შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

35 წლის მამაკაცს აფრიკის საჰარის სამხრეთით მდებარე რეგიონიდან, აღენიშნება თავის ტკივილის და ცხელების 3 კვირიანი ანამნეზი. გამოკითხვისას, გამოვლინდა ხანგამოშვებითი დიარეა და წონის კლება - 10 კგ ბოლო წლის განმავლობაში. პაციენტის გლაზგოს კომის შკალის ქულა 15-ია, ჰემოდინამიკურად სტაბილურია, გასინჯვით ვლინდება შემდეგი ცვლილებები: ცხელება 38,5°C (100.4°F) და პირის ღრუს კანდიდოზი.

შემთხვევის ანამნეზი #2

25 წლის ქალს აღენიშნება მზარდი თავის ტკივილი, კონფუზია, გულისრევა ,ღებინება 3-4 კვირის და დიპლოპია 1 კვირის განმავლობაში. გასინჯვისას ის ძილიანია, მაგრამ თანამშრომლობს სამედიცინო გასინჯვის პროცესში. ნევროლოგიური გასინჯვით მას აღენიშნება მე-6 კრანიული ნერვის დამბლა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება. გასინჯვით სხვა ცვლილებები არ ვლინდება.

სხვა გამოვლინებები

სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტებს ასევე შეიძლება გამოუვლინდეთ პიროვნული ცვლილებები, ძილიანობა, გულყრები, გულისრევა / ღებინება, სმენის დაქვეითება და ცხელება, მნიშვნელოვანი თავის ტკივილის გარეშე. კერძოდ, კრიპტოკოკური მენინგიტის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს ქალასშიდა წნევის მომატების ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, მხედველობის დაკარგვა, და მენტალური სტატუსის დარღვევა. დიაგნოსტირებული კოქციდიოიდური მენინგიტის მქონე პაციენტებში ხშირად ვლინდება ჰიდროცეფალიის ნიშნები და სიმპტომები როგორც დაავადების დასაწყისში, ასევე გვიანი გართულების სახით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას