პირველადი პრევენცია
გავრცელებული Mycobacterium avium კომპლექსის (MAC) დაავადების პირველადი პროფილაქტიკა აღარ არის რეკომენდებული აივ ინფიცირებული მოზრდილებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც დაუყოვნებლივ იწყებენ ანტირეტროვირუსულ თერაპიას (ART).[30] აივ-ით დაავადებული პირები, რომელთა CD4 რაოდენობა < 50 უჯრედს / მიკროლიტრია და არ იღებენ ART-ს ან არ პასუხობენ ART-ზე, უნდა მიიღონ ქიმიოპროფილაქტიკა. მოცემული ასაკობრივი ჯგუფისთვის უპირატეს მკურნალობას შეადგენს კლარითრომიცინი და აზითრომიცინი. რიფაბუტინი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ვერ აიტანს აზითრომიცინს ან კლარითრომიცინს, მაგრამ წამლების ურთიერთქმედებამ შეიძლება გაართულოს მისი გამოყენება.[30][31]
[ ]
[
]
პროფილაქტიკის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს დისემინირებული (გავრცობილი) MAC დაავადება, ხოლო რიფაბუტინის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს აქტიური ტუბერკულოზის ინფექცია.[30] პირველადი პროფილაქტიკის დაწყების შემდეგ, ის შეიძლება შეწყდეს, როდესაც პაციენტები მოთავსებულნი იქნებიან სრულად სუპრესიულ ანტირეტროვირუსულ რეჟიმზე.
მეორეული პრევენცია
ჰიდრომასაჟური აბაზანების მიღებისას აეროზოლური MAI-ის ანტიგენის ინჰალაციამ შეიძლება ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი გამოიწვიოს;; მდგომარეობის მართვის/პრევენციის საფუძველს ანტიგენსა და ხელშემწყობ გარემოსთან ექსპოზიციის შემცირება წარმოაგენს. ანტიგენის/გარემოს თავიდან აცილება არის ამ პაციენტებში რეციდივის მართვის/პრევენციის საფუძველი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას