განხილვები პაციენტთან

  • პაციენტები და/ან ოჯახის წევრები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ შემანარჩუნებელი ფიზიოთერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველების თერაპიის, სავარჯიშო პროგრამების, კვების და წონის დაკლების ან მომატების მნიშვნელობის შესახებ.[20][56][142]

  • თითოეულ პაციენტს, ოჯახის წევრს თუ სხვა მომვლელს აუცილებელია ჰქონდეს ინდივიდუალური ინსტრუქცია და სახლში სავარჯიშო პროგრამა. აღნიშული ინფორმაცია დროთა განმავლობაში უნდა განახლდეს თერაპევტის ან მრავალპროფულური სამუშაო ჯგუფის მიერ. აღნიშული ინფორმაცია მოიცავს პაციენტის უსაფრთხო პოზის მიღებას, ადაპტური მოწყობლობების გამოყენებას, მოძრაობის ამპლიტუდას, ძალას, ფიტნესს და ყოველდღიურ აქტივობებს.

  • პაციენტთან, მათ ოჯახთან და სხვა მომვლელებთან ერთად გაიარეთ მკურნალობის ვარიანტები სპასტიკური ან სხვა სახის ცერებრული დამბლის დროს ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა: ახალი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა; ბაკლოფენის ტუმბოს შესაბამისობა; ორთოპედიული ქირურგიის საჭიროება კონტრაქტურების გასათავისუფლებლად და სიარულის ან ჯდომის გასაუმჯობესებლად.

  • აუხსენით ცერებრული დამბლის შესაძლო გართულებების შესახებ, მათ შორის მკურნალობის ვარიანტების შესახებ.

  • მიაწოდეთ ინფორმაცია პაციენტს, მათ ოჯახს და სხვა მომვლელებს არსებული სერვისების შესახებ (მაგ., დასვენების, სპეციალიზებული სკოლების) და მხარდაჭერისა და ადვოკატირების ჯგუფების შესახებ.[20]

  • როდესაც ბავშვი დაახლოებით 12-დან 14 წლამდე ასაკშია, გადაწყვეტილებებში პაციენტისა და ოჯახის ჩართულობით, დაიწყეთ ზრდასრულთა მომსახურეობაზე გადასვლის დაგეგმვა.[20]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას