მიდგომა
Mycobacterium avium კომპლექსის (MAC) კლინიკური სურათი იცვლება ინფექციის ადგილისა და პაციენტის მახასიათებლების მიხედვით. დიაგნოზი შეიძლება დადასტურდეს რენდგენოლოგიური მეთოდით და ნიმუშების მიკრობიოლოგიური კვლევებით (ნახველის ან სისხლის . უფრო ინვაზიური პროცედურები, როგორებიცაა ბიოფსია და ძვლის ტვინის ასპირაცია, მხოლოდ სპეციფიკურ შემთხვევებში გამოიყენება.
ფილტვის MAC
MAC -ის ფილტვის დაავადების დამადასტურებელი სიმპტომებია ხველა, დაღლილობა, ცხელება და წონაში კლება, განსაკუთრებით ფილტვის ფონური დაავადების მქონე პირებში, რომლებშიც ალტერნატიული დიაგნოზი ვერ დადგინდა და სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპიაც უშედეგო აღმოჩნდა.[29]
ფილტვის MAC დაავადების ერთ-ერთი ფორმა ქვემწვავე/ქრონიკული ავადმყოფობის სახით ვლინდება, თანდართული პროდუქტიული ხველით, წონაში კლებით, ცხელებით ან ღამის ოფლიანობით, შუახნის ან ხანდაზმულ მამაკაცებში, რომელთაც ანამნეზში ფილტვის ფონური დაავადების, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება აღენიშნებათ.
დაავადების მეორე ფორმა ვლინდება უფრო დუნედ მიმდინარე კლინიკური სურათით და ძირითადად შუახნის ან ხანდაზულ ქალებში გვხვდება, რომელთაც ფიტლვის დაავადების ანამნეზი არ აღენიშნებათ. აღნიშნულ პაციენტებში გამოხატულია ქრონიკული ხველა, თუმცა სისტემური სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება ან წონაში კლება არ აღინიშება. დამახასიათებელი მორფოტიპი- გამხდარი თანდართული სქოლიოზითა და მეწაღის გულმკერდით. აგრეთვე, ხშირად დაკავშირებულია მიტრალური სარქვლის პროლაფსთან.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ჩატარდეს გულმკერდის რენდგენოგრაფია და შესაძლებლობის შემთხვევაში შეედაროს წინა რენტგენს. გამოსახულებაზე ინფილტრატები (კვანძებით ან მათ გარეშე), მრავლობითი კვანძები ან კავერნები MAC-ზე მიუთითებს.
პათოლოგიური გულმკერდის რენდგენოგრაფიის შემთხვევაში, მაგრამ კავიტაციის გარეშე, საჭიროა მაღალი რეზოლუციის კტ კვლევის ჩატარება (HRCT). აღნიშულ კვლევაზე შეიძლება გამოვლინდეს მცირე ზომის კვანძები და მრავალკეროვანი ბრონქოექტაზია, თანდართული კვანძებით ან მათ გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური და რადიოგრაფული ნიშნები მოცემულ დიაგნოზზე მიუთითებს, საჭიროა ნახველის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა.
ბრონქოსკოპია, ფილტვის ბიოფსია და ბრონქული ლავაჟი ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ ნახველის კულტურალური კვლევა არაინფორმატიულია დიაგნოსტიკისთვის.
დისემინირებული MAC
აივ ინფექციის ან ზოგადად მძიმე იმუნოსუპრესიის, ლეიკემიის, ლიმფომის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის და სხვა იმუნოსუპრესიული თერაპიის ანამნეზი. ვლინდება ფებრილური ავადმყოფობის სახით, თანდართული ცხელებით, დაღლილობით, მუცლის ტკივილითა და დიარეით.[17] ფიზიკური გამოკვლევისას ჰეპატომეგალია და/ან სპლენომეგალია შეიძლება იყოს გამოხატული.
თავდაპირველად უნდა ჩატარდეს .სისხლის ტესტირება სისხლის სრული ანალიზით, ღვიძლის ფუნქციური ტესტით და კულტურა. 200 უჯრ/მკ-ზე ნაკლები CD4 უჯრედების რაოდენობის მქონე აივ ინფიცირებულ პირებში დადებითი კულტურა 1+ ზრდით საკმარისია დიაგნოზის დასასმელად.[29] ძვლის ტვინის ასპირაცია და კულტურა ინფორმატიულია აივ ინფექციასთან ასოცირებული MAC-ის დაავადების დროს და უფრო სწრაფად იძლევა შედეგებს.
სისხლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია იმედის მომცემი ტესტია MAC-ის განსასაზღვრად, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი რუტინულად კლინიკური გამოყენებისთვის.[32]
კისრის ლიმფადენოპათია
ძირითადად ბავშვებში გვხვდება, შემთხვევათა უმეტესობა 1-დან 5 წლამდე ვითარდება. ხასიათდება ქვემწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობით და ხშირად თან ახლავს კისრისა და სახის გადიდებული ლიმფური კვანძები, თანდართული კონსტიტუციური (სისტემური) სიმპტომებითა და ცხელებით.[33][34] .როგორც წესი, ცალმხრივია. დაავადების პოტენციური გართულებებია პროცესის ექსტრანოდალური გავრცელება და სინურუსი გზების ფორმირება.[35]
აუცილებელია ჩატარდეს ლიმფური კვანძების ბიოფსია, რის შედეგადაც ვლინდება გრანულომები. აგრეთვე საჭიროა დაითესოს MAC კულტურა.
ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი
ჰიპერსენსიტიური პნევმონიტის ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ჰიდრომასაჟურ აბაზანის გამოყენებასთან და გამოწვეულია MAC ინფექციით, ჩვეულებრივ უწოდებენ "ჰიდრომასაჟური აბაზანის ფილტვებს". ყველაზე ხშირი სიმპტომებია ხველა და დისპნოე, რომლებიც ჰიდრომასაჟური აბაზანების გამოყენებიდან გარკვეულ დროში ვითარდება.[36] სიმპტომებს შეიძლება დამატებით თან ახლდეს ცხელება.
თავდაპირველად რეკომენდებულია ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია, შემდგომი HRCT-ით იმ შემთხვევაში, თუ გულ-მკერდის რენტგენზე ინტერსიტიციული ან მიკრო-კვანძოვანი ინფილტრატებია გამოხატული. HRCT ავლენს დიფუზურ ცენტრილობულურ კვანძებს და/ან დაბურული მინის შესახედაობის ინფილტრატებს.
რეკომენდებულია ნახველის კულტურისა და ცხელი აბაზანის წყლის ნიმუშების გამოკლევა.
ბრონქოსკოპია, ფილტვის ბიოფსია და ბრონქული ლავაჟი ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ ნახველის კულტურალური კვლევა არაინფორმატიულია. ჰისტოლოგიურად ვლინდება არაკაზეოზური გრანულომები.[37]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას