გართულებები
იშვითი გართულებაა ძირითადად იმუნოკომპრომეტებულ პაციენტებში, იმიტომ რომ ნორმალური იმუნური პასუხი როგორც წესი იწვევს ინფექციის სწრაფ ალაგებას.[64]
ჩვეულებრივ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა ვალაციკლოვირის და ფამციკლოვირის მიმართ.
რეკომენდებულია ფოსკარნეტი. მრავლობითი ინტოქსიკაციების და მხოლოდ ინტრავენური ფორმის არსებობის გამო ეს მკურნალობა ინახება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ექსტენსიური კანლორწოვანის წყლულები აქვთ, რომლებიც არ რეაგირებს აციკლოვირზე, ვალაციკლოვირსა ან ფამციკოვირზე.
ჩვეულებრივ აღინიშნება იმუნოკომპრომეტებულ პაციენტში, ხშირად მყარ ორგანოზე ან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტის მიმღებებში. როგორ წესი გამოწვეულია HSV-1-ით და ძირითადად წარმოდგენილია ოდინოფაგიითა და/ან დისფაგიით. დიაგნოზის დადგენა ხდება ჰისტოპათოლოგიურად ენდოსკოპიის საშუალებით. მოსალოდნელი დაზიანების ვირუსული კულტურა უნდა ჩატარდეს, რათა გამოირიცხოს ანტივირუსული რეზისტენტობა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ აციკლოვირზე.
ეზოფაგიტი ზოგადად თვითგანკურნებადია იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, შესაბამისად აციკლოვირის ხანმოკლე კურსი შესაძლოა შესთავაზოთ თუ სიმპტომების გაუმჯობესება არ დაწყებულა. თუმცა, მკურნალობის ხანგრძლივი კურსია საჭირო იმუნოკომპრომეტებულ პაციენტებში.
მწვავე, თვითგანკურნებადი, მაგრამ ხშირად მორეციდივე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია. მიზნობრივი დაზიანებები ყველაზე მეტად დამახასიათებელი გამოვლენაა. შესაძლოა ლორწოვანის ჩართულობა.
მულტიფორმული ერითემა გამოწვეულია ვირუსული ანტიგენების მიმართ უჯრედული იმუნური პასუხით. შესაძლოა ჩართული იყოს სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის გენეტიკური მიდრეკილება.
ჰერპესვირუსით ინდუცირებული მულტიფორმული ერითემა, როგორც წესი, ვლინდება ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში. თუმცა, პაციენტები,რომლებსაც აქვთ ხშირი განმეორებითი დაავადება, შესაძლოა იყვნენ უწყვეტი ანტივირუსული თერაპიის კანდიდატები.
წარმოდგენილია რქოვანასთვის დამახასიათებელი დენდრიტული დაზიანებები. ძირითადად ცალმხრივი, განმეორებით აზიანებს იმავე თვალს.
უმკურნალეთ პაციენტებს ოფთალმოლოგთან ერთად. რქოვანას ნაწიბურების განვითარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელსაც სჭირდება რქოვანას გადანერგვა.
გაითვალისწინეთ მკურნალობა ტოპიკური ტრიფთორთიმიდინით (ტრიფთორიდინით) ან აციკლოვირით.[78]
[ ]
ასეპტიკური მენინგიტი შესაძლოა გამოვლინდეს პირველადი ინფექციის დროს ან შესაძლოა განმეორდეს თვეების ან წლების შემდეგ.
თავიდან უმკურნალეთ აციკლოვირით, შემდეგ გადადით პერორულ ვალაციკლოვირზე.
ლაბორატორიულად დადასტურებული განმეორებითი HSV მენინგიტის სამკურნალოდ ინტრავენური აციკლოვირი უნდა გამოვიყენოთ.
კურიოზული გამოცდილება გვთავაზობს, რომ სუპრესიული მკურნალობა ვალაციკლოვირით ხელს უშლის დაავადების გამეორებას, მაგრამ კლინიკური კვლევები არ არსებობს.[79]
რისკი უმაღლესია, თუ დედა იძენს HSV-ს მესამე ტრიმესტში.
დედის მიერ ვირუსის შეძენა შესაძლოა უსიმპტომო იყოს და კლინიცისტებს უბდა ქონდეთ ეჭვის მაღალი ინდექსი.
უნდა ვიფიქროთ თუ ახალშობილს აქვს ცხელება,გულყრა, ლეთარგია, სეფსისი ან ვეზიკულური ბლისტერები, რომლებიც მოიცავს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს.
აიღეთ თავზურგტვინის სითხე, შრატი ჰერპესვირუსის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ანალიზისთვის და თვალის, პირის, ნაზოფარინქსის და რექტული ნაცხები ჰერპესვირუსის კულტირისთვის.
ახალშობილებს უმკურნალეთ აციკლვირით 21 დღის განმავლობაში, თუ დისემინირებული/ცნს დაავადება აქვს, ხოლო თუ დაავადება შემოიფარგლება კანით/ლორწოვანი გარსებით - 14 დღე.[80][81]
HSV უნდა გავითვალისწინოთ მენინგოენცეფალიტის ყველა შემთხვევის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში. ჰერპესვირუსთან ასოცირებული ენცეფალიტი როგორც წესი წარმოდგენილია ცხელებით, შეცვლილი აზროვნებით ან ცნობიერებით, ფოკალური ნევროლოგიური დარღვევით ან გულყრებით.
უნდა ჩტარდეს ლუმბალური პუნქცია და სითხე გაიგზავნოს HSV პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისთვის (PCR). საფეთქლის წილის პათოლოგიისთვის უფრო მეტად სენსიტიურია MRI დაავადების ადრეულ კურსის დროს, CT-თან შედარებით.[82]
პაციენტებმა უნდა დაიწყონ მკურნალობა ინტრავენური აციკლოვირით, სანამ HSV გამოირიცხება (სიმპტომების გამოვლენიდან 3-7 დღეში უარყოფითი ცერებროსპინური სითხის HSV პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) და ნორმალური ნეიროვიზუალიზაცია). თუ ჰერპესის ვირუსთან ასოცირებული ენცეფალიტის დიაგნოზი დაისვა, თქვენ უნდა უმკურნალოთ ინტრავენური აციკლოვირით სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში.[83]
აღნიშნულზე უნდა ვიფიქროთ, თუ HSV-ს შემთხვევაში სწრაფად ხდება მხედველობის დაკარგვა და ირიტის განვითარება.
რისკი მოიცავს თანდაყოლილ ექსპოზიციას ან იმუნოსუპრესიას; თუმცა, რეტინიტი შესაძლოა განვითარდეს იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში.
პაციენტებს უნდა ვუმკურნალოთ ოფთალმოლოგთან ერთად.
მინისებრი სხეულის/თვალშიდა სითხის HSV PCR-ით შესაძლოა დაისვას დიაგნოზი.
უმკურნალეთ აციკლოვირით კლინიკური პასუხის მიხედვით.[84]
ხელის ან ფეხის თითების დისტალური ნაწილების იშვიათი ინფექცია HSV-1 ან HSV-2-ით დაინფიცირებულ გენიტალურ ან ორალურ სეკრეტებთან კონტაქტის გზით კანის ნახეთქებთან. ის ვლინდება მტკივნეული ერითემატოზული ვეზიკულებით ან პუსტულებით კიდურებზე და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლიმფადენიტთან/ლიმფადენოპათიასთან.[85]
ბავშვებში მისი შეძენა ხდება აუტოინოკულაციით, ტიპურად 2 წლამდე ასაკში, პირის ღრუს ან გენიტალური პირველადი ან განმეორებითი ჰერპესით ან მტარებლების დაინფიცირებულ პირის/გენიტალურ სეკრეტებთან კონტაქტის შედეგად. მოზარდებსა და მოზრდილებძი მისი შეძენა ხდება კონტაქტით HSV-სა და კიდურების ჭრილობებსა ან ნაპრალებს შორის; მისი შეძენეა შესაძლოა კიდურის კონტაქტით დაინფიცირებულ გენიტალურ სეკრეტებტან ან პირის ღრუს სეკრეტებთან. ის შესაძლოა სამსახურეობრივ საშიშროებას წარმოადგენდეს მათთვის, ვისაც კონტაქტი აქვს პირის ღრუს სეკრეტებტან, როგორების არიან ანესთეზიოლოგები ან სტომატოლოგები.
მისი დაგნოსტირება ხდება ვეზიკულების სითხის HSV PCR-ის მეშვეობით. დაზიანებების გაჭრა და დრენირება უკუნაჩვენებია.
სიმპტომატიკის განმეორებები ტიპურად თვითგანკურნებადია, თუმცა ანტივირუსული მკურნალობა უნდა განხორციელდეს იმ დოზებით, რომლებიც გენიტალური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. სუპრესიული მკურნალობა შესაძლოა გამოვიყენოთ მათთვის, ვისაც ხშირი განმეორებები აქვს.
რისკფაქტორია ორსულობის, ავთვისებიანი მდგომარეობით ან იმუნისუპრესიით განპირობებილი დარღვეული იმუნიტეტი. იშვიათია იმუნოკომპოტენტურ მასპინძლებში. ხშირად დაკავშირებულია დისემინირებულ დაავადებასთან და ფულმინანტური ღვიძლის უკმარისობის პროგრესირებასთან. როგორ წესი წარმოდგენილია ცხელებით, გულისრევით, ღებინებით, მუცლის ტკივილით, ლეიკოპენიით, თრომბოციტოპენიით,კოაგულოპათიითა და მომატებული შრატის ტრანსამინაზას დონით.[86][87]
დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია ღვიძლის ბიოფსიით ან შრატის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით HSV ვირემიის დაზუსტებით.
პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს ინტრავენური აციკლოვირით, სანამ HSV არ გამოირიცხება.
მწვავე, ცალმხრივი პერიფერული სახის ნერვის დამბლა, რომელიც შესაძლოა მოხდეს HSV-1ის ხელახალი განვითარებისას განაპირობებს განგლიონური უჯრედების დესტრუქციას, შვანის უჯრედების ინფექციას, დემიელინიზაციასა და ნევროლოგიურ ანთებას.[88] ბელის დამბლა წარმოადგენს გამორიცხვის დიაგნოზს.
6 თვისთვის, ბელის დამბლით ყველა პაციენტს ექნება რაღაც დოზით სიმპტომების რემისია. სიმპტომების გამოვლენიდა 72 საათში ორალურმა კორტიკოსტეროიდებმა მოზრდილებში შესალოა შეამციროს სრული გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო. მძიმე ფორმის გამოვლინებისას ანტივირუსული და კორტიკოსტეროიდების კომბინაციამ შესაძლოა შეამციროს გახანგრძლივებული შედეგები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას