პირველადი პრევენცია

სხვებში HSV ინფექციის გავრცელების რისკის დასაქვეითებლად მნიშვნელოვანია სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება დაზიანებების არსებობის დროს.

კონდომების სტაბილურად გამოყენება ამცირებს HSV-2-ის შეძენის რისკს, თითოეული აქტის დროს მამაკაციდან ქალზე გავრცელების 96%-იანი შემცირებით.[29][30][31] HSV შესაძლოა გავრცელდეს კანთან ან გენიტალიებთან კონტაქტით, მაგრამ ვირუსის გამოყოფის ყველა პოტენციური მიდამო არ იფარება კონდომით. ეს გვიჩვენებს, თუ რატომ არ არის კონდომები ეფექტური HSV გავრცელების პრევენციისთვის. თუმცა დაავადების გავრცელების შანსი ყველაზე მაღალია დაზიანებების არსებობისას, ვირუსი შესაძლოა გახდეს აქტიური და გავრცელდეს სქესობრივ პარტნიორებში მაშინაც კი, როცა კანი ნორმალური ჩანს. ამის გამო, სქესობრივ პარტნიორებში უსაფრთხო სექსის პრაქტიკა (კონდომების გამოყენება) უნდა დაინერგოს დაავადების ეპიდაფეთქების დროს, რათა შემცირდეს დაავადების გავრცელების შანსი. წინადაცვეთამ შეიძლება შეამციროს HSV ინფექციის რისკი მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან.[32] მამაკაცი მოზარდებისა და მოზრდილების წინდაცვეთა 25%-ით ამცირებს ჰერპესვირუსი-2 ინფექციის ინციდენტობას ერთ-ერთი რანდომიზებული კვლევის მიხედვით.[33] მამაკაცების წინდაცვეთა არ ახდენს გავლენას HSV-2-ის გავრცელებაზე ქალ პარტნიორებში.[34]

HSV-ის მქონე დედებმა შესაძლოა განაგრონ ძუძუთი კვება თუ დაზიანებები არ არის ძუძუზე და თუ სხეულის სხვა ნაწილებზე არსებული დაზიანებები სრულადაა დაფარული. თუ ძუძუზე არის აქტიური დაზიანება, დედამ დროებით უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება დაზიანებული ძუძუდან და არ უნდა კვებოს დაზიანებული ძუძუდან მიღებული რძით. ჩვილის დაკავებამდე საჭიროა ხელის სათანადო ჰიგიენის დაცვა.[35]

მეორეული პრევენცია

ანტივირუსული მედიკამენტები ეფექტურია ხანგრძლივობის და აფეთქებების სიმძიმის შესამცირებლად და უფრო ეფექტურია აფეთქების პირველი სიმპტომების გამოვლენის დროს. ეპიზოდური დაავადების პრევენციისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად შესაძლოა გამოვიყენოთ ანტივირუსული მედიკამენტების სუპრესიული დოზები. ამასთან ერთად, სუპრესიული ანტივირუსული მკურნალობა დაკავშირებულია გადადების 48%-ით შემცირებასთან მგრძნობიარე პარტნიორებში მონოგამური, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების დროს.[25] ანტივირუსული მედიკამენტების სუპრესიული დოზები შესაძლოა მივცეთ ეპიზოდური დაავადების, გადადების პრევენციისა და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. იმის გამო რომ ჰერპესი განუკურნებელია, პრევენცია უმნიშვნელოვანესია.

ტუჩის ჰერპესს სხვადასხვა კლინიკური მიმდინარეობა აქვს და გამწვავებებს შესაძლოა ვუმკურნალოთ და დავთრგუნოთ ანტივირუსული მედიკამენტებით.[89][90] აფეთქების ან პროდრპომის დროს პაციენტი უნდა მოერიდოს ორალ კონტაქტს სხვებთან, მათ შორის კოცნას, ორალურ სქესობრივ კავშირს, საერთო საკვების და ჭურჭლის გამოყენებას. პირის ღრუს HSV-1 შესაძლოა გავრცელდეს უსიმპტომო გამოყოფის დროს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას