კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
ანემიის ან ლიმფოციტოპენიის გამოსავლენად. ხშირი შემხთვევა დისემინირებულ Mycobacterium avium კომპლექსში.[17]
შედეგი
დაბალი ჰემოგლობინი (Hb); CD4 შემცირებული რაოდენობა
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
რომ განისაზღვროს ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე ხშირად შემხვედრი კლინიკური სურათი დისემინირებულ Mycobacterium avium complex-ის დროს.[17]
შედეგი
მომატებული ტუტე ფოსფატაზა
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
აუცილებელია სურათის წინა რენტგენთან შედარება (თუ შესაძლებელია), პროგრესიის განსასაზღვრად.
შედეგი
თხელკედლიანი კავერნოზული დაზიანებები ძირითადად ზედა წილებში ვითარდება; კვანძები და ბრონქოექტაზიური ცვლილებები კი შუა ან ქვედა წილებში
ნახველის დათესვა
ტესტი
ნახველის დადებითი კულტურები ყოველთვის არ მიუთითებს Mycobacterium avium complex (MAC) ფილტვის დაავადებაზე კლინიკური სურათის შეფასებისა და რადიოგრაფული კვლევების შემდეგ დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება.
დადებითი შედეგები შეიძლება მხოლოდ კოლონიზაციას ასახავდეს.
შედეგი
დადებითია MAC-ის ზრდისთვის
სისხლის კულტურა
ტესტი
აივ ინფექციასთან ასოცირებული დისემინირებული Mycobacterium avium კომპლექსში (MAC), სისხლის კულტურები საკმაოდ ინფორმატიული დიაგნოზის დასადგენად. დიაგნოსტირებისთვის სისხლის კულტურის ერთეული ნიმუშის სენსიტიურობა 90%-95% შეადგენს; სისხლის 2 ნიმუშის კულტურა კი 99%-იანი სენსიტიურობით ხასიათდება.[38]
შედეგი
დადებითია MAC-ის ზრდისთვის
გასათვალისწინებელი კვლევები
მაღალი რეზოლუციის კტ კვლევა (HRCT)
ტესტი
გულმკერდის პათოლოგიური რენტგენი, თუმცა კავიტაციის გარეშე, HRCT კვლევის ჩვენებაა.
შედეგი
ზედა წილების თხელკედლიანი კავერნები; მრავლობითი, პერიფერული კვანძები ბრონქოვასკულურ ხის გასწვრივ ('დატოტვილი ხე'); ცილინდრული ბრონქოექტაზიური ცვლილებები
ძვლის ტვინის ასპირატი კულტურისთვის
ტესტი
შესაძლოა საჭირო გახდეს Mycobacterium avium კომპლექსის (MAC) სავარაუდო გავრცელების შემთხვევაში, თუ სისხლის კულტურა არ იძლევა დიაგნოსტიკურ შედეგს.
შედეგი
დადებითია MAC-ის ზრდისთვის
ბრონქოსკოპია/ბრონქული ლავაჟი
ტესტი
შეიძლება საჭირო გახდეს რადიოგრაფული ცვლილებების მქონე პაციენტებში, რომელთა ნახველის კულტურაც არადიაგნოსტიკურია.
შედეგი
პოზტიურია Mycobacterium avium კომპლექსის ზრდისთვის
ფილტვის ბიოფსია
ტესტი
შეიძლება საჭირო გახდეს რადიოგრაფული ცვლილებების მქონე პაციენტებში, რომელთა ნახველის კულტურაც არადიაგნოსტიკურია.
შედეგი
გრანულომები; ცენტრილობულური და ბრონქიოცენტრული განაწილება ჰიპერსენსიტიური პნევმონიტის შემთხვევაში; კულტურა დადებითია Mycobacterium avium კომპლექსის ზრდისთვის
ლიმფური კვანძების ბიოფსია
ტესტი
შეიძლება საჭირო გახდეს ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ კისრის ლიმფადენოპათია.
შედეგი
გრანულომები; კულტურა დადებითია Mycobacterium avium კომპლექსის ზრდისთვის
ახალი ტესტები
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია
ტესტი
დისემინირებული MAC ინფექციის დროს საიმედო ტესტია Mycobacterium avium კომპლექსის (MAC) პირდაპირ სისხლში იდენტიფიცრებისთვის.
შედეგი
დნმ-ის იდენტიფიცირება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას