განხილვები პაციენტთან

მედიკამენტის დოზის გამოტოვება ან რეცეპტში მოცემული მითითებებისგან განსხვავებულად მიღება ხშირ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, როდესაც სხვადასხვა განრიგისა და გვერდითი ეფექტების მქონე რამდენიმე მედიკამენტი გამოიყენება. მედიკამენტების არასწორმა მოხმარებამ ორი სერიოზული გართულება შეიძლება გამოიწვიოს. პირველი, ორგანიზმში წამალთა კონცენტრაცია იმდენად დაბალია, რომ ეფექტიც არ მიიღება. მეორე, როდესაც წამლების კონცენტრაცია არაადექვატურია, ეს ხელს უწყობს ბაქტერიებისა და ვირუსების მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის განვითარებას. აღნიშული რეზისტენტობა გავლენას ახდენს არამარტო ამჟამად გამოყენებადი წამლების ეფექტობაზე, არამედ მომავალში საჭირო წამლების მოქმედებაზეც. ზემოთ ხსენებული ორივე გართულება უშედეგო მკურნალობას განაპირობებს. დაავადების კონტროლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თერაპიული გეგმის შესრულება, ყოველდღე მედიკამენტის დანიშნული დოზითა და სწორ დროს მიღების სახით.

MAI-ის ჰიპერსენსიტიური პნევმონიტის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული ჰიდრომასაჟური აბაზანების გამოყენება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას