მონიტორინგი

ხანგრძლივი მეთვალყურეობა დამოკიდებულია ცერებრული დამბლის სიმძიმეზე.

პაციენტებს, რომელთაც აქვთ მოტორული ფუნქციის კლასიფიკაციის სისტემის (GMFCS) I ან II დონე, სჭირდებათ ნაკლები მონიტორინგი, III დონის მქონე პირებს უნდა ჩაუტარდეთ მონიტორინგი აქტიური ზრდის დროს ყოველ მეორე წელს, ხოლო IV ან V დონის მქონე პაციენტებს სჭირდებათ შეფასება ყოველწლიურად აქტიური ზრდის პერიოდში (და შესაძლოა სრულწლოვანებამდე, თუ მათ აქვთ კომუნიკაციის სირთულეები, სწავლის უნარის დაქვეითება ან მრავალი თანმხლები დაავადება).[106]

პაციენტთა მკურნალობა მრავალპროფილურ კლინიკაში მიმდინარეობს, სადაც შესაძლენელია ხერხემლსა და მენჯ-ბარაყის სახსრის შეფასება; ჯანმრთელობის ზოგადი პრობლემების კონტროლი, ფსიქოსოციალური ფუნქციონირება და, საჭიროების შემთხვევაში, სპაზმის მომხსნელი მედიკამენტებით მკურნალობა; ფონურად მიმდინარე ნევროლოგიური დაავადების ნებისმიერი ცვლილების დროული დიაგნოსტირებისთვის.

ყველა ბავშვში აუცილებელია სიმაღლის, წონისა და თავის გარშემოწერილობის განმეორებითი კონტროლი, რომლებიც ასაკისა და სქესის მიხედვით შედგენილ სტანდარტულ გრაფაზე აისახება. ფიზიკური ნიშნებიდან გამომდინარე, განმეორებითი რენტგენოლოგიური კვლევები საჭიროა 3 წლის ასაკიდან (მაგ:. მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენი სახსრის ამოვარდნილობის მონიტორინგისთვის და ხერხემლის X-ray სქოლიოზის, კიფოზის ან ლორდოზის მქონე ბავშვებში დაავადების პროგრესიის დასადასტურებლად).

ყურადღება ექცევა გადაადგილების დამხმარე საშუალებების და ეტლის მოდიფიკაციისა და შეკეთების აუცილებლობას, ასევე გამაძლიერებელ და ალტერნატიულ საკომუნიკაციო სისტემებს. საჭიროების შემთხვევაში, უნდა განიხილოთ მედიკამენტების შეცვლის, ორთოპედიული ქირურგიის, ბაკლოფენის ტუმბოს, რიზოტომიის და უფრო რთული ნეიროქირურგიული პროცედურების საჭიროება. პაციენტები უნდა შეაფასოთ ასოცირებულ პრობლემებზე, როგორიცაა ტკივილი, დისკომფორტი, დისტრესი, ძილის დარღვევები, ემოციური და ქცევითი გართულებები.[20][56]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას