ეპიდემიოლოგია

მწვავე პანკრეატიტი არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც იწვევს ჰოსპიტალიზაციას.[7]​ ბოლომდე გაუგებარი მიზეზების გამო, დაავადების სიხშირე მატულობს, თუმცა სავარაუდოდ გამომწვევ ფაქტორებად მოიაზრება ალკოჰოლის მოხმარების და სიმსუქნის უფრო მაღალი დონე (და ნაღვლის ბუშტის კენჭების გაჩენის ასოცირებული რისკი) საერთო სიხშირე მერყეობს 3.4-დან 73.4-მდე 100000-ზე წელიწადში სხვადასხვა ქვეყანაში.[8]​ ეს ცვალებადობა განპირობებულია სხვადასხვა დიაგნოსტიკური კრიტერიუმებით, გეოგრაფიული ფაქტორებით და დროთა განმავლობაში ცვლილებებით.[9][10]​​ გლობალური ასაკობრივი სტანდარტიზებული სიხშირე შეფასდა 34,8 100,000-ზე 2019 წელს.[11]​ აღინიშნა მისი სიხშირის 10-ჯერ ზრდა 1960 წლიდან 1980 წლამდე, სიკვდილიანობის მაჩვენებლით 1%-დან 9%-მდე.[12] დაახლოებით 300 000 პაციენტი ყოველწლიურად ხვდება აშშ-ს საავადმყოფოებში მწვავე პანკრეატიტით.[13]​​ სიკვდილიანობაზე გავლენას ახდენს დაავადების სიმძიმე და გამოკვლეული და აღწერილია რამდენიმე პროგნოზული ფაქტორი. დაავადების უფრო მსუბუქი ფორმისგან განსხვავებით, რომლის სიკვდილობის სიხშირე 1%-ია, მძიმე ფორმის მწვავე პანკრეატიტთან დაკავშირებული სიკვდილობა არის 10% პანკრეასის სტერილურ და 25% ინფიცირებული ნეკროზის დროს.[1] ნაღვლკენჭოვანი პანკრეატიტი უფრო ხშირია >60 წლის ქალებში, განსაკუთრებით მიკროლითიაზის მქონე პაციენტებში. ალკოჰოლური პანკრეატიტი უფრო ხშირად აღინიშნება მამაკაცებში.[14]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას