროების შემთხვევაში, უნდა დარეგულირდეს ნუტრიციული მოთხოვნები.[232]

ცვლადი
მაღალი

გვხვდება ცერებრული დამბლის მქონე პაციენტების 40% ში, უფრო ხშირია დისკინეზიურ ფორმაში, ვიდრე სპასტიკურში. პაციენტებს ესაჭირეობათ მკურნალობა ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტებით. ელექტროენცეფალოგრამა ტარდება ეპილეფსიის მქონე პაციენტების შესაფასებლად.[71]

ცვლადი
მაღალი

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების 60% ს აქვს ქრონიკული ყაბზობა.[56]

ცვლადი
მაღალი

ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებში ხშირია ძილის დარღვევები, მაგრამ ეს ხშირად არ არის შეფასებული. ოპტიმალური უნდა იყოს ძილის ჰიგიენა. არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ მელატონინი შეიძლება ეფექტური იყოს ძილის გრაფიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით.[234] თუ ძილის დარღვევები გრძელდება, უნდა განიხილოთ ძილის სპეციალისტების მომსახურება.[56]

ცვლადი
საშუალო

გამოხატულია პაციენტთა 25%-ში.

ცვლადი
საშუალო

GORD დაკავშირებულია ანემიასთან, მალნუტრიციასთან, ზედა სასუნთქი გზების განმეორებით ინფექციებსა და სხეულის დაბალ წონასთან.[233] GORD-ის საეჭვო შემთხვევებში, რეკომენდებულია კუჭ-მაწლავის ტრაქტის კონტრატული გამოკვლევა.

ცვლადი
საშუალო

ცერებრული დამბლის მქონე პაციენტებს აქვთ ფსიქიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი პრევალენტობა (როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და ქცევითი დარღვევები), რასაც ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შეიძლება საჭირო იყოს სპეციალური ფსიქოლოგიური შეფასება და შემდგომი მართვა.[56][106]

ცვლადი
საშუალო

სიარული (მაგ:. ხელჯოხების ან ორთოპედიული სამარჯვების გამოყენებით) აუცილებელია ოსტეოპენიის პრევენციისთვის. აუცილებელია განისაზღვროს კალციუმისა და D ვიტამინის ბაზალური მაჩვენებლები, რეკომენდებული დღიური დოზის შესაფასებლად. მათი ჭარბი რაოდენობით მიღებაც არ არის რეკომენდებული, თირკმლის კენჭების ფორმირების რისკის გამო.[231][235]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას