ეპიდემიოლოგია

რესურსებით მდიდარ ქვეყნებში ცერემბრული დამბლის პრევალენტობა 1000-დან დაახლოებით 2-3 შემთხვევას შეადგენს.[11][12] აშშ-ში ცერებრული დამბლის მქონე დაახლოებით 700 000 ბავშვი და 50 წლამდე ზრდასრული აღირიცხება. ცერებრული დამბლის საერთო და საშუალო-მძიმე ხარისხის ცერებრული დამბლის პრევალენტობა იკლებს რესურსებით მდიდარ ქვეყნებში (მაგ. ავსტრალია და ევროპა) ახალშობილების გაუმჯობესებული მოვლის გამო.[13][14][15]

ევროპაში, ცერებრული დამბლის ინციდენტობა 70-ჯერ უფრო მაღალია 1.5 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის ახალშობილებში, 2.5 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ახალშობილებთან შედარებით.[12] ცერებრული დამბლის რისკი იმატებს მრავალჯერადი მშობიარობის დროს; დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ცერებრული დამბლის პრევალენტობა 1000 ცოცხალ ახალშობილზე ერთი ბავშვის შემთხვევაში შეადგენს 2.3-ს, 12.6-ს ტყუპების დროს, ხოლო 44.8%-ს ტრიპლეტების შემთხვევაში.[16]

ცერებრული დამბლის ინციდენტობა რესურსებით ღარიბ ქვეყნებში არის დაახლოებით 3-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე რესურსებით მდიდარ ქვეყნებში არასათანადო ანტენატალური მოვლის, ნუტრიციული პრობლემების და სამშობიარო და პერინატალური დაწესებულებების ნაკლებობის გამო.[17][18]​ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი დაკავშირებულია ცერებრული დამბლის გაორმაგებულ რისკთან.[17]​ აშშ-ში, ცერებრულ დამბლის შეტყობინებულ შემთხვევებს შორის, პრევალენტობა უფრო მაღალია შავკანიან ბავშვებს შორის, არაესპანელ თეთრკანიან ან ესპანელ ბავშვებთან შედარებით; შესაძლოა ეს ნაწილობრივ მაინც იყოს გამოწვეული სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებში არსებული უთანასწორობით.[19][20]

ცერებრული დამბლა მამაკაცებში ოდნავ უფრო ხშირია ვიდრე ქალებში. ამასთან, ზაფხულის თვეში უფრო მეტი ახალშობილი იბადება ცერებრული დამბლით, სხვა სეზონებთან შედარებით.[17][21]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას