კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

შრატის ლიპაზა ან ამილაზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენეთ შრატის ლიპაზა და არა შრატის ამილაზა, თუ ეს შესაძლებელია.[8] ამილაზა შეიძლება იყოს ნორმალური მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტებში, როდესაც მდგომარეობა გამოწვეულია ალკოჰოლის ხანგრძლივი ჭარბი მოხმარების შედეგად; ამ პაციენტებში შრატის ლიპაზას ტესტი უფრო მგრძნობიარეა. შრატის ლიპაზა ასევე უფრო მგრძნობიარე მარკერია, ვიდრე ამილაზა ლიპემიური შრატის მქონე პაციენტებში, როგორც ეს გვხვდება ჰიპერტრიგლიცერიდემიით გამოწვეული პანკრეატიტის მქონე პაციენტებში.

შრატის ლიპაზა და/ან ამილაზა შეიძლება გამოიყენებოდეს მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზის დასადგენად, როდესაც ეს 3-ჯერ აღემატება ნორმას პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე მწვავე ეპიგასტრული ტკივილი.[8][54]

შრატში ამილაზას დონე ჩვეულებრივ პიკს აღწევს დაახლოებით 48 საათში და მცირდება ნორმამდე ან ნორმასთან ახლოს მომდევნო 3-7 დღის განმავლობაში. შრატის ლიპაზა შეიძლება დარჩეს მომატებული 14 დღემდე.[28]

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლიპაზის მცირედი მომატება, მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.

შედეგი

>3-ჯერ აღემატება ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარს

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ასპარტატამინოტრანსფერაზას/ალანინ ამინოტრანსფერაზას (AST/ALT) მატება სპეციფიკურია, მაგრამ არა მგრძნობიარე ქოლელითიაზით გამოწვეული პანკრეატიტისთვის. თუ ტუტე ფოსფატაზა და ბილირუბინი მომატებულია, გასათვალისწინებელია ნაღვლის საერთო სადინარში გაჭედილი კენჭის შესაძლებლობა (ქოლედოქოლითიაზი).[57]

შედეგი

მომატებული: თუ AST/ALT >3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, პროგნოზირებს ნაღველკენჭოვანი დაავადების ეტიოლოგიის შემთხვევების 95%-ში. ბილირუბინის მომატება ან 5 მგ/დლ-ზე მეტი ქოლანგიტის (ლეიკოციტოზი, ცხელება, SIRS) ფონზე მიუთითებს ადრეული ERCP-ის აუცილებლობაზე.

სისხლის საერთო ანალიზი (FBC) ლეიკოციტური ფორმულით

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლებელია გამოვლინდეს მსუბუქი ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით და მომატებული ჰემატოკრიტი დეჰიდრატაციის შედეგად, ან დაბალი ჰემატოკრიტი, რაც თავის მხრივ, განპირობებულია სისხლდენით. ჰემოკონცენტრაცია დაკავშირებულია ნეკროზული პანკრეატიტის და ორგანოთა უკმარისობის მაღალ რისკთან.[56]

შედეგი

ლეიკოციტოზი

ჰემატოკრიტი

ტესტი
შედეგი
ტესტი

სიმძიმის და პროგნოზის ინდიკატორი.[28][67] უნდა განმეორდეს მიღებიდან 6 საათის შემდეგ შესაბამისი ჰიდრატაციის შესამოწმებლად.

შედეგი

თუ არის >44% ჰოსპიტალიზაციისას, ან იზრდება პაციენტის მიღების შემდეგ, წარმოადგენს პანკრეასის ნეკროზის პროგნოზულ ფაქტორს

შარდოვანა და შრატის ელექტროლიტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული დონე მიუთითებს დეჰიდრატაციაზე/ჰიპოვოლემიაზე და მძიმე დაავადების განვითარების რისკზე.[8] სერიული შემოწმება შეიძლება დაეხმაროს პაციენტის თერაპიის მიმართ რეაქციის მონიტორინგს.[47] შარდოვანა უნდა განმეორდეს მიღებიდან 6 საათის შემდეგ.[47]​ შარდოვანას მომატება ან მატება მიუთითებს თირკმლის პერფუზიაზე და, შესაბამისად, პანკრეასის პერფუზიის შემცირებაზე და უფრო აგრესიული ჰიდრატაციის საჭიროებაზე.[8][28]

შედეგი

მომატებული: მძიმე შემთხვევებში; შარდოვანას მატება ან 7.1 მმოლ/ლ-ზე მეტი (20 მგ/დლ) მიუთითებს პანკრეასის პერფუზიის შემცირებაზე (შარდოვანა >7.1 მმოლ/ლ [>20 მგ/დლ]) არის სიკვდილიანობის დამოუკიდებელი პროგნოზირებადი, კრეატინინის მომატება (>176.8). მიკრომოლი/ლ [≥2 მგ/დლ]) მიუთითებს, რომ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მძიმე დაავადება თირკმლის უკმარისობით

არტერიული სისხლის აირები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მნიშვნელოვანია არტერიული ოქსიგენაციის მონიტორინგი, რადგანაც პაციენტებს შესაძლოა ქონდეთ ჰიპოქსემია და საჭიროებდნენ დამატებით ჟანგბადს. საწყისი მკურნალობისას არტერიული სისხლის აირები უნდა გაიზომოს ყოველ 12 საათში პირველი სამი დღის განმავლობაში ოქსიგენაციისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შესაფასებლად.[5]

შედეგი

ჰიპოქსემია და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევები

CRP

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადრეული და სერიული CRP ანალიზი გამოიყენება მწვავე პანკრეატიტის დროს როგორც სიმძიმის და ანთების პროგრესის ინდიკატორი.[28][58]

მწვავე პანკრეატიტის მქონე ადაიანებში CRP-ის დიაგნოსტიკური ტესტის სიზუსტე პანკრეასის ნეკროზის დიაგნოსტიკისთვის საიმედოდ არ არის მიჩნეული.[59]

შედეგი

თუ არის >150 მგ/ლ (>15 მგ/დლ), ასოცირდება პანკრეასის ნეკროზთან (გაზომილი მე-3 დღეს)

ტრანსაბდომილაური ულტრაბგერითი კვლევით

ტესტი
შედეგი
ტესტი

არ არის საჭირო მწვავე პანკრეატიტის დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტში დიაგნოზის შემდეგ, რათა გამოირიცხოს ნაღვლის ბუშტის კენჭები.

შედეგი

გაფართოებული ნაღვლის სადინარი ულტრასონოგრაფია(ექოსკოპიაზე)ზე აჩენს კენჭის არსებობაზე ეჭვს

გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით

ტესტი
შედეგი
ტესტი

რადიოგრაფიული კვლევები არ გამოიყენება მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზის დასასმელად, მაგრამ შესაძლოა მათი მეშვეობით განისაზღვროს გამომწვევი ფაქტორები და გამოირიცხოს სხვა დიაგნოზი.

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს ატელექტაზი და პლევრული გამონაჟონი (განსაკუთრებით მარცხენ ამხარეს)

შრატის ლიპაზა/ამილაზის თანაფარდობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ეფუძნება ნორმის ზედა ზღვრის ჯერადებს. მაღალი თანაფარდობა მიუთითებს ალოჰოლურ პანკრეატიტზე.[67]

შედეგი

>5

შრატის ტრიგლიცერიდები

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა შემოწმდეს გამომწვევი ფაქტორების გამოკვლევის ფარგლებში.

შედეგი

>11,3 მმოლ/ლ (>1000 მგ/დლ) და 101,7 მმოლ/ლ (9000 მგ/დლ) ჭეშმარიტი ჰიპერტრიგლიცერიდემიით გამოწვეული მწვავე პანკრეატიტისთვის (ამაღლებული დონე რამდენიმე ასეული მგ/დლ ხშირად აღინიშნება მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტებში სხვა მიზეზების გამო)

გასათვალისწინებელი კვლევები

მუცლის ღრუს CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის საჭირო პაციენტების უმრავლესობაში. კომპიუტერული ტომოგრაფია საჭიროა, როდესაც რთულდება მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზის დადგენა. გასტროენტეროლოგიის ამერიკული კოლეჯის გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას 48 საათის შემდეგ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება.[8] სხვა გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ სიმპტომების დაწყებიდან 72-96 საათის დაყოვნებას კონტრასტული CT ან MRI-მდე, ნეკროზის შესაფასებლად.[28][47]

შედეგი

არაკონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოვლინებები დაავადების ადრეულ ეტაპზე შეიძლება მოიცავდეს პანკრეასის დიფუზურ ან სეგმენტურ გაფართოებას პანკრეასის ცხიმის ატენუაციით; კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ინტრავენური კონტრასტით დაავადების შემდგომ პერიოდში შეიძლება აჩვენოს გამოტოვებული რეგიონები, რაც მიუთითებს ნეკროზის, ან ფსევდოციტების არსებობაზე (დაახლოებით 4 კვირის შემდეგ)

მაგნიტური გამოსახულება/მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (MRI/MRCP)

ტესტი
შედეგი
ტესტი

სასურველია ERCP-ს CBD-ის შესაფასებლად დაბალი რისკის მქონე პაციენტებში, როდესაც ეჭვმიტანილია CBD ქვის არსებობაზე. მაგნიტურ-რეზონანსულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიას აქვს უპირატესობა, რადგანაც ის არ საჭიროებს ინტრავენურ კონტრასტს ან დასხივებას, თუმცა ინტრავენური გადოლინიუმი აძლიერებს გამოსახულებას არაკონტრასტულ მრტ-თან შედარებით.

გარდა ამისა, MRCP იძლევა ნაღვლის საერთო სადინარში კენჭებისა და პანკრეასის სადინრის უკეთ ვიზუალიზაციას CT-თან შედარებით. მას შეუძლია უკეთ განასახვავოს პერიპანკრეასულ გროვებში მკვრივი წარმონაქნები ცისტებისგან.[61]

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს კენჭები, სიმსივნეები, პანკრეასის დიფუზური ან სეგმენტური გადიდება უწსორო კონტურებით და პანკრეასული ცხიმის ატენუაცია, ნეკროზი ან ფსევდოცისტები

ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ენდოსკოპური ულტრაბგერა შეიძლება გამოვიყენოთ მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის ალტერნატივად, ქოლედოქოლითიაზის და სიმსივნეების იდენტიფიცირების მიზნით.[8]​ EUS ასევე იძლევა სიმსივნეების წვრილი ნემსით ასპირაციის საშუალებას დიაგნოსტიკისთვის.

შედეგი

კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს კენჭები, ბილიარული ნალექი, გაორებული პანკრეასის სადინარი ან პანკრეატობილიარული გზების სხვა ანომალიები

ახალი ტესტები

პროკალციტონინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

როგორც ჩანს, პროკალციტონინი მგრძნობიარეა პანკრეასის ინფექციის გამოსავლენად, შრატში დაბალი დონე არის ინფიცირებული ნეკროზის ძლიერი უარყოფითი პროგნოზული ფაქტორი.

შედეგი

მომატებული; ნორმალური დონე ნაკლებად სავარაუდოს ხდის ინფიცირებული პანკრეასის ნეკროზის დიაგნოზს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას