კრიტერიუმები

ფილტვის დაავადების დიაგნოსტირებისთვის საჭიროა სამივე კრიტერიუმის - კლინიკური, რადიოგრაფული და ბაქტერიოლოგიუირი ნიშნები.[29]

1. კლინიკური კრიტერიუმები

  • რესპირატორული სიმპტომები, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს დამატებითი კონსტიტუციური ნიშნები და სიმპტომები (ხველა, დაღლილობა, ცხელება, წონის დაკლება, ჰემოფტიზი)

  • სხვა დაავადებების (მაგალითად, ტუბერკულოზი, კიბო, ჰისტოპლაზმოზი) გონივრული გამორიცხვა მდგომარეობის ახსნის მიზნით.

2. რადიოგრაფული კრიტერიუმები

  • გულმკერდის რენტგენოგრამაზე კვანძოვანი ან კავერნოზული დაჩრდილვები, ან

  • ბრონქოექტაზიები მრავლობითი მცირე კვანძებით მაღალი გამოსახულებით კომპიუტერული ტომოგრაფიაზე.

3. მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები

კულტურის დადებითი შედეგები

  • სულ ცოტა ორი სხვადასხვა ამოხველებული ნახველის ნიმუში, ან

  • სულ ცოტა ერთი ბრონქული ამონარეცხი ან ლავაჟი, ან

  • ფილტვის ტრანსბრონქული ან სხვა ბიოფსია გრანულომატოზური ანთებით ან მჟავაგამძლე ბაცილების შეღებვით, ბიოფსიით ან ნახველიდან/ბრონქული ლავაჟიდან მიღებული არატუბერკულოზურ მიკობაქტერიაზე (NTM) დადებითი კულტურით, ან

  • ჩვეულებრივ სტერილური ექსტრაპულმონური ადგილიდან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას