დიფერენციული დიაგნოზები
ფილტვისმიერი ტუბერკულოზი
ნიშნები / სიმპტომები
ძნელია კლინიკურად განასხვავოს ტუბერკულოზი Mycobacterium avium კომპლექსისაგან (MAC).
ტუბერკულოზის ინფექციასთან ექსპოზიცია ინფორმატიულია, თუმცა არა დიაგნოსტიკური.
კვლევები
ფილტვის გამომსახველობით კვლევებზე MAC -ის ფიბროზულ-კავერნული დაზიანებების ტუბერკულოზისაგან დიფერენცირება რთულია. თუმცა, MAC უფრო თხელკედლიანი კავერნებით, ექსტენსიური პროცესითა და პლევრული დაზიანებით ხასიათდება.
ნაცხის გამოკვლევა მიკობაქტერიის სხვადასხვა ტიპებს ვერ განასახვავებს ერთმანეთისაგან.
კულტურა არის აუცილებელი ტიპის იდენტიფიცირებისთვის.
სხვა არატუბერკულოზური მიკობაქტერიები (NTM)
ნიშნები / სიმპტომები
NTM-ის სხვა ტიპები, მაგალითად M fortuitum ან M cheloneae / აბსცესი, ძნელია განასხვავოთ სიმპტომების საფუძველზე.
კვლევები
ნაცხის გამოკვლევით მიკობაქტერიების განსხვავება შეუძლებელია.
კულტურა ყველაზე ზუსტი მეთოდია განსხვავების დასადგენად.
აივ ინფექციასთან დაკავშირებული ლიმფომა
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკურად რთულია განასხვავო დისემინირებული (გავრცობილი) Mycobacterium avium კომპლექსისგან (MAC).
კვლევები
ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევა საჭიროა ლიმფომის დიაგნოსტირებისთვის.
კულტურა ძირითადად უარყოფითია, თუ თანდართული MAC ინფექცია არ არის გამოხატული.
ჰისტოპლაზმოზი
ნიშნები / სიმპტომები
სოკოვანი ინფექციები ხშირად გვხვდება იმუნოსუპრესულ პაციენტებში.
კლინიკურად რთულია განასხვავო Mycobacterium avium კომპლექსისგან (MAC).
კვლევები
გულმკერდის რენტგენზე ვლინდება ცალკეული კვანძები, რომლებიც იშვიათად გარდაიქმნება კავერნებად.
დიაგნოზი კულტურის, სოკოს ნიმუშების შეღებვის, სეროლოგიური ტესტებისა და ანტიგენის დეტექციის მეშვეობით ისმება.
ბლასტომიკოზი
ნიშნები / სიმპტომები
სოკოვანი ინფექცია Mycobacterium avium კომპლექსის მსგავსი კლინიკური გამოვლინებით.
ხშირად დაკავშირებულია გამონაყართან კანზე, როგორებიცაა ფართოდ გავრცელებული პაპულები ან ერითემატოზული ვერუკოზული დაზიანებები.
კვლევები
გულ-მკერდის რენტგენზე შესაძლოა პათოლოგიური ინფილტრატები აღინიშნოს.
ნახველის ნაცხის სოკოსადმი მგრძნობიარე საღებავებით დამუშავებით შეიძლება გამოვლინდეს ორგანიზმები.
ნახველის კულტურა დადებითია სოკოზე.
კანის დაზიანების ბიოფსიითაც შეიძლება გამოვლინდეს ორგანიზმი.
და
ნიშნები / სიმპტომები
იწვევს ფილტვის, ნერვული სისტემისა და დისემინირებულ დაავადებებს.
დაზიანებები კანზე (Pedunculated).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გამოვლინებები/სიმპტომები არ გამორიცხავს დისიმინირებულ Mycobacterium avium კომპლექსს, თუმცა კრიპტოკოკულ ინფექციაზე უფრო მიუთითებს..
კვლევები
პერიფერული და თზტ სითხის კრიპტოკოკული ანტიგენის განსაზღვრა ძალიან სენსიტიური და სპეციფიკური ტესტია.
განლევის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება აივ ინფიცირებულ ადამიანებში ოპორტუნისტული ინფექციების ან წონის დაკლების სხვა იდენტიფიცირებული მიზეზების არარსებობის შემთხვევაში.
კვლევები
გამორიცხვის კლინიკური დიაგნოზი.
სარკოიდოზი
ნიშნები / სიმპტომები
ძნელია დიფერენცირება ფილტვის Mycobacterium avium კომპლექსისა და ჰიპერმგრძნობელობის პნევმონიტისგან
კვლევები
CXR-ზე ორმხრივი ჰილარული ლიმფადენოპათია; ფილტვის ბიოფსიით ვლინდება გრანულომატოზური ქსოვილი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას