ზოგადად, სოკოვანი პათოგენების ექსპოზიციის თავიდან აცილება არარეალურია, თუმცა ისეთი გარემოებების შემცირება, რომლებიც ინფექციურ აგენტებთან ხანგრძლივ ექსპოზიციას იწვევს (კონტაქტი მტრედის ექსკრეტებთან [cryptococcus neoformans] ან ენდემურ რეგიონებში მიწებთან [Cryptococcus immitis, Histoplasma capsulatum]) შესაძლებელია, განსაკუთრებით იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში.
ანტირეტროვირუსული თერაპია
აივ ინფიცირებულ პაციენტებში ადრეულმა და ეფექტურმა ანტირეტროვირუსულმა მკურნალობამ შეიძლება მოახდინოს სოკოვანი მენინგიტის პრევენცია.
ანტირეტროვირუსული თერაპია ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკაა აივ-ასოცირებული კრიპტოკოკული დაავადების საპრევენციოდ.
სოკოს საწინააღმდეგო თერაპია
შორსწასული აივ ინფექციის მქონე პაციენტები, რომელთაც CD4 უჯრედების რაოდენობა აქვთ <100 უჯრედი/მიკროლიტრზე და დადებითია კრიპტოკოკის ანტიგენი, ექვემდებარებიან მკურნალობას ემპირიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპიით, რათა ინვაზიური კრიპტოკოკოზის პრევენცია მოხდეს ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებამდე ან გაგრძელებამდე.[67]World Health Organization. Guidelines for diagnosing, preventing and managing cryptococcal disease among adults, adolescents and children living with HIV. June 2022 [internet publication].
https://www.who.int/publications/i/item/9789240052178
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35797432?tool=bestpractice.com
[68]National Institutes of Health, Centers for Disease Control and Prevention, HIV Medicine Association of the Infectious Disease Society of America. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV. September 2022 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections
სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა შეიძლება განიხილებოდეს CD4 უჯრედების რაოდენობის უფრო მაღალ მაჩვენებელზეც- <200 უჯრედი/მიკროლიტრი.[67]World Health Organization. Guidelines for diagnosing, preventing and managing cryptococcal disease among adults, adolescents and children living with HIV. June 2022 [internet publication].
https://www.who.int/publications/i/item/9789240052178
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35797432?tool=bestpractice.com
მიუხედავად იმისა, რომ სოკოს საწინააღმდეგო პირველადი პროფილაქტიკა ფლუკონაზოლით ან იტრაკონაზოლით ამცირებს კრიპტოკოკით გამოწვეული მენინგიტის სიხშირეს პროგრესირებადი აივ დაავადების მქონე პაციენტებში, ეფექტი უცნობია ზოგად სიკვდილობაზე.[69]Awotiwon AA, Johnson S, Rutherford GW, et al. Primary antifungal prophylaxis for cryptococcal disease in HIV-positive people. Cochrane Database Syst Rev. 2018 Aug 29;(8):CD004773.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD004773.pub3/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30156270?tool=bestpractice.com
[
]
What are the effects of primary antifungal prophylaxis for cryptococcosis in HIV‐positive people?/cca.html?targetUrl=https://www.cochranelibrary.com/cca/doi/10.1002/cca.2297/fullსწორი პასუხის ჩვენება იმ პირობებში, სადაც ანტიგენის სკრინინგი მიუწვდომელია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ფლუკონაზოლის პირველადი პროფილაქტიკის დაწყებას აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანებში და როდესაცCD4-ის რაოდენობა არის <100 უჯრედი/მმ³.[67]World Health Organization. Guidelines for diagnosing, preventing and managing cryptococcal disease among adults, adolescents and children living with HIV. June 2022 [internet publication].
https://www.who.int/publications/i/item/9789240052178
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35797432?tool=bestpractice.com
ჰისტოპლაზმოზის პროფილაქტიკა იტრაკონაზოლით რეკომენდებულია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებთანაც CD4 უჯრედების რაოდენობა არის <150 უჯრედი/მლ-ზე და რომლებიც იმყოფებიან პროფესიული ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ ან ცხოვრობენ ენდემურ რეგიონში, სადაც დაავადების სიხშირე აღემატება წელიწადში 10 შემთხვევას ყოველ 100 პაციენტზე.[68]National Institutes of Health, Centers for Disease Control and Prevention, HIV Medicine Association of the Infectious Disease Society of America. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV. September 2022 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections
პროფილაქტიკა იტრაკონაზოლით შეიძლება სარგებლიანი იყოს კონკრეტულ შემთხვევებში, იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში, მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს ან იმუნოსუპრესიული თერაპიის (მაგ. კორტიკოსტეროიდების) ფონზე.
აივ-დადებითი პაციენტებისთვის, რომლებიც კოქციდიოიდის ენდემურ რეგიონში ცხოვრობენ, პირველადი სოკოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული პრევენციისთვის.[70]Galgiani JN, Ampel NM, Blair JE, et al. 2016 Infectious Diseases Society of America (IDSA) clinical practice guideline for the treatment of coccidioidomycosis. Clin Infect Dis. 2016 Sep 15;63(6):e112-46.
https://academic.oup.com/cid/article/63/6/e112/2389093
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27470238?tool=bestpractice.com
თუმცა, ფლუკონაზოლით პროფილაქტიკა რეკომენდებულია ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქტიური კოქციდიოიდომიკოზი არ აქვთ, მაგრამ ენდემურ რეგიონში ცხოვრობენ.[70]Galgiani JN, Ampel NM, Blair JE, et al. 2016 Infectious Diseases Society of America (IDSA) clinical practice guideline for the treatment of coccidioidomycosis. Clin Infect Dis. 2016 Sep 15;63(6):e112-46.
https://academic.oup.com/cid/article/63/6/e112/2389093
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27470238?tool=bestpractice.com
პირველადი პროფილაქტიკა ინვაზიური კანდიდოზის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია შერჩევით მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში.[71]Pappas PG, Kauffman CA, Andes DR, et al. Clinical practice guideline for the management of candidiasis: 2016 update by the Infectious Diseases Society of America. Clin Infect Dis. 2016 Feb 15;62(4):e1-50.
https://academic.oup.com/cid/article/62/4/e1/2462830
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26679628?tool=bestpractice.com
პირველადი პროფილაქტიკა შეიძლება ნაჩვენები იყოს პაციენტებში გახანგრძლივებული ნეიტროპენიით, მაღალი რისკის ძვლის ტვინის ან სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში და ინტენსიური თერაპიის შერჩევით პაციენტებში, სადაც მაღალია ამ დაავადების სიხშირე. ამ შემთხვევაში გამოიყენება ფლუკონაზოლი და აზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ობის სოკოს საწინააღმდეგო დამატებითი აქტივობით. ძალიან მცირე დაბადების წონის ჩვილებში (<1,5 კგ), ნეონატალური სოკოვანი ინფექციების პრევენციისთვის ეფექტურ პრაქტიკად ითვლება ქემოპროფილაქტიკა ფლუკონაზოლით და პერორული ნისტატინით.[72]Blyth CC, Barzi F, Hale K, Isaacs D. Chemoprophylaxis of neonatal fungal infections in very low birthweight infants: efficacy and safety of fluconazole and nystatin. J Paediatr Child Health. 2012 Sep;48(9):846-51.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22970680?tool=bestpractice.com
[
]
What are the benefits and harms of systemic prophylactic antifungal agents to prevent invasive fungal infection in very low birth weight infants?/cca.html?targetUrl=https://cochranelibrary.com/cca/doi/10.1002/cca.1163/fullსწორი პასუხის ჩვენება
[
]
What are the benefits and harms of prophylactic oral antifungal agents to prevent invasive fungal infection in very low birth weight infants?/cca.html?targetUrl=https://cochranelibrary.com/cca/doi/10.1002/cca.1164/fullსწორი პასუხის ჩვენება