შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
თამბაქოს (30 კოლოფი/წელიწადში) და ალკოჰოლის ჟარბი მოხმარების ანამნეზის მქონე 58 წლის თეთრკანიან მამაკაცს აღენიშნება პროდუქტიული ხველის, წონაში კლების, ცხელებისა და ღამის ოფლიანობის 6 თვიანი ანამნეზი. პაციენტი უარყოფს გარშემომყოფ პირებში ავადობის ან ახლო წარსულში უცხო ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევებს. გასინჯვისას, პაციენტი კახექსიურია, თუმცა აშკარა დისტრესი არ შეიმჩნევა. გულმკერდის აუსკულტაციისას ისმინება ხიხინი მარცხენა ფილტვის ზედა-უკანა წილში. ლიმფადენოპათია არ აღინიშნება.
შემთხვევის ანამნეზი #2
არამწეველ 65 წლის თეთრკანიან ქალბატონს აღენიშნება ხველის 2 წლიანი ანამნეზი. იგი უარყოფს წონის კლებას, ცხელებას ან ღამის ოფლიანობას. ფილტვის დაავადების ანამნეზი არ აქვს. გასინჯვისას შეინიშნება, რომ პაციენტი ძალიან გამხდარია და აღენიშნება თანდართული სქოლიოზი და მეწაღის გულმკერდი. ფილტვის აუსკულტაციით ისმინება ხიხინი მარჯვენა შუა წილზე.
სხვა გამოვლინებები
ლიმფადენიტი გამოწვეული Mycobacterium avium კომპლექსი (MAC), ძირითადად გვხვდება ბავშვებში და ვლინდება ცალმხრივი კისრის ლიმფადენოპათით. აივ ინფიცირებულ პირებში MAC ვითარდება მძიმე იმუნოსუპრესიის დროს, რასაც მოწმობს CD4 უჯრედების რაოდენობ <50 უჯრ/მლ. იმუნოკომპეტენტურ პირებში განვითარებული ფილტვის დაავადებისა და კისრის ლიმფადენოპათიისგან განსხვავებით, დაბალი CD4-ის პირობებში MAI ვლინდება სისტემური ფებრილური დაავადების სახით, თანდართული ოფლიანობით, დაღლილობით, მუცლის ტკივილით, დიარეით და შედარებით მცირე რაოდენობის კეროვანი ვვლიებებით. ფიზიკური გამოკვლევისას ჰეპატომეგალია და/ან სპლენომეგალია შეიძლება იყოს გამოხატული. მაშინ როდესაც ინტრააბდომინური ადენოპათია ხშირად გვხვდება გამომსახველობითი გამოკლვევებისას, ფიზიკური გასინჯვისას პერიფერიული ლიმფადენოპათია დაავადების იშვიათი ნიშანია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას