ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ფილტვის ფონური დაავადება
ფილტვისმიერი MAI, როგორც წესი, ფილტვის დაავადებების - გადატანილი ტუბერკულოზის, ბრონქიექტაზიის, სიმსივნის, სილიკოზისა და ცისტური ფიბროზის ანამნეზის მქონე პირებში ვითარდება
ქრონიკული პროდუქტიული ხველა
გვხვდება უმეტეს პაციენტებში ფილტვის Mycobacterium avium კომპლექსით ან ჰიპერმგრძნობელობის პნევმონიტით.
ქოშინი
ფილტვისმიერი MAC -ის ან ჰიპერსენსიტიური პმევმონიტის მქონე პაიენტთა უმრავლესობაში გვხვდება.
წონაში კლება
გვხვდება პაციენტთა უმრავლესობაში, განსაკუთრებით აივ ინფექციასთან ასოცირებული დისემინირებული დაავადებების დროს.
დაღლილობა
გვხვდება პაციენტთა უმრავლესობაში, განსაკუთრებით აივ ინფექციასთან ასოცირებული დისემინირებული დაავადებების დროს.
ცხელება
ვითარდება Mycobacterium avium კომპლექსის ინფექციით დაავადებულ პაციენტთა უმეტესობაში, განსაკუთრებით აივ-თან დაკავშირებული დისემინირებული (გავრცობილი) დაავადების დროს.
ლიმფადენოპათია
კისრის ლიმფადენოპათია პირველ რიგში აღინიშნება მცირეწლოვან ბავშვებში.[34] შუასაყარის ლიმფადენოპათია შეიძლება გამოვლინდეს ფილტვის Mycobacterium avium კომპლექსის (MAC) დაავადების დროს. ინტრაბდომინალური ლიმფადენოპათია ხშირად დისემინირებული MAC დაავადების კომპონენტია. ლიმფადენოპათია, ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს იმუნიტეტის აღდგენისა და ანთებით სინდრომის ფონზე.
იშვიათი
შესუსტებული იმუნიტეტით
აივ ინფექცია ან ზოგადად სხვა მძიმე იმუნოსუპრესიული მდგომარეობები, ლეიკემია, ლიმფომა, ორგანოთა ტრანსპლანტაცია ან სხვა იმუნოსუპრესული თერაპიები.
ცხელი აბაზანები
პნევმონიტის ანამნეზისა და რადიოგრაფული ნიშნების მქონე პაციენტებში აუცილებელია დადგინდეს ცხელი აბაზანის გამოყენების შემთხვევები.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
5 წლამდე ასაკი
კისრის ლიმფადენიტი ძირითადად ბავშვებში ვითარდება (საშუალო ასაკი 2.8 წელი)[33]
შუახნის ან ხანდაზმული ასაკი
ფილტვის Mycobacterium avium კომპლექსით უპირატესად ავადდებიან შუახნის ან უფროსი ასაკის პირები.
ღამის ოფლიანობა
შეიძლება გამოვლინდეს ცხელებასთან ერთად პაციენტებში ქვემწვავე Mycobacterium avium კომპლექსით.
მუცლის ტკივილი
შეიძლება მოხდეს პაციენტებში დისემინირებული (გავრცობილი) Mycobacterium avium კომპლექსით.
დიარეა
შეიძლება მოხდეს პაციენტებში დისემინირებული (გავრცობილი) Mycobacterium avium კომპლექსით.
ხიხინი/ტკაცუნი
ეს შედეგები ძალიან არასპეციფიკურია და შეიძლება მიუთითებდეს ფილტვის ძირითად დაავადებაზე ან ფილტვის Mycobacterium avium კომპლექსს.
ჰეპატომეგალია.
ასოცირებულია დისემინირებულ Mycobacterium avium კომპლექსთან, განსაკუთრებით აივ-ით დაავადებულ პაციენტებთან.
სპლენომეგალია
ასოცირებულია დისემინირებულ Mycobacterium avium კომპლექსთან, განსაკუთრებით აივ-ით დაავადებულ პაციენტებთან.
იშვიათი
სხეულის თხელი აგებულება
პოსტმენოპაუზურ ქალებში კვანძოვანი/ბრონქოექტაზიური Mycobacterium avium კომპლექსით.
მეწაღის გულმკერდი
პოსტმენოპაუზურ ქალებში კვანძოვანი/ბრონქოექტაზიური Mycobacterium avium კომპლექსით.
სქოლიოზი
პოსტმენოპაუზურ ქალებში კვანძოვანი/ბრონქოექტაზიური Mycobacterium avium კომპლექსით.
სისტოლური ტკაცუნი ან შუილი
მიტრალური სარქვლის პროლაფსი ასოცირდება კვანძოვან/ბრონქოექტატურ Mycobacterium avium კომპლექსთან პოსტმენოპაუზურ ქალებში.
რისკფაქტორები
ძლიერი
ფილტვის ფონური დაავადებები
როგორებიცაა გადატანილი ტუბერკულოზი, ფქოდ, ცისტური ფიბროზი, ბრონქოექტაზია, ავთვისებიანი სიმსივნე ან პნევმოკონიოზი.[3][11][27]
ითვლება, რომ Mycobacterium avium კომპლექსი (MAC) განაწყობს დაავადებიადმი ფილტვის კლირენსის მექანიზმებში ჩარევით. თუმცა ასეთი სპეციფიკური დეფექტები ვერ იქნა გამოვლენილი.
დაკავშირებულია MAC ინფექციის ერთ-ერთ ტიპთან, რომელიც ფილტვების კავერნოზულ დაავადებას იწვევს.
აივ/შიდსი
ძირითად რისკფაქტორს CD4 უჯრედების <50 უჯრ/მლ რაოდენობა წარმოადგენს.
ასხვა ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია გავრცელებულ Mycobacterium avium კომპლექსის (MAC) დაავადებასთან აივ ინფიცირებულ პაციენტებში, მოიცავს პლაზმაში აივ-1 რნმ-ის მაღალ დონეს (>100000 ასლი/მლ), წინა ოპორტუნისტულ ინფექციებს (განსაკუთრებით ციტომეგალოვირუსის დაავადება) და წინა კოლონიზაციას სასუნთქი ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტი MAC-ით.[5]
მძიმე იმუნოსუპრესია
ლეიკემიის, ლიმფომის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის ან სხვა იმუნოსუპრესული თერაპიის შედეგად.[29]
სუსტი
მოწევა
ვასოცირებულია ფილტვის Mycobacterium avium კომპლექსის განვითარებასთან.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
ვასოცირებულია ფილტვის Mycobacterium avium კომპლექსის განვითარებასთან.
ხანდაზმული ასაკი
ხანდაზმულ მწეველ მამაკაცებს აქვთ, Mycobacterium avium კომპლექსით გამოწვეული, ფილტვის კავიტაციური დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი .
მენოპაუზის მქონე, არამწეველი ქალები, რომელთაც არ აღენიშნებათ ფილტვის ფონური დაავადება ან იმუნოსუპრესია, უფრო მიდრეკილნი არიან განუვითარდეთ შუა ფილტვის კვანძოვანი ბრონქოექტაზიური დაავადება (შუა ფილტვის სინდრომი/ლედი. ვინდერმერის სინდრომი).[28]
ცხელი აბაზანები
აღწერილი ჰიპერმგრძნობელობის პნევმონიტი, გამოწვეული აეროზოლირებული Mycobacterium avium კომპლექსის ზემოქმედების შედეგად დახურულ ჰიდრომასაჟურ აბაზანებში (ფილტვის ჰიდრომასაჟური აბაზანა).[6]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას