მიდგომა
გენიტალური ჰერპესი და ლაბიალური ჰერპეს დაავადებები საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას.
გენიტალური ჰერპესის ნიშნები და სიმპტომები
კლინიკური ანამნეზი და გამოვლინება ზღუდავს მგრძნობელობას დიაგნოზის დასმისას; ამგვარად, კლინიცისტებს უნდა ჰქონდეთ ეჭვის მაღალი ინდექსი.[36] სიმპტომებს მაღალი ვარიაბელობა ახასიათებს და შესაძლოა მოიცავდეს განმეორებით დიზურიას, ჩხვლეტასა და წვას დაზიანების გარეშე ან განმეორებით გენიტალურ წყლულებს. გასინჯვების შედეგები ცვალებადობს ნორმალურიდან საეჭვომდე, უსიმპტომო ნაპრალებიდან ან გენიტალური ლორწოვანის წყლულებიდან განმეორებების დროს, მტკივნეულ წყლულებამდე.
გენიტალური დაწყლულების პირველი კლინიკური ეპიზოდი შესაძლოა ახალი ვირუსის შეძენის ან ახლად ამოცნობილი დაავადების გამოვლინება იყოს.
ტიპი 2 მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV-2) გადაეცემა სქესობრივი კონტაქტითი. ქალებს შესაძლოა ქონდეთ გენიტალური ტკივილი, გამონადენი და დიზურია წყლულოვანი დაზიანებებით ვულვას, შორისს, დუნდულებს, საშვილოსნოს ყელსა და საშოზე.
პირველადი ინფექციის დროს, როცა მასპინძელს არ აქვს ანტისხეულოვანი პასუხი, ქალებს აქვთ სისტემური სიმპტომები, მათ შორის ცხელება, ნევრალგია და შეკრულობა, ხოლო მამაკაცებს აქვთ უფრო მსუბუქი პირველადი მიმდინარეობა. ნევრალგია ქალებში ტიპურად ვლინდება გენიტალურ მიდამოში, წელის ქვედა არეში ან ფეხების ქვედა უკანა მხარეს პირველადი ინფექციის დროს. მამაკაცებს შესაძლოა ქონდეთ ბუშტუკები ასოს ტანზე ან მის თავზე ურეთრიტთან ერთად.
პროქტიტი შესაძლოა გამოვლინდეს გამონადენით, რექტალური ტკივილით, ჭინთვებით, შეკრულობით, იმპოტენციით და შარდის შეკავებით ანორექტალური ურთიერთობის შემდეგ. პირველადი HSV-2 ინფექციის მქონე ადამიანების 90%-ს აქვს განმეორებითი ეპიზოდები პირველ წელიწადს და განემორებების სიხშირე მცირდება დროთა განმავლობაში.[13]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტუცის HSV დაწყლულებაქრისტინ ჯონსონის, დიპლომირებული მედიკოსი, და ანა უოლდის, დიპლომირებული მედიკოსი, პირადი ფაილებიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ასოს HSV ვეზიკულური დაზიანებაქრისტინ ჯონსონის, დიპლომირებული მედიკოსი, და ანა უოლდის, დიპლომირებული მედიკოსი, პირადი ფაილებიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირველადი HSV ინფექცია ქალებშიქრისტინ ჯონსონის, დიპლომირებული მედიკოსი, და ანა უოლდის, დიპლომირებული მედიკოსი, პირადი ფაილებიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ასოს HSV ვეზიკულური დაზიანებაქრისტინ ჯონსონის, დიპლომირებული მედიკოსი, და ანა უოლდის, დიპლომირებული მედიკოსი, პირადი ფაილებიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
გენიტალური ჰერპესის ანალიზი
გენიტალური ჰერპესი გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ტიპი 1-ით (HSV-1) ან 2-ით. თუ დაზიანებები არსებობს, კლინიკური დიაგნოზი უნდა დადასტურდეს დაზიანებების ნაცხის კულტურის ან ჰერპესვირუსის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით.[37] კულტურის კვლევასთან შედარებით, პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის (PCR) უფრო მაღალი მგრძნობელობის გამო, პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას ენიჭება უპირატოსებობა, როდესაც ის ხელმისწავდომია.[38] სხვა NAAT მეთოდებმა აჩვენეს მსგავსი შედეგები.[39]
გლიკოპროტეინ G-ზე დაფუძნებული ტიპის სპეციფიკური სეროლოგია (gG1 და gG2 HSV-1 და HSV-2, შესაბამისად) შეიძლება სასარგებლო იყოს დიაგნოზის დასადასტურებლად პაციენტებში ატიპიური ჩივილებით ან ადრე დაუდგენელი გენიტალური წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.[40] აშშ-ის გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ჰერპესვირუსის ორეტაპიან სეროლოგიურ ტესტირებას; კომერციულად ხელმისაწვდომი ტიპის სპეციფიკურ იმუნოფერმენტულ ანალიზს შეიძლება ჰქონდეს არასასურველი სპეციფიკურობა და რეკომენდებულია დამადასტურებელი ტესტის ჩატარება მეორე მეთოდით (Western blot ან Biokit).[37] ცრუ დადებითი მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით; თუმცა, სეროლოგიური ტესტირება არ არის რეკომენდირებული რუტინულად სკრინინგისთვის ასიმპტომურ პირებში დაბალი გავრცელების პირობებში, მათ შორის ორსულ პაციენტებში.[37][41] IgM ანტისხეულების ტესტირება არ არის სასარგებლო HSV ინფექციის პირველადი და მორეციდივე ეპიზოდების დასადგენად.[39]
ტუჩის ჰერპესის ნიშნები და სიმპტომები
HSV-1-ის ინკუბაციური პერიოდი 2-12 დღეა. HSV-1-ის პირველადი სიმპტომები შესაძლოა იყოს ცხელება და ყელისტკივილი. რამდენიმე დღის შემდეგ ხახასა და პირის ღრუს ლორწოვანზე შესაძლოა გამოვლინდეს მტკივნეული წყლულები.[42] წყლულები შესაძლოა ფართოდ გავრცელდეს, ხოლო მაღალი ცხელება და პირის ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღე. კუნთების გენერალიზებული ტკივილი შესაძლოა გამოვლინდეს კისრის ლიმფადენოპათიასთან ეთად. თუმცა, პაციენტების უმრავლესობაში HSV-1-ის შეძენა უსიმპტომოა.
შესაძლოა გამოვლინდეს რეკურენტული ინფექციები; ხშირად ერთსა და იამვე ადგილას. რეციდივები ხასიათდება ხშირად ჩხვლეტისა და წვის პროდრომით, რასაც მოსდევს ვეზიკულების განვითარება, შემდეგ კი წყლულოვანი დაზიანებები ვერმილიონის კიდეზე.[43] სიმტომები როგორც წესი გრძელდება 6-48 საათს. სისტემური გამოვლინებები ძირითადად არ ხდება, დაზიანებები წარმოქმნის ფუფხს და ხორცდება დაახლოებით 10 დღეში.
ხელახალი განვითარება შესაძლოა ინდუცირდეს ულტრაიისფერი (UV) სხივებით ან ტრავმით.
ტუჩის ჰერპესის ანალიზი
დიაგნოზი შესაძლოა დაისვას კლინიკურად, მაგრამ HSV კულტურა ან PCR უნდა შესრულდეს აქტიურ დაზიანებებზე, თუ არსებობს კითხვები დაიგნოზთან დაკავშირებით.
დისემინირებულ ან ცნს დაავადება
ცერებროსპინური სითხის HSV PCR-ზე უნდა გაიგზავნოს სავარაუდო HSV ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაში არსებული ყველა შემთხვევისთვის.[44] შრატის HSV პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია შესაძლოა გამოსადეგი იყოს დისემინირებული დაავადების გარკვეული შემთხვევების დიაგნოსტირებისთვის, თუმცა ვირუსული კულტურები შესაძლოა შეგროვდეს ნებისმიერი აქტიური დაზიანებიდან, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, რათა დადგინდეს ვირუსული იზოლატების რეზისტენტობა. ცენტრალური ნერვული სისტემის ან დისემინირებული დაავადების მქონე პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ინფექციური დაავადების სპეციალისტის მეთვალყურეობით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას