მიდგომა

დიაგნოსტიკა მოიცავს სიმპტომების, ნიშნების და გამოკვლევის შედეგების შეჯერებას. ხშირად საბოლოო დიაგნოზამდე საჭირო ხდება ემპირიული მკურნალობის დაწყება.

მთავარი ტესტებია თავის ტვინის რადიოლოგიური კვლევა, თავზურგტვინის სითხის ანალიზი და სისხლის კულტურა. თუ თზტ სითხის, სისხლის და შარდის განმეორებითი კვლევის შედეგები არადამაჯერებელია, შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს ჰისტოპათოლოგიური კვლევა სოკოებზე და თავის ტვინის, ტვინის გარსების და ცისტერნის ან პარკუჭის სითხის კულტურა.[27]

კლინიკური ანამნეზი

კრიპტოკოკული მენინგიტი

  • შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით; კლინიკური ნიშნები არასპეციფიკურია

  • კრიპტოკოკოზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა მენინგოენცეფალიტი

  • აივ-ინფიცირებული პირები და ორგანოს ტრანსპლანტანტის რეციპიენტები მაღალი რისკის ჯგუფში არიან, მაგრამ დაავადება შეიძლება განვითარდეს იმუნოკომპეტენტურ ზრდასრულებსა და ბავშვებშიც

  • ტიპურად ვლინდება პროგრესული თავის ტკივილით (70-90%) და ცხელებით (50-90%), რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება;[57][59]

  • სიმპტომები შეიძლება პროგრესირდეს და გამოიხატოს გულისრევა, ღებინება, ქცევის ცვლილება, ძილიანობა და გულყრები

  • დიპლოპია და შემდგომში მხედველობის სიმახვილის შემცირება მიუთითებს ქალასშიდა წნევის მატებაზე

  • ხველა და ქოშინი არ არის იშვიათი და შეიძლება მიუთითებდეს ფილტვის დაზიანებაზე

  • სიმპტომების პროგრესიის ხარისხი შეიძლება დამოკიდებული იყოს მასპინძლის იმუნიტეტზე, ასე, რომ პაციენტებში, მძიმე იმუნოდეფიციტური დაავადების გარეშე, ინფექციის მიმდინარეობა უფრო ქრონიკულია.

  • დაავადების ინციდენტობა და სიკვდილობა განსაკუთრებით მაღალია, ანტირეტროვირუსული თერაპიის შემდეგ განვითარებული იმუნური აღდგენის ანთებითი სინდრომის (IRIS) შემთხვევაში.[73]

ჰისტოპლაზმური მენინგიტი

  • მწვავე ან ქრონიკული მენინგიტით გამოწვეული ცხელება, თავის ტკივილი და კისრის კუნთები რიგიდობა;[27]

  • თავის და ზურგის ტვინის კეროვანი დაზიანებების და ინსულტის სინდრომებით გამოწვეული ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომები;[27]

  • ენცეფალიტის ფონზე განვითარებული ქცევითი და მენტალური სტატუსის ცვლილებები;[27]

  • დისემინირებულ ინფექციასთან ასოცირებული ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში ასევე შეიძლება გამოვლინდეს მაღალი ცხელება, წონის კლება და პირის ღრუს წყლულები.

კოკციდიოიდური მენინგიტი

  • თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება და ქცევის ცვლილებები;[74]

  • კოქციდიოიდური მენინგიტის ყველაზე ხშირი გართულებაა ჰიდროცეფალია, რომელიც შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი ან გვიანი გართულება; ჰიდროცეფალიის ნიშნებია:[11]

  • თავის ტკივილი, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, კოორდინაციის ან სიარულის დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა, კონფუზია, პიროვნული ცვლილებები და შარდის შეუკავებლობა

  • ასევე შეიძლება გამოვლინდეს ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომები მცირე და საშუალო ზომის სისხლძარღვთა არტერიტის გამო განვითარებული ცერებრული ინფარქტის შედეგად.

კანდიდური მენინგიტი:

  • მოზრდილთა კანდიდური მენინგიტი შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ან ქვემწვავე სიმპტომებით, ცხელებით და თავის ტკივილით, რაც ყველაზე ხშირი სიმპტომებია.[75]

  • კანდიდური მენინგიტის მქონე ახალშობილები ხშირ შემთხვევაში დღენაკლულები არიან და დაავადება თავიდან ვლინდება რესპორაციული დისტრესის სიმპტომებით.[35][36][37]

მუკორმიკოზი

  • რინო-ორბიტო-ცერებრული დაავადება, ჩვეულებრივ, ვლინდება სახის ტკივილით, სინუსიტით, თვალის ტკივილით, მხედველობის დაბინდვით და პროფტოზით. დიაბეტიან პაციენტში ნებისმიერი ამ კლინიკური გამოვლინებისას საჭიროა მუკომიკოზზე კვლევა.[46]

კლინიკური ნიშნები

კრიპტოკოკული მენინგიტი

  • ნიშნები შეიძლება არ იყოს ან მინიმალურად იყოს გამოხატული.

  • მენინგიზმი ვლინდება მხოლოდ პაციენტთა 20-დან 50%-ში; დამატებითი ნიშნები შეიძლება იყოს:[57][59]

  • მენტალური სტატუსის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, კრანიული ნერვების დამბლა, ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტი

  • ბავშვებში ძირითადი სიმპტომებია თავის ტკივილი და ცხელება;[76]

  • ატიპური ნიშნებია ქვემწვავე დემენცია და მხედველობის დაკარგვა.

ჰისტოპლაზმური მენინგიტი

  • მენინგიზმი და ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები

  • დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის ნიშნებია სპლენომეგალია, ჰეპატომეგალია და ლიმფადენოპათია

  • ჰისტოპლაზმოზი ევროპაში ყველაზე ენდემური მიკოზია.[77]

კოკციდიოიდური მენინგიტი

  • მენინგიზმი (დაახლოებით 50%);[11]

  • ჰიდროცეფალიის ნიშნები (მენტალური სტატუსის და სიარულის დარღვევა)

  • თავის ტვინის ინფარქტთან დაკავშირებული ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები.

კანდიდური მენინგიტი:

  • შეიძლება გამოვლინდეს მენინგიზმი, თუმცა ის არ არის ხშირი კანდიდური მენინგიტის მქონე ნეიროქირურგიულ პაციენტებში

  • პაციენტები, ჩვეულებრივ, უჩივიან მენტალური სტატუსის დარღვევას

  • ფოკალური კლინიკური გამოვლინებები, კრანიული ნერვის დაზიანება, პაპილედემა და გულყრები კანდიდური მენინგიტის იშვიათი გამოვლინებებია

  • პაციენტის გასინჯვისას უნდა ვეძებოთ დისემინირებული კანდიდოზის ნიშნები. მაგალითად, ფუნდოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს ბადურის ინვაზია და ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების რეკომენდაციით დისემინირებული კანდიდოზზე ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მინიმუმ ერთი ოფთალმოლოგიური კვლევა.[71]

მუკორმიკოზი

  • მუკორმიკოზული ინფექციის გვიანი სტადიის სპეციფიკური ნიშანია ნეკროზული ქერქები კანზე, სასასა ან ცხვირის ნიჟარებზე.[46]

კვლევები

თავის ტვინის კვლევა კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ რეზონანსული კვლევით ტარდება სოკოვანი მენინგიტის ყველა სავარაუდო შემთხვევაში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრიპტოკოკული მენინგოეცეფალიტი. (A) კრანიული MRI გვიჩვენებს ნათხემის ჰიპერინტენსიურობას (ისრები) FLAIR თანმიმდევრობით (სითხით-დასუსტებული ინვერსიის აღდგენა) და (B) მენინგიალური კონტრასტულობის მატებას (ისრები) T1W-MRI-ზე. თავზურგტვინის სითხის (C) ინდური მელნით შეღებვა, (D) სოკოს კულტურა და (E) გრამის წესით შეღებვა დადებითიჯ. BMJ Case Reports. 2009; doi:10.1136/bcr.06.2008.0093. გამოყენება დებადართულია. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5ec0327b თუ ეჭვია კრიპტოკოკულ მენინგიტზე, რადიოლოგიური კვლევა ყოველთვის უნდა ჩატარდეს ლუმბურ პუნქციამდე.[78] რადიოლოგიური კვლევა შეიძლება იყოს ნორმალური ან გამოვლინდეს, მაგალითად, ჰიდროცეფალია (ასევე ხშირია კოქციდიოიდური მენინგიტის დროს), სოკოვანი გრანულომა ან ვასკულური გართულებები. კვლევების საგანია, როგორ შეიძლება გამოიყენებოდეს 18F-ფთორდეზოქსიგლუკოზით პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია PET/CT სოკოვანი მენინგიტი სადიაგნოსტიკოდ.[79][80]

ლუმბური პუნქცია ასევე რუტინული გამოკვლევების ნაწილია. თავზურგტვინის სითხეში ისაზღვრება გლუკოზა, ლეიკოციტები დიფერენციული ანალიზით, ცილა, კულტურა, ანტისხეულები/ანტიგენები, შეღებვა ინდური მელნით (კრიპტოკოკი) და გახსნის წნევა. თუმცა, დიდი მოცულობის თავზურგტვინის სითხის განმეორებითი ანალიზი ხშირად საჭიროა არა-აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის, კოქციდიოიდური მენინგიტის, ჰისტოპლაზმოზის, კანდიდოზური მენინგიტის და ასპერგილური მენინგიტის სადიაგნოსტიკოდ. ასპერგილური მენინგიტის დროს დადებითი კულტურა მიიღება შემთხვევათა 1/3-ში, მაგრამ თავზურგტვინის სითხეში გალაქტომანანური ანტიგენის ტესტს აქვს უფრო მაღალი მგრძნობელობა.[45][81] კრიპტოკოკის არაკაფსულირებული ფორმებით გამოწვეული კრიპტოკოკური მენინგიტი იშვიათია, მისი დიაგნოსტირება თზტ სითხის კულტურის გარეშე რთულია.[82]

ყველა პაციენტთან აღებული უნდა იყოს სისხლის კულტურის სამი ნიმუში; ისინი შეიძლება იყოს დადებითი, როცა ჰისტოპლაზმური ან კრიპტოკოკური მენინგიტი დაკავშირებულია დისემინირებულ დაავადებასთან.

სპეციფიკური ტესტებია:

  • თზტ სითხის კრიპტოკოკური ანტიგენის ტესტი

  • შრატის ანტისხეულის და ანტიგენის ტესტირება ჰისტოპლაზმოზისთვის

  • შარდის ანტიგენის ტესტი ჰისტოპლაზმოზისთვის

  • კოქციდიოიდომიკოზის იმუნოდიფუზური ტესტები (IgM და IgG) და კომპლემენტის შებოჭვის ტესტი (IgG): დადებითი შედეგები ადასტურებს კოქციდიოიდური მენინგიტის დიაგნოზს, როდესაც მენინგიტის სხვა მიზეზები გამორიცხულია.[11] არანამკურნალები დისემინირებული დაავადების მქონე პაციენტებში უარყოფითი პასუხი გამოცდილი ლაბორატორიიდან იშვიათია.

არანამკურნალები დისემინირებული დაავადების მქონე პაციენტებში უარყოფითი პასუხი გამოცდილი ლაბორატორიიდან იშვიათია. ცენტრალური ნერვული სისტემის სოკოვანი ინფექციების დიაგნოსტირების თანამედროვე სტანდარტებია დადებითი კულტურა და შრატის ან თავზურგტვინის სითხის მიკროსკოპული და იმუნოლოგიური კვლევა. თუმცა, სპეციფიკური დიაგნოზი შეიძლება გადავადდეს კულტურის ნელი ზრდის, ანტიგენის გამოვლენის შემთხვევაში ჯვარედინი რეაქციის და ანტისხეულების არაადეკვატური პასუხის გამო.

ხელმისაწვდომია ადრეული მონაცემების მიხედვით უპირატესობა თზტ სითხის პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას ენიჭება, როგორც დამხმარე სადიაგნოსტიკო საშუალებას.[83][84] ახალი მონაცემებით ასევე მითითებულია, რომ თავზურგტვინის სითხის (1-3)-ბეტა-D-გლუკანმა შეიძლება ითამაშოს როლი სოკოვანი მენინგიტის დიაგნოზში.[85] 2012 წელს Exserohilum rostratum მენინგიტის ეპიდაფეთქების დროს, რომელიც გამოწვეული იყოდაბინძურებული მეთილპრედნიზოლონით, თავზურგტვინის სითხის (1-3)-ბეტა-D-გლუკანის გამოყენებამ ასევე აჩვენა პოტენციური სარგებელი მკურნალობის პასუხის მონიტორინგისას.[86]

ჰისტოპათოლოგიური კვლევა

თუ თზტ სითხის, სისხლის და შარდის განმეორებითი კვლევის შედეგები არადამაჯერებელია, შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს ჰისტოპათოლოგიური კვლევა სოკოებზე და თავის ტვინის, ტვინის გარსების და ცისტერნის ან პარკუჭის სითხის კულტურა.[27] მენინგიალურმა ბიოფსიამ ან ინტრაკრანიული წარმონაქმნის სტერეოტაქსიურმა ბიოფსიამ შეიძლება საშუალება მოგვცეს მოვახდინით სპეციფიკური გამომწვევის დიაგნოსტრება ქრონიკული მენინგიტის შესაბამის შემთხვევებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას