ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკ-ფაქტორებია: იმუნოსუპრესია; დარღვეულ ნიადაგთან, წიწილის სკინტლთან ან ღამურის გამოქვაბულთან ექსპოზიცია; ნეიტროპენია; დარღვეული ფაგოციტური ფუნქცია და ნეიროქირურგიული ჩარევა. ჩვილები და ახლშობილები ასევე იმყოფებიან მომატებული რისკის ქვეშ.

პროგრესული თავის ტკივილი

ტიპურად ვლინდება თავის ტკივილით, რომელიც პროგრესირებს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

თავის ტკივილის მძიმე ფორმა.

სავარაუდოს ხდის ინტრაკრანიული წნევის მატებას.

კრიპტოკოკური მენინგიტის დროს ხშირი გამოვლინებაა, ინტრაკრანიული წნევის მატება სავარაუდოდ ვითარდება არაქნოიდულ გრანულაციებში თავზურგტვინის სითხის რეაბსორბციის დარღვევის გამო.

მენინგიზმი

კისრის კუნთების რიგიდობა, ფოტოფობია და თავის ტკივილი.

ჰიდროცეფალიის სიმპტომები (კოგნიტური ფუნქციის დარღვევა, კონფუზია, კოორდინაციის და სიარულის დარღვევა და შარდის შეუკავებლობა)

ჰიდროცეფალიის კლასიკური ნიშნები.

ჰიდროცეფალია კოქციდიოიდური მენინგიტის ადრეული ხშირი გამოვლინება და გართულებაა.

ქცევის და პიროვნული ცვლილება

მენინგოენცეფალიტის გამო.

მხედველობის სიმახვილის შემცირება და მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება

ინტრაკრანიული წნევის მომატების ნიშნები.

სათანადო კლინიკურ კონტექსტში სავარაუდოს ხდის კრიპტოკოკური მენინგიტის არსებობას.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გულისრევა ან ღებინება

მენინგიტის ადრეული ნიშანი.

ცხელება

მენინგიტის ადრეული ნიშანი.

ცნობიერების დონის დაქვეითება

ხშირი და ცუდი პროგნოზული მარკერი აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის დროს.[87]

კრანიული ნერვების დამბლა

სოკოვანი მენინგიტი ძირითადად აზიანებს თავის ტვინის ბაზილარულ გარსს და შეიძლება დააზიანოს კრანიული ნერვები.

იშვიათი

გულყრები

თავის ტვინის გარსების ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს გულყრები.

წონაში კლება

დისემინირებული ინფექციის სიმპტომი.

პირის ღრუს წყლულები

დისემინირებული ინფექციის სიმპტომი.

ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები/სიმპტომები

ვითარდება თავის ტვინის ინფარქტის გამო. კოქციდიოიდური ინფექცია იწვევს პატარა და საშუალო ზომის არტერიების ანთებით დაზიანებას.

ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია

აღნიშნული ნიშნები შეიძლება გამოუვლინდეთ ჰისტოპლაზმური მენინგიტის მქონე პაციენტებს, როგორც დისემინირებული პროგრესული ჰისტოპლაზმოზის გართულება.

ქოშინი

ხველა და ქოშინი ასოცირებულია ფილტვის კრიპტოკოკურ დაზიანებასთან.

კანდიდური მენინგიტის მქონე ახალშობილებში გამოვლინდება რესპირაციული დისტრესით.

პაპულური გამობერილი კანის დაზიანებები

ხშირად აღინიშნება კრიპტოკოკური მენინგიტის დროს.

ბადურის დეფექტები

ბადურის ჩართულობა შეიძლება გამოიხატოს ცენტრალური ნერვული სისტემის კანდიდოზის დროს.

ქერქები სასასა და ცხვირში

მუკორმიკოზული ინფექციის გვიანი სტადიის სპეციფიკური ნიშანია ნეკროზული ქერქები კანზე, სასასა ან ცხვირის ნიჟარებზე.

რისკფაქტორები

ძლიერი

HIV ინფექცია

აივ ინფიცირებულ პაციენტებში CD4+ დამხმარე უჯრედების პროგრესული დაქვეითება დაკავშირებულია კრიპტოკოკური მენინგიტის მომატებულ რისკთან. კრიპტოკოკებით გამოწვეული მენინგიტის მქონე პაციენტების უმეტესობას აღენიშნება CD4 უჯრედების რაოდენობა <100 უჯრედი/მიკროლიტრზე, როგორც წესი, <50 უჯრედი/მიკროლიტრზე.[57]

კორტიკოსტეროიდების გამოყენება

კრიპტოკოკური მენინგიტის განვითარების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი. სოლიდური-ორგანოს ტრანსპლანტის რეციპიენტებს და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების (მაგ., სარკოიდოზი, ან რეტიკულოენდოთელური ავთვისებიანი მდგომარეობები) მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ პრედნიზოლონს დღეში 10-20 მგ-ზე მაღალი დოზით აქვთ კრიპტოკოკური მენინგიტის განვითარების მომატებული რისკი.

დაფიქსირდა კრიპტოკოკური მენინგიტი იმუნოკომპეტენტურ მოზრდილებში COVID-19-ის კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემდეგ.[58]

ფონური ქრონიკული დაავადება (მაგ., ავთვისებიანი მდგომარეობები, ორგანოების უკმარისობა, აუტოიმუნური დაავადება, ორგანოს ტრანსპლანტაცია)

დადგენილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების განვითარებას არა-აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის მქონე პაციენტებში კორტიკოსტეროიდების გამოყენების მიუხედავად: ორგანოს გადანერგვა, ორგანოების (ღვიძლი, ფილტვი, თირკმელი) ქრონიკული უკმარისობა, ავთვისებიანი მდგომარეობები, რევმატოლოგიური დაავადებები და სარკოიდოზი.[59][60] არა-აივ-ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში ვერ იქნა ნანახი კრიპტოკოკური მენინგიტის განვითარების ხელშემწყობი ფონური მიზეზი.

დაზიანებულ ნიადაგთან, წიწილის სკინტლთან და ღამურების გამოქვაბულთან ექსპოზიცია

ჰისტოპლაზმოზი იშვიათად ვითარდება ენდემური რეგიონების გარეთ მცხოვრებ ინდივიდებში. ჰისტოპლაზმოზით დაინფიცირების რისკ-ფაქტორებია: დაზიანებულ ნიადაგთან, წიწილის სკინტლთან და ღამურების გამოქვაბულთან ექსპოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რისკ-ფაქტორების დადგენა პაციენტებში, რომელთაც იმოგზაურეს ენდემურ რეგიონებში.

დარღვეული უჯრედული იმუნიტეტი

პაციენტებში, რომელთაც უვითარდებათ პროგრესული დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი და კოქციდიოიდომიკოზი, ხშირად აღინიშნება უჯრედული იმუნიტეტის დარღვევა მეორადად, მაგალითად აივ ინფექცია/შიდსის, ტრანსპლანტაციის, ავთვისებიანი მდგომარეობების, კორტიკოსტეროიდების და სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი ალფას ანტაგონისტების გამოყენების ან თანდაყოლილი T-უჯრედული დეფიციტების გამო.

ფილიპინელები და აფროამერიკელები

მძიმე დაავადებისა და დისემინაციის რისკი უფრო მაღალია ფილიპინელებსა და აფრიკელ ამერიკელებში.[61][62][63] თუმცა, კოქციდიოიდომიკოზის ჯამური ინციდენტობა მსგავსია სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის.

ნეიტროპენია ან ფაგოციტური ფუნქციის დარღვევა

ნეიტროპენია ინვაზიური კანდიდოზის (კანდიდური მენინგიტის ჩათვლით) ძლიერი რისკ-ფაქტორია. ნეიტროფილების ფუნქციის დარღვევა (მაგ., ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება) ასევე ზრდის ინვაზიური კანდიდოზის რისკს. კანდიდური მენინგიტი შეიძლება განვითარდეს შიდსის მქონე პაციენტებში, მაგრამ, როგორც წესი მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა დამატებითი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ნეიტროპენია.[64]

ნეიროქირურგია

კანდიდური მენინგიტი ყველაზე ხშირი სოკოვანი მენინგიტია, რომელიც ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის შუნტის ან ვენტრიკულოსტომის ჩადგმის შემდეგ.[65]

ჩვილები და ახლშობილები

Histoplasma capsulatum-თან ექსპოზირებული ჩვილები იმყოფებიან მძიმე ფორმის, სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის მომატებული რისკის ქვეშ.

Candida albicans დღენაკლულ და 1 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში მენინგიტის შედარებით ხშირი მიზეზია. ზრდასრულებში კანდიდემია ნაკლებად დაკავშირებულია მენინგიტთან.

სუსტი

ჩრდილოეთ ავსტრალიაში, პაპუა ახალ გვინეაში ან კანადაში ვანკუვერის კუნძულზე ცხოვრება ან ვიზიტი

პაციენტები აშკარა იმუნოსუპრესიით ან მის გარეშე, რომლებიც ცხოვრობენ ან იმყოფებოდნენ გარკვეულ რეგიონებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ავსტრალიასა და პაპუა ახალ გვინეაში და ბოლო პერიოდში ვანკუვერის კუნძულზე ,კანადაში შეიძლება იყვნენ Cryptococcus gattii -ით ინფიცირების რისკის ქვეშ.[12][13][24][25]

ცენტრალური სისხლძარღვის კათეტერი

ცენტრალური სისხლძარღვის კათეტერის მქონე პაციენტები იმყოფებიან კანდიდემიის განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ.

სინონაზალური დაავადება

ქრონიკული სინუსიტი ან მასტოიდიტი შეიძლება იყოს სოკოვანი მენინგიტის პირველადი წყარო.

ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება

ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალებებით გახანგრძლივებული მკურნალობა ზრდის მძიმე კანდიდური კოლონიზაციის და ინვაზიური ინფექციის რისკს.

ქირურგიულ ჩარევამდე

კანდიდათი კოლონიზებული ლორწოვანი ზედაპირის ქირურგიული მანიპულაცია (მაგ. ჩარევა გასტროინტესტინურ ტრაქტზე) კანდიდემიის რისკს ზრდის.

პარენტერული კვება

ინტრავენური პარენტერული კვება ზრდის კანდიდემიის რისკს.

ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება

ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებს აღენიშნებათ ქრონიკული ნეიტროპენიული მენინგიტის რისკი, რომელიც Candida albicans-ს უკავშირდება.[66]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას