დიფერენციული დიაგნოზები

ტუბერკულოზური მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ექსპოზიციის ან ენდემურ კერაში ყოფნის ანამნეზი.

ფილტვის და ნერვული სისტემის გარე დაავადების სიმპტომები და ნიშნები.

კვლევები

თავზურგტვინის სითხის (CSF) ნაცხი და კულტურა და ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტები (NAAT).

სწრაფი ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტები (Xpert MTB/RIF და Xpert Ultra) რეკომენდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როგორც საწყისი დიაგნოსტიკური ტესტები მოზრდილებში და ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ ფილტვგარე ტუბერკულოზის ნიშნები და სიმპტომები.[90] თავზურგტვინის სითხეში დაფიქსირებული მგრძნობელობის მაჩვენებელი შეადგენდა 89.4%-ს.[91]

თავზურგტვინი სითხის მჟავაგამძლე ბაცილების ნაცხს აქვს ცუდი მგრძნობელობა უმეტეს პირობებში.[92] მაქსიმალური სენსიტიურობისთვის კულტურალური კვლევა მასალის დიდ მოცულობას საჭიროებს.

ბაქტერიული მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში აღინიშნება შესაბამისი ექსპოზიცია.

შეიძლება რთული სადიფერენციაციო იყოს, როდესაც გამოხატულია შემდეგი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები: მენინგიზმი, თავის ტკივილი, მიალგია და ფარინგიტი.

კვლევები

სისხლიდან ბაქტერიული დნმ-ის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციით გამრავლება უფრო მგრძნობიარე და სპეციფიკურია, ვიდრე ტრადიციული მიკრობიოლოგიური ტექნიკა. შეიძლება დაეხმაროს დიაგნოზს პაციენტებში, რომლებმაც უკვე მიიღეს ანტიბიოტიკები.

სპეციფიკური სეროლოგია (Borrelia burgdorferi, Brucella, Leptospira, Treponema pallidum).

კულტურა (Actinomyces, Nocardia, Brucella).

ვირუსული მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში აღინიშნება შესაბამისი ექსპოზიცია.

შეიძლება რთული სადიფერენციაციო იყოს, როდესაც გამოხატულია შემდეგი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები: მენინგიზმი, თავის ტკივილი, მიალგია და ფარინგიტი.

კვლევები

სეროლოგია შემდეგ ვირუსებზე: მარტივი ჰერპეს ვირუსი, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი და სხვა ვირუსები; თავზურგტვინის სითხის ვირუსული კულტურა; პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ენტეროვირუსებსა და ჰერპეს ვირუსებზე.

არაინფექციური ლიმფოციტური მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზი, სიმპტომები, აუტოიმუნური დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, სარკოიდოზი, სისტემური მგლურა, ბეხჩეტის დაავადება, კარცინომატოზული მენინგიტი.

მორეციდივე ქიმიური მენინგიტი შეიძლება ასოცირდებოდეს ეპიდერმოიდულ კისტასთან ან კრანიოფარინგიომასთან.

კვლევები

თავის კტ/მრტ-ზე შეიძლება აღინიშნოს ეპიდერმოიდული ცისტა ან კრანიოფარინგიომა.

თავზურგტვინის სითხის ციტოლოგიით შეიძლება გამოვლინდეს ავთვისებიანი უჯრედები; სითხეში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტი მომატებულია სარკოიდოზის დროს.

აუტოანტისხეულები, რათა შესწავლილი იქნას სისტემური გამოვლინებები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას