განხილვები პაციენტთან
მწვავე პანკრეატიტის შეტევის შემდეგ პაციენტს კლინიკიდან გაწერამდე უნდა ვურჩიოთ, უზრუნველყოს ცხოვრების სტილის რისკფაქტორების მოდიფიცირება. მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მომხმარებელმა პაციენტებმა უნდა შეწყვიტოს მისი მიღება, განსაკუთრებით თუ იგი მოხმარების ეპიზოდის დროს იღებს ძალიან დიდი რაოდენობით ალკოჰოლს. ასევე მნიშვნელოვანია კვებითი ცვლილებები ჰიპერტრიგლიცერიდემიის გასაკონტროლებლად და ლიპიდების შემამცირებელი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა სტატინები. პაციენტები, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევს პანკრეატიტს (მერკაპტოპურინი ან აზათიოპრინი), უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ და თუ როგორ უნდა ამოიცნონ მწვავე პანკრეატიტის შეტევა.[14]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას