მიდგომა

ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობის გაზრდისა და რეზისტენტობის შემცირების თვალსაზრისით, საჭიროა კომბინირებული მკურნალობის გამოყენება.

Mycobacterium avium კომპლექსი (MAC) ფილტვის დაავადება

Mycobacterium avium კომპლექსის ფილტვის დაავადებისთვის, მკურნალობის რეკომენდაციებში გათვალისწინებულია დაავადების სიმძიმე, აგრეთვე რენტგენოგრაფიული სურათი. კვანძოვანი ბრონქოექტაზიური დაავადების დროს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. რეკომენდებულია წყვეტილი მიღება- კლარითრომიცინი კვირაში სამჯერ ან აზითრომიცინი პლუს ეთამბუტოლი პლუს რიფამპიცინი ან რიფაბუტინი აზითრომიცინს აქვს ნაკლები წამალთაშორისი ურთიერთქმედება და შეიძლება უკეთესი ამტანობით ხასიათდებოდეს, ვიდრე კლარითრომიცინი. კავერნოზული დაავადებების დროს რეკომენდებული რეჟიმი მოიცავს იმავე მედიკამენტებს, მაგრამ უნდა დაინიშნოს ყოველდღიურად და არა კვირაში სამჯერადი რეჟიმით. გარდა ამისა, აშშ-ს ამჟამინდელი გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს პარენტერული ამიკაცინის ან სტრეპტომიცინის დამატებას თავდაპირველი 2-3 თვის განმავლობაში კავერნოზული ან პროგრესირებადი/მძიმე ბრონქოექტაზური ან მაკროლიდებისადმი რეზისტენტული Mycobacterium avium კომპლექსის ფილტვის დაავადების დროს. მათი მიღება შეიძლება კვირაში სამჯერ (ოტოტოქსიურობის რისკის გათვალისწინებით).[39][40]

პაციენტებს დასჭირდება მკურნალობა სანამ ნახველის კულტურები 12 თვის განმავლობაში არ იქნება უარყოფითი თანმიმდევრულად.[39]

ამიკაცინის ლიპოსომური ინჰალაციის დამატება რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომელთა გაიდლაინზე დაფუძნებული მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა მინიმუმ 6 თვიანი მკურნალობისა.[39]

ფილტვის რეზექცია (ლობექტომია/პნევმონექტომია) შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტებში, თუ გამოხატულია:

  • ადგილობრივი დაავადება, განსაკუთრებით ზედა წილის კავერნოზული დაზიანებები

  • 6 თვიანი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ, ნახველის კულტურა მაინც დადებითია

  • მედიკამენტურ თერაპიას ვერ აიტანენ პაციენტები.

ქირურგიული მაოკვეთა პრიორიტეტულია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ლოკალიზებული დაავადება და რომლებშიც მკურნალობა წარუმატებელი იყო ან ვინც ვერ აიტანა მედიაკმენტოზური მკურნალობა, იმ პირობით, რომ ქირურგიული გუნდი გამოცდილია ასეთ პროცედურებში.

MAC დისემინირებული დაავადება

კლარითრომიცინისა და ეთამბუტოლის კომბინაცია პირველი რიგის თერაპიაა. აზითრომიცინი შეიძლება ჩანაცვლდეს კლარითრომიცინით იმ შემთხვევებში, სადაც წამალთშორისი ურთიერთქმედება და/ან ტოლერანტობა პრობლემას წარმოადგენს. მძიმე იმუნოსუპრესიის (CD4 <50 უჯრ/მკ), მიკობაქტერიების მაღალი რაოდენობის ან უშედეგო ანტირეტროვირუსული თერაპიის შემთხვევაში, რიფაბუტინი შეიძლება დაემატოს, როგორც მესამე ან მეოთხე აგენტი. მესამე ან მეოთხე წამლის ვარიანტები შეიძლება შეიცავდეს რიფაბუტინს, ფთორქინოლონს (მაგ. ლევოფლოქსაცინი ან მოქსიფლოქსაცინი), ან ინექციური ამინოგლიკოზიდი (მაგალითად, ამიკაცინი ან სტრეპტომიცინი).[30]

სისტემურმა ფტორქინოლონურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, უნარშემზღუდველ და პოტენციურად ხანგრძლივი ან შეუქცევადი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება ): ტენდინოპათია/მყესების გაწყვეტა, გაგლეჯა, გახევა; პერიფერიული ნეიროპათია; ართროპათია/ართრალგია; აორტის ანევრიზმა და დისექცია; გულის სარქვლის რეგურგიტაცია; დისგლიკემია; და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ეფექტები, მათ შორის კრუნჩხვები, დეპრესია, ფსიქოზი და სუიციდური აზრები და ქცევა;[41]

  • დანიშნულების შეზღუდვები ვრცელდება ფტორქინოლონების გამოყენებაზე და ეს შეზღუდვები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნებს შორის. ზოგადად, ფტორქინოლონები უნდა შეიზღუდოს, გამოყენებული იქნას მხოლოდ სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციებისას. ზოგიერთმა მარეგულირებელმა სააგენტომ შეიძლება ასევე გირჩიოს მათი გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციისთვის, შეუსაბამოა (მაგ., რეზისტენტობა, უკუჩვენებები, მკურნალობის წარუმატებლობა, მიუწვდომლობა).

  • ვარგისიანობის/მიზანშეწონილობის, უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებსა და წამლების ფორმულარს.

მკურნალობა შეიძლება შეწყდეს 12 თვიანი კურსის შემდეგ იმ პაციენნტებში, რომელთაც MAC -ის ინფექციის თვალსაზრისით სიმპტომები არ აღენიშნებათ ან CD4 ლიმფოციტების რაოდენობა გაეზარდათ 100 უჯრ/მკ-ზე მეტად, 6 თვის განმავლობაში.

აივ-ინფიცირებული პაციენტები საჭიროებენ ეფექტურ ანტირეტროვირუსულ თერაპიას.

აუცილებელია ყურადღება მიექცეს ანტირეტროვირუსული მედიკამენტების წამალთშორის უერთიერთქმედებას, განსაკუთრებით, პროტეაზას ინჰიბიტორებს, უკუტრანსკტიპტაზას არანუკლეოზიდურ ინჰიბიტორებსა და რიფამიცინებს (რიფაბუტინი და რიფამპიცინი) შორის.[30]

MAC ლიმფადენიტი

მკურნალობა დაზიანებული ლიმფური კვანძის მყისიერ ქირურგიულ ამოკვეთას მოიცავს. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ექსტენსიურია ან არ რეაგირებს ქირურგიულ ამოკვეთაზე, ანტიმიკობაქტერიული მკურნალობა შეიძლება დაიწყოს.[29]

MAC ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი

ბევრისთვის ცხელი აბაზანების არიდება პრევენციის ადექვატური მეთოდია.

4-8 კვირის განმავლობაში ნელ-ნელა შემცირებადი პრედნიზოლონი არჩევის პრეპარატია. ანტიმიკობაქტერიული მედიკამენტები შეიძლება საჭირო გახდეს ექსტენსიური დაავადების და პროგრესირებადი სიმპტომების შემთხვევაში, თუმცა მათი გამოყენების შესახებ ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა.[29]

მაკროლიდებისადმი რეზისტენტული MAC

მაკროლიდისადმი რეზისტენტული MAC დაავადების მკურნალობა კომპლექსურია, ხოლო თერაპიის დაწყებამდე საჭიროა MAC თერაპიაში გამოცდილი სპეციალისტის კონსულტაცია. გაიდლაინების მიხედვით დამატებითი აგენტების გამოყენებამ სპეციალისტთან მისვლამდე, შეიძლება დააზიანოს პაციენტის შანსი ოპტიმალური თერაპიული რეაგირებისთვის; შესაბამისად, მნიშვნელოვანია სასწრაფო გადაცემა.[39]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას