შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

53 წლის მამაკაცი მოსულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და უჩივის შუა ეპიგასტრულ მუცლის ტკივილს, რომელიც ვრცელდება ზურგში. ტკივილი განვითარდა 1 საათის განმავლობაში. ის ასევე უჩივის გულისრევას, ღებინებას, მადის გაქრობას და ამბობს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის გასულ კვირას, მოიხმარს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს. მას აქვს ტაქიკარდია, ტაქიპნოე და ცხელება ჰიპოტენზიასთან ერთად. ის ოდნავ აგზნებული და დაბნეულია. აღენიშნება ოფლიანობა, ასევე მტკივნეულობა ეპიგასტრიუმის არეში დეფანსთან და უკუცემით ტკივილთან ერთად.

შემთხვევის ანამნეზი #2

47 წლის ჭარბწონიანი ქალი ჰოსპიტალიზებულია მუცლის გენერალიზებული ტკივილით. გულისრევისა და ღებინების გამო მას არ შეუძლია კვება და სითხის მიღება. მისი თქმით, ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრანტში მოულოდნელად დაიწყო 6 საათის წინ, მაგრამ ახლა ეპიგასტრულ რეგიონში აღინიშნება. სასწრაფო სამეიდიცნო დახმარების განყოფილებაში მისი ბოლო ვიზიტის დროს ულტრაბგერით გამოვლინდა კენჭები ნაღვლის ბუშტში ანთების გარეშე და მას განემარტა, რომ საჭირო იყო ქირურგის კონსულტაცია. პაციენტს აღენიშნება სიყვითლე და შეუძლოდ ყოფნა. მას მარჯვენა ნეკნების ქვეშ აქვს წერტილოვანი მტკივნეულობა, რაც უარესდება ღრმა პალპაციით. პალპირებადი მასა არ არის.

სხვა გამოვლინებები

პანკრეატიტი შესაძლოა ჰგავდეს ქირურგიულ მწვავე მუცელს, მუცლის კუნთების რიგიდობით და პერიტონეული ნიშნებით. კრიტიკულად მძიმე პაციენტებში ის ასევე შეიძლება გახდეს მწვავე სუნთქვითი დარღვევის, ჰიპოტენზიის და ცხელების მიზეზი.[6]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას