ეპიდემიოლოგია

არატუბერკულოზური მიკობაქტერიული (NTM) ინფექციების გავრცელება, მათ შორის გამოწვეული Mycobacterium avium კომპლექსით (MAC), ძნელია შეფასდეს, რადგან უმეტეს ქვეყნებში ისინი არ წარმოადგენენ შეტყობინებად დაავადებებს და არ არსებობს სისტემატური მეთვალყურეობისა და ანგარიშგების მექანიზმები. გარდა ამისა, მათი დიაგნოზი და კულტურაში მათი იდენტიფიკაციის მნიშვნელობა ყოველთვის არ არის მარტივი. შედეგად, არ არის ხელმისაწვდომი NTM ინფექციების დაავადებიანობისა და პრევალენტობის (გავრცელების) სანდო და ზუსტი შეფასებები. არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ იზრდება NTM (და MAC) ინფექციის რიცხვი და დაავადებიანობა, თუმცა, უცნობია არის თუ არა ეს დაავადების ტვირთის ჭეშმარიტი მატების ან უფრო სწორად გაზრდილი ინფორმირებულობის, გაუმჯობესებული დიაგნოსტიკის ან მასპინძლის წინასწარგანწყობის ფაქტორების ზრდის მაჩვენებელი.[7][8][9][10]

Mycobacterium avium კომპლექსით გამოწვეული ლიმფადენიტი ბავშვების დაავადებად ითვლება და ყოველწლიურად დაახლოებით 300 შემთხვევა ფიქსირდება აშშ-ში.[11][12]

ჯანსაღი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში MAC (Mycobacterium avium)იშვიათად იწვევს დაავადებას. თუმცა, აივ ინფიცირებულ პირებში, MAC შეიძლება ფართოდ გავრცელდეს მთელ ორგანიზმში და თითქმის ყველა ორგანო დააზიანოს (განსაკუთრებით, ღვიძლი, ელენთა და ძვლის ტვინი). კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპიის ხელმისაწვდომობამდე, დისემინირებული MAC აღინიშნებოდა შიდსით დაავადებული ადამიანების 20%-დან 40%-მდე.[13] კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპიის შემოღებიდან, MAC -ის ინციდენტობა მნიშვნელოვნად შემცირდა აივ ინფიცირებულ პაციენტებში.[14]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას