დიფერენციული დიაგნოზები
სიფილისი
ნიშნები / სიმპტომები
ხასიათდება ერთეული უმტკივნეულო წყლულით მტკივნეული წყლულის ნაცვლად.
კვლევები
დადებითი არატრეპონემული ანალიზი (მაგ: სწრაფი პლაზმური რეგინის/ვენერიული დაავადების კვლევის ლაბორატორიების ტიტრი, ბნელი ველის მიკროსკოპიის შედეგი) ან დადებითი ტრეპონემული სეროლოგიური ანალიზი.
შანკროიდი
ნიშნები / სიმპტომები
ხასიათდება ერთეული ღრმა მტკივნეული წყლულით მრავლობითი მტკივნეული წყლულების ნაცვლად ჰერპესით.
კვლევები
განასხვავებს კულტურაზე ან პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე Haemophilus ducreyi-ს არსებობა.
ვენერიული ლიმფოგრანულომა
ნიშნები / სიმპტომები
არ არის ვეზიკულები, ერთეული ან მცირე რაოდენობის წყლულებით და ცალმხრივი ლიმფადენოპათიით.
კვლევები
ქლამიდია ტრაქომატის (Chlamydia trachomatis) დადებითი კულტურა და L1 - L3 სეროვანების გენოტიპირება გვეხმარება დიფერენცირებაში.
მაიმუნის ყვავილის ვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს, როგორც წესი, აღენიშნებათ დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც პროგრესირებს თანმიმდევრული ეტაპებით. ამასთან, სხეულის ყველა დაზიანებულ უბანზე დაზიანების განვითარების ეტაპები ერთი და იგივეა. გამონაყარი ხშირად ვითარდება ხელისა და ფეხის გულებზე. შეიძლება ასოცირებული იყოს ცხელებასთან, ლიმფადენოპათიასთან, ზურგის ტკივილსა და მიალგიასთან. ამჟამინდელი ეპიდაფეთქებისას გამონაყარი ატიპიურია, ხშირად ლოკალიზებულია სასქესო ორგანოებში, პერინეალურ/პერიანალურ ან პერიორალურ მიდამოებში და სხვა მიდამოებში არ ვრცელდება.
კვლევები
კანის დაზიანების მასალის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითი მაიმუნის ან ორთოპოქსივირუსის დნმ-ზე.
კონტაქტური დერმატიტი
ნიშნები / სიმპტომები
განმსახვავებელი ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება
კვლევები
HSV ანალიზი უარყოფითია.
ბეჰჩეტის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
პირის ღრუს, თვალის, გენიტალური მიდამოს დაზიანება. ბეჰჩეტის მქონე პაციენტებს აგრეთვე შესაძლოა ქონდეთ პირის ღრუს წყლულები და უვეიტი.
კვლევები
HSV ანალიზი უარყოფითია.
რევმატოლოგიური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
პირის ღრუს ექსკლუზიური დაზიანება უფრო სავარაუდოა.
კვლევები
მომატებული ერითროციტების დალექვის სიჩქარე და/ან დადებითი რევმატოიდული ფაქტორის ტიტრი, ანტინუკლეური ანტისხეულების ტიტრი.
კრონის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ექსკლუზიურად პირის ღრუს ჩართულობა უფრო სავარაუდოა გასტროინტესტინური სიმპტომების არსებობისას.
კვლევები
კოლონოსკოპიის მტკიცებულება.
წყლულოვანი კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
პირის ღრუს ექსკლუზიური დაზიანება უფრო სავარაუდოა.
კვლევები
დადებითია ANA -ზე და კოლონოსკოპიის მტკიცებულებაზე.
მუნი
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა ქონდეს კანის დისემინირებული დაზიანება.
კვლევები
კანის ანაფხეკი ტკიპების არსებობაზე.
ფიქსირებული მედიკამენტოზური გამონაყარი
ნიშნები / სიმპტომები
მედიკამენტების გამოყენების ისტორია.
კვლევები
მადიფერენცირებელი ანალიზი არ არის ხელმისაწვდომი.
ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა
ნიშნები / სიმპტომები
არსებობს შეუხორცებელი წყლულოვანი დაზიანებები.
კვლევები
კანის ბიოფსიით ვლინდება კარცინომას.
ლიქენი დუნდულებზე ან ქვედა კიდურებზე ან პერიორალურად
ნიშნები / სიმპტომები
ვეზიკულები ან პუსტულები ვლინდება ერითემატოზულ ფუძეზე ლიქენისა და გენიტალური ჰერპრესის დროს. თუმცა, ლიქენი ტიპურად ვლინდება დერმატომული განაწილებით მრავლობითი დაზიანებებით ფართო გავრცელებით ერთ დერმატომზე შუახაზზე გავრცელების გარეშე.
კვლევები
ზოსტერის ვირუსისთვის (ჩუტყვავილა) ვეზიკულური ან პუსტულური სითხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას