დიფერენციული დიაგნოზები
კუჭის პეპტიური წყლული
ნიშნები / სიმპტომები
ხანგრძლივი ეპიგასტრიული ტკივილი, რომელიც არ გადაეცემა წელის არეში; რეფლუქსი; გულძმარვა და ანორექსია. შეიძლება იდენტიფიცირდეს ისეთი მიზეზები, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება, Helicobacter pylori, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
კვლევები
შეიძლება გაუმჯობესდეს პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების მიღების, ცხოვრების წესის შეცვლისა და H pylori-ის მკურნალობის შედეგად.
ნორმალური ან დაბალი ლიპაზა და ამილაზა.
ენდოსკოპიური კვლევა სადიაგნოსტიკო იქნება ეროზიების, ერითემის ან წყლულების ვიზუალიზაციის შემდეგ და ბიოფსიის შესრულების საშუალებას იძლევა.
პერფორირებული შინაგანი ორგანოები
ნიშნები / სიმპტომები
გამოვლინდება მწვავე მუცლის, პერიტონიალური ნიშნების, ტაქიკარდიის და სეფსისის სახით. ზოგადად მუცელი რიგიდულია და მტკივნეული ოთხივე კვადრატში და ახასიატებს ტკივილი ზეწოლის უცებ მოხსნისას.
კვლევები
ნორმალური ან ოდნავ მომატებული ლიპაზა ან ამილაზა.
მარტივი რენტგენოგრამები აჩვენებს სუბდიაფრაგმულ ჰაერს.
საყლაპავის სპაზმი
ნიშნები / სიმპტომები
დისფაგია, ოდინოფაგია, წონაში კლება, ანამნეზში რესტროსტერნალური ტკივილი. გასინჯვის შედეგები შესაძლოა ნორმალური იყოს.
კვლევები
ყლაპვის გამოკვლევამ შესაძლოა აჩვენოს შეჭმუხნული და ანომალიური საყლაპავი. საყლაპავის მილის მანომეტრიით პაციენტებში შესაძლოა აღენიშნებოდეთ კედლის მომატებული წნევა.
ნაწლავური ობსტრუქცია
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში მუცლის ღრუს ოპერაციები (განსაკუთრებით კოლინჯის რეზექცია, საკეისრო კვეთა და აორტის პროცედურები).
თიაქრები, ჩვეულებრივ ჩაჭედილი ნაწლავით, გასინჯვისას.
ვლინდება მუცლის შებერვით (დამოკიდებულია ობსტრუქციის ხარისხზე), ტიმპანიზმი, ნაწლავების დაქვეითებული ხმიანობა, ანორექსია, ღებინება (ხარისხი დამოკიდებულია ობსტრუქციის ადგილზე), ობსტიპაცია ან ყაბზობა.
კვლევები
ნორმალური ან ოდნავ მომატებული ლიპაზა და ამილაზა.
მწვავე აბდომინური სერიები აჩვენებს ჰაერი-სითხის დონეს, ნაწლავის გაფართოებულ მარყუჟებს, დისტალური აირის არარსებობას, პნევმატოზს.
მუცლის/მენჯის კტ სკანირებამ შესაძლოა უფრო დიაგნოსტიკური იყოს და აჩვენოს გადასვლის ადგილი და პოტენციურად განსაზღვროს ეტიოლოგია (როგორიცაა გადახლართვა, თიაქარი, ნაწლავების ინვაგინაცია, წარმონაქმნები).
მუცლის აორტის ანევრიზმა
ნიშნები / სიმპტომები
კარდიოვასკულარული რისკფაქტორები: ჰიპერლიპიდემია, თამბაქო, შაქრიანი დიაბეტი, ჰომოცისტეინემია.
მუცლის მწვავე მჭრელი ტკივილი, მუცლის პულსაციური მასა, ჰიპოტენზია და აჭრელებული ქვედა კიდურები დაქვეიტებული პულსით და მუცლის შებერვით.
კვლევები
აუცილებელია ძლიერი ეჭვის არსებობა დიაგნოზის სწრაფად დასასმელად და გამოსავლების გასაუმჯობესებლად. სტაბილურ პაციენტებში, რომელთა ანამნეზი და გასინჯვის შედეგები საკამატოა, კტ ანგიოგრაფია შესაძლოა სარგებლიანი იყოს დიაგნოზის სწრაფად დასასმელად.
თუ ძალიან არასტაბილურია რადიოგრაფიული კვლევებისთვის, პაციენტს პირადპირ ოპერაციაზე უშვებენ.
ქოლანგიტი
ნიშნები / სიმპტომები
შარკოს ტრიადა (სიყვითლე, ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრატში და ცხელება) ვლინდება პაციენტების 79%-ში, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, და ჰიპოტენზია მიუთიტებს ბილიარულ სეფსისზე, რომელსაც ჩვეულებრივ იწვევს გრამ-უარყოფითი ბაქტერია.
პაციენტებს ანამნეზში შესაძლოა ქონდეთ ნაღვლოვანი კენჭები, პერიამპულარული სიმსივნეები ან ბილიარული მანიპულაციები, როგორიცაა რეტროგრადული ენდოსკოპიური ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (ERCP).
კვლევები
სხვადასხვა კლინიკური ნიშნები უფრო ხშირად აღინიშნება ქოლანგიტის დროს, როგორიცაა ცხელება (95%), ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრატში (90%) და სიყვითლე (80%).
ნორმალური ლიპაზა და ამილაზა.
სისხლის კულტურები, ჩვეულებრივ, დადებითია, განსაკუთრებით შემცივნების ეპიზოდების დროს. ინფიცირებული ნაღველიდან ყველაზე ხშირად ამოითესება ეშერიხია კოლი და კლებსიელა.[20]
ქოლედოქოლითიაზი
ნიშნები / სიმპტომები
უეცარი ძლიერი ტკივილი ზედა კვადრანტში, სიყვითლე, აქოლია, ქოლურია და ქოლელითიაზის დიაგნოზი. შესაძლოა დაახშოს ნაღვლის საერთო სადინარი და გამოიწვიოს პანკრეატიტი.
კვლევები
ნორმალური ან ოდნავ მომატებული ლიპაზა და ამილაზა.
ულტრაბგერით გამოვლინდება ნაღვლოვანი კენჭები, კენჭები ნაღვლის საერთო სადინარში ღვიძლგარე და/ან ღვიძლშიდა სადინრის დილატაციით.
ბიოქიმიური ანალიზი გვიჩვენებს ბიოქიმიურ ობსტრუქციას, მომატებული საერთო და პირდაპირი ბილირუბინით, ტუტე ფოსფატაზით, გამა გლუტამილ ტრანსპეპტიდაზით და ალტ/ასტ-ს ოდნავი მომატებით, მაგრამ პანკრეასული ფერმენტების ნორმალური დონით (განსაკუთრებით ლიპაზის).
ქოლეცისტიტი
ნიშნები / სიმპტომები
ტკივილი ზოგადად ვითარდება ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ და ლოკალიზდება მარჯვენა ზედა კვადრატში. უფრო ხშირად 40-50 წლის ჭარბწონიან ქალებში.
შესაძლოა იყოს ანორექსია, გულისრევა და ღებინება. შესაძლოა გამოვლინდეს მერფის დადებითი ნიშანი და დაბალი სიცხე.
კვლევები
ნორმალური ან ოდნავ მომატებული ლიპაზა და ამილაზა.
მარჯვენა ზედა კვადრატის ულტრაბგერითმა კვლევამ შესაძლოა აჩვენოს ნაღვლის ბუშტის გასქელებული კედელი, კენჭები აკუსტიკური ჩრდილებით, ბილიარული ნალექი, პერიქოლეცისტური სითხე და მერფის ულტრაბგერითი ნიშანი და ხელს უწყობს სადინროვანი სისტემის შემოწმებას. შესაზლოა მიუთითებდეს პანკრეასის თავის ანთებაზე. შესაძლოა აჩვენოს მსუბუქი ლეიკოციტოზი და ღვიძლის ფერმენტების ძალიან მსუბუქი მომატება.
ჰეპატობილიარული იმინოდიაცეტილ მჟავით (HIDA) სკანირება დიაგნოსტიკურია, როდესაც არ ხდება ნაღვლის ბუშტის ავსება ან რადიოაქტიური ინდიკატორის დაცლა გვიანდება.
ვირუსული გასტროენტერიტი
ნიშნები / სიმპტომები
მუცლის გენერალიზებული არასპეციფიკური ტკივილი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა და დეჰიდრატაცია.
ჩვეულებრივ თვითგანკურნებადი ვირუსული ინფექციაა, მაგრამ თუ ცხელება დადასტურდა, ბაქტერიულ და ინვაზიურ ორგანიზმებზე უნდა ვიფიქროთ.
უნდა ვიფიქროთ მოგზაურებსა და იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში.
გაითვალიწინეთ ანამნეზში ოსმოსური და სეკრეტორული დიარეა.
კვლევები
ნორმალური ან ოდნავ მომატებული ლიპაზა და ამილაზა.
მნიშვნელოვანია ავიღოთ შრატის ელექტროლიტები და სისხლის საერტო ანალიზი.
ჰიპოკალემია და ალკალოზი შესაძლოა გამოვლინდეს დიარეის, ღებინების და დეჰიდრატაციის შედეგად.
განავლის მიკროსკოპული ანალიზი, კულტურის დათესვა, ოსმოლარობა, გამოკვლევა კვერცხებზე, პარაზიტებზე, Clostridium difficile-ს ტოქსინზე და ლეიკოციტებზე დაგვეხმარება გამომწვევი მიზეზის დადგენაში.
ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
სიყვითლე, ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრატში, ანორექსია და ზოგადი შეუძლოდ ყოფნა. შესაძლოა გამოვლინდეს ქოლურია და აქოლია.
გასინჯვა: ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრატის და გადიდებული ღვიძლის პალპაციისას.
კვლევები
ნორმალური ლიპაზა და ამილაზა.
დამახასიათებელია ღვიძლის მომატებული ფუნქციური სინჯები. არ არის იშვიათი ასპარტატ ამინოტრანსფერაზა / ალანინ ამინოტრანსფერაზა 1000 ერთეული/ლ-ის ფარგლებში. სეროლოგიური ტესტებით შესაძლებელია დაისვას ეტიოლოგიური მიზეზის დიაგნოზი.
რადიოგრაფიული კვლევებიარ არის მნიშვნელოვანი დიაგნოზისთვის.
ჯორჯლის იშემია
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტები ჩვეულებრივ უფრო ხანდაზმულები არიან, ანამნეზში შესაძლოა ქონდეთ წინაგულების ფიბრილაცია და პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადების რისკფაქტორები.
ჰიპერკოაგულაციურმა მდგომარეობებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავების ნეკროზი. ტკივილი ჩვეულებრივ გასინჯვის შედეგების ფარგლებს სცდება.
კვლევები
დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ძლიერი ეჭვი. ანგიოგრაფია და კტ სკანირება შესაძლოა სარგებლიანი იყოს დიაგნოზის დასასმელად, ასევე რძემჟავის დონეებიც.
ნორმალური ლიპაზა. შესაძლოა ქონდეს მომატებული ამილაზა (ჩვეულებრივ ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე მწვავე პანკრეატიტის დროს).
მიოკარდიუმის ინფარქტი
ნიშნები / სიმპტომები
ტკივილი ჩვეულებრივ რეტროსტერნალურია, რომელიც გადაეცემა ყბაში, კისერსა და მარცხენა ზედა კიდურში. დაკავშირებულია სუნთქვის გახშირებასტან, გულისრევას, ღებინებას და დიაფორეზთან. ანამნეზში კარდიოვასკულარული რისკფაქტორები.
კვლევები
მომატებული გულის ფერმენტები (კრეატინ კინაზა ან კრეატინ ფოსფოკინაზა, ტროპონინები), ეკგ ცვლილებები და კლინიკური სცენარი სვამს დიაგნოზს.
ნორმალური ლიპაზა და ამილაზა.
გულის კათეტერიზაცია, პერფუზიული სკანირება და ექოკარდიოგრამები სარგებლიანია გულის იშემიის ლაბორატორიული კვლევების დროს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას