პროგნოზი

კრიპტოკოკული მენინგიტი

აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის ცუდი პროგნოზის ყველაზე მნიშვნელოვანი მარკერებია შეცვლილი მენტალური სტატუსი დაავადების გამოვლინებისას და მიკროორგანიზმებით მაღალი დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თავზურგტვინის სითხის რაოდენობრივი კულტურით ან ანტიგენის ტიტრით.[87] ცუდ გამოსავალთან ასევე ასოცირდება თზტ სითხეში ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა და თზტ სითხის "გახსნის" წნევის მატება. სიკვდილობა არა-აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის დროს დაკავშირებულია თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან, ღვიძლის უკმარისობასთან ან ჰემატოლოგიურ ავთვისებიან სიმსივნეებთან, თავის ტკივილისა და დარღვეული მენტალური სტატუსის გარეშე.[59]

კრიპტოკოკური მენინგიტით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი მაღალი რჩება; აშშ-ის ბოლო დიდი კვლევის დროს 10 კვირიანი სიკვდილობა დაახლოებით 10%-ს შეადგენდა.[57] პაციენტების ცუდი შერჩევის დროს სიკვდილიანობა უფრო მაღალია 26%-მდე. 10 კვირიანი სიკვდილობა აფრიკისა და აზიის კვლევებში, სადაც ამფოტერიცინი-B თერაპია ხელმისაწვდომი იყო, შეადგენდა 20-40-%-ს.[87][117][118] აივ-ინფიცირებულ პაციენტებში კრიპტოკოკური მენინგიტი რჩება სიკვდილის წამყვან მიზეზად განსაკუთრებით ტაილანდში, უგანდაში, მალავისა და სამხრეთ აფრიკაში, სავარაუდო სიკვდილობის რისკი მე-2 კვირაზე 17%-ია, ხოლო მე-10 კვირაზე 34%.[19]

კრიპტოკოკური მენინგიტის შემდეგ ხშირია ქრონიკული ნეიროფსიქიატრიული ნარჩენი მოვლენები, რაც დაკავშირებულია ტვინის გამოსახველობითი პარამეტრების ცვლილებასთან.[119]

ჰისტოპლაზმური მენინგიტი

პაციენტთა დაახლოებით 20%-ში საწყისი მკურნალობა არაეფექტურია და დაახლოებით 40%-ში შეიძლება განვითარდეს რეციდივი.[27]

კოკციდიოიდური მენინგიტი

სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობაში წინსვლის მიუხედავად კოქციდიოიდური მენინგიტით ავადობა და სიკვდილობა მაღალი რჩება, სიკვდილობა დაახლოებით 30%-მდეა.[11] ვიანაიდან რეციდივის რისკი მაღალია, თუ თერაპია შეწყდა, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე.[120]

კანდიდური მენინგიტი:

კანდიდური მენინგიტის პროგნოზი დამოკიდებულია რისკჯგუფზე, ხოლო სიკვდილობის მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს 10%-დან ნეიროქირუგიულ პაციენტებში, დაახლოებით 30%-მდე აივ-ინფიცირებულ პაციენტებში.[42][64] კანდიდური მენინგიტის მქონე დღენაკლულ ჩვილებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით სიკვდილობის და ნეიროგანვითარებითი უნარშეზღუდვის მაჩვენებელი მაღალია: 60% vs. 28%.[121]

ასპერგილური მენინგიტი

ასპერგილური მენინგიტის დიაგნოსტიკა რთულია, ფატალური შემთხვევების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ია; სპეციფიკური დიაგნოზის დროს სიცოცხლის პერსპექტივა უფრო მაღალია იმუნოკომპეტენტური პაციენტებში.[45]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას