კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

თავის კტ და/ან მრტ სკანირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება გამოვლინდეს მენინგების ჩართვა და გაძლიერება, პარენქიმული დაზიანებები, ჰიდროცეფალია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრიპტოკოკული მენინგოეცეფალიტი. (A) კრანიული MRI გვიჩვენებს ნათხემის ჰიპერინტენსიურობას (ისრები) FLAIR თანმიმდევრობით (სითხით-დასუსტებული ინვერსიის აღდგენა) და (B) მენინგიალური კონტრასტულობის მატებას (ისრები) T1W-MRI-ზე. თავზურგტვინის სითხის (C) ინდური მელნით შეღებვა, (D) სოკოს კულტურა და (E) გრამის წესით შეღებვა დადებითიჯ. BMJ Case Reports. 2009; doi:10.1136/bcr.06.2008.0093. გამოყენება დებადართულია. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@349a5763

ნორმალური სკანირება არ გამორიცხავს სოკოვან მენინგიტს.

შედეგი

ნორმის ფარგლებში ან გამოხატულია კონტრასტით გამოკვეთილი, პარენქიმული დაზიანებები, ჰიდროცეფალია

სოკოვანი სისხლის კულტურა (3 ნიმუში)

ტესტი
შედეგი
ტესტი

აღებული უნდა იყოს სისხლის 3 ნიმუში სოკოვან ინფექციაზე ტესტირებისთვის.

შეიძლება დადებითი იყოს, როდესაც კანდიდური, ჰისტოპლაზმური ან კრიპტოკოკური მენინგიტი ასოცირდება დისემინირებულ დაავადებასთან.

შედეგი

დადებითი ან უარყოფითი

შრატის კრიპტოკოკური ანტიგენის ტესტი

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ყველა იმუნოკომპრომისულ პაციენტში არადიაგნოსტირებული ან საეჭვო სოკოვანი მენინგიტის დროს.

აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტისთვის მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა არის დამახასიათებელი.

გამოსადეგია როცა ვერ აიღებთ თავზურგტვინის სითხის ნიმუშს.

შედეგი

დადებითია კრიპტოკოკური მენინგიტის შემთხვევაში

შრატში + შარდში ჰისტოპლაზმას ანტიგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ყველა იმუნოკომპრომისულ პაციენტში არადიაგნოსტირებული ან საეჭვო სოკოვანი მენინგიტით, რომელიც ცხოვრობს ან იმყოფებოდა ენდემურ კერაში.

შარდის და შრატის მგრძნობელობა ჰისტოპლაზმური მენინგიტის სადიაგნოსტიკოდ შესაბამისად შეადგენს 70 და 40%-ს.[27]

ძალიან სპეციფიკურია

შედეგი

პროგრესული დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის უმეტეს შემთხვევებში დადებითია

იმუნოდიფუზიური ტესტები (IgM და IgG) და კომპლემენტის ფიქსაციის ტესტი (IgG) კოქციდიოიდმიკოზისთვის

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ყველა იმუნოკომპრომისულ პაციენტში არადიაგნოსტირებული ან საეჭვო სოკოვანი მენინგიტით, რომელიც ცხოვრობს ან იმყოფებოდა ენდემურ კერაში.

როდესაც მენინგიტის სხვა მიზეზები გამორიცხულია, დადებითი შედეგები ამყარებს კოქციდიოიდური მენინგიტის დიაგნოზს. არანამკურნალები დისემინირებული დაავადების მქონე პაციენტებში უარყოფითი პასუხი გამოცდილი ლაბორატორიიდან იშვიათია.[11]

შედეგი

ტიპურად დადებითია კოქციდიოიდური მენინგიტის შემთხვევაში

თავზურგტვინის სითხის გახსნის წნევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ძალიან მაღალი გახსნის წნევა, სათანადო კონტექსტში, სავარაუდოს ხდის აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის არსებობას.

შედეგი

მომატებულია

თავზურგტვინის სითხეში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა და დიფერენცირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

სოკოვანი მენინგიტის უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება ლიმფოციტური პლეოციტოზი 20-დან 500 უჯრედი/მლ ფარგლებში.

პოლიმორფონუკლეური უჯრედები შეიძლება მომატებული იყოს. ეს დაკავშირებულია კანდიდურ მენინგიტთან და ოპორტუნისტულ ინფექციებთან (Aspergillus, Zygomycetes, Pseudallescheria).

თავზურგტვინის სითხეში ეოზინოფილები იშვიათია, მაგრამ მათი არსებობა სწორ კონტექსტში სავარაუდოს ხდის კოქციდიოიდური მენინგიტის არსებობას.

თზტ სითხეში თეთრი უჯრედების ნორმალური რაოდენობა ხშირია აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის დროს.

შედეგი

მომატებულია

ცილა თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

სოკოვანი მენინგიტის დროს, როგორც წესი, მომატებულია ცილა თავზურგტვინის სითხეში.

შედეგი

მომატებულია

გლუკოზა თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

სოკოვანი მენინგიტის დროს, როგორც წესი, შემცირებულია გლუკოზის დონე თავზურგტვინის სითხეში.

შედეგი

დაბალი

თავზურგტვინის სითხის შეღებვა ინდური მელნით

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ყველა იმუნოკომპრომისულ პაციენტთან ქრონიკული ან ქვემწვავე, არადიაგნოსტირებული ან საეჭვო სოკოვანი მენინგიტის დროს.

მგრძნობელობა აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის დროს დაახლოებით 80%-ია.[57]

ნაკლებად მგრძნობიარეა არა-აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის დროს.

შედეგი

დადებითია კრიპტოკოკური მენინგიტის დროს

თავზურგტვინის სითხის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მგრძნობელობის გასაზრდელად საჭიროა თზტ სითხის დიდი მოცულობა (≥10 მლ) და შეიძლება საჭირო იყოს გახანგრძლივებული ინკუბაცია (მინიმუმ 2 კვირა).

გაიმეორეთ, თუ თავდაპირველად უარყოფითია, ან სითხის მოცულობა იყო მცირე.

შედეგი

დადებითი ან უარყოფითი

კრიპტოკოკული პოლისაქარიდული ანტიგენი (CrAg) თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ყველა იმუნოკომპრომისულ პაციენტთან ქრონიკული ან ქვემწვავე, არადიაგნოსტირებული ან საეჭვო სოკოვანი მენინგიტის დროს.

მგრძნობელობა მაღალია ვიდრე ინდური მელნის დროს.

ძალიან სპეციფიკურია ტიტრით ≥1:8; მაღალი ტიტრი მიუთითებს ცუდ პროგნოზზე.

შედეგი

დადებითია კრიპტოკოკური მენინგიტის დროს

ჰისტოპლაზმას ანტიგენი თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ყველა იმუნოკომპრომისულ პაცინეტში ქრონიკული ან ქვემწვავე, არადიაგნოსტირებული ან საეჭვო სოკოვანი მენინგიტით, რომელიც ცხოვრობს ან იმყოფებოდა ენდემურ კერაში.

მგრძნობელობა აივ და არა-აივ-ასოცირებულ შემთხვევებში შესაბამისად დაახლოებით 70% და 40%-ია.[27]

ძალიან სპეციფიკურია

შედეგი

დადებითია ჰისტოპლაზმური მენინგიტის დროს

ჰისტოპლაზმას ანტისხეულები თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ყველა იმუნოკომპრომისულ პაციენტში არადიაგნოსტირებული ან საეჭვო სოკოვანი მენინგიტით, რომელიც ცხოვრობს ან იმყოფებოდა ენდემურ კერაში.

მგრძნობელობა და სპეციფიკურობა დაახლოებით 80%-ია.[27]

შედეგი

დადებითია ჰისტოპლაზმური მენინგიტის დროს

კოქციდიოიდური IgG ანტისხეულები თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ყველა იმუნოკომპრომისულ პაციენტში არადიაგნოსტირებული ან საეჭვო სოკოვანი მენინგიტით, რომელიც ცხოვრობს ან იმყოფებოდა ენდემურ კერაში.

უზრუნველყოფს კონკრეტულ დიაგნოზს კოქციდიოიდური მენინგიტის დროს.

შედეგი

დადებითია კოქციდიოიდური მენინგიტის დროს

თავზურგტვინის სითხეში გალაქტომანანური ანტიგენის ტესტი

ტესტი
შედეგი
ტესტი

გალაქტომანანის განსაზღვრა თზტ სითხეში დიაგნოსტირებისთვის ეფექტური აღმოცნდა, როდესაც ოპტიკური სიმკვრივის ინდექსის საზღვრები 0.5-დან 2.0-მდე იყო.[81]

შედეგი

დადებითია ასპერგილური მენინგიტის დროს

გასათვალისწინებელი კვლევები

ბიოფსიის ჰისტოპათოლოგიური კვლევა და კულტურა: მენინგიალურ, თავის ტვინის, ექსტრანერვული დაზიანების ადგილები

ტესტი
შედეგი
ტესტი

განიხილება, თუ ნაკლებად ინვაზიური ტესტები ნეგატიურია.

შედეგი

დადებითი ორგანიზმზე

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეუძლია სოკოს დნმ-ის აღმოჩენა თავზურგტვინის სითხეში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში.[83][84] თუმცა, მსგავსი ტესტების გამოყენება არ შეიძლება დიაგნოსტირების და დაავადების მართვის საკითხების გადასაწყვეტად. უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ინფექციას.[88][89]

შედეგი

შეიძლება დადგინდეს სოკოვანი დნმ

ახალი ტესტები

18F-ფთორდეზოქსიგლუკოზა (FDG) PET/CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

18F-ფტორდეოქსიგლუკოზის (FDG) პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია/კომპიუტერულ ტომოგრაფიული სკანირება ავლენს ქსოვილს, რომელსაც აქვს გაძლიერებული გლუკოზის მეტაბოლიზმი. ავთვისებიანი მდგომარეობის შეფასების გარდა, 18F-ფტორდეოქსიგლუკოზის (FDG) პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია/კომპიუტერულ ტომოგრაფიული სკანირება უკვე გამოიყენება კეროვანი ანთებითი პროცესებისა და ინფექციის დიაგნოსტიკისთვის.

ერთ კვლევაში, 18F-ფტორდეოქსიგლუკოზის (FDG) პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია/კომპიუტერულ ტომოგრაფიული სკანირება უზრუნველყოფდა ინფორმირებას თერაპიის ხანგრძლივობის კუთხით გადაწყვეტილებების შესახებ და გამოყოფდა ოპერაციის საჭიროებას ლიმფოიდური/მიელოიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებს, რომელთაც ჰქონდათ კომპლექსური ინვაზიური სოკოვანი დაავადება.[80]

შედეგი

გლუკოზის გაძლიერებული მეტაბოლიზმის მქონე ქსოვილის დეტექცია, როგორიცაა სოკოვანი ინფექციის კერა

(1-3)-ბეტა-D-გლუკანი თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა როლი შეასრულოს სოკოვანი მენინგიტის დიაგნოზში.[85]

2012 წელს Exserohilum rostratum მენინგიტის ეპიდაფეთქების დროს, რომელიც გამოწვეული იყოდაბინძურებული მეთილპრედნიზოლონით, თავზურგტვინის სითხის (1-3)-ბეტა-D-გლუკანის გამოყენებამ ასევე აჩვენა პოტენციური სარგებელი მკურნალობის პასუხის მონიტორინგისას.[86]

შედეგი

მომატებულია

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას