ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკფატორები მოიცავს აივ ინფექციას და იმუნოსუპრესორულ მედიკამენტებს.
დიზურია (ქალებში)
გენიტალური ჰერპესის ხშირი სიმპტომები ქალებშუ პირველადი დაავადების, მაგრამ არა რეციდივის დროს.
ლიმფადენოპათია
ტიპურად ვლინდება საწყისი და განმეორებითი ეპიზოდების დროს. აღინიშნება განმეორებითი დაავადები 30%-ში. იშვითად აღინიშნება პირის ღრუს ჰერპესის დროს.[45]
გენიტალური წყლული
მრავლობითი, მტკივნეული წყლულები იწყება ვეზიკულური დაზიანებებით, პროგრესირებს წყლულებამდე, შემდეგ კი ფუფხიანი დაზიანებები.
პირის ღრუს წყლული
ძირითადად ცალკეული, განმეორებითი, მტკივნეული, თვითგანკურნებადი წყლული ვერმილიონის კიდის საზღვარზე.
იშვიათი
ცხელება
ტიპურად ვლინდება მხოლოდ პირველი ეპიზოდის დროს.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ჩხვლეტის შეგრძნება
პროდრომის ნაწილი დაზიანების გამოვლინებამდე.
იშვიათი
თავის ტკივილი/ასეპტიკური მენინგიტი
ტიპურად ვლინდება მხოლოდ პირველი ეპიზოდის დროს.
რისკფაქტორები
ძლიერი
აივ ინფექცია (რისკფაქტორი კლინიკური დაავადებისთვის)
უფრო მაღალი რისკი HSV რეაქტივაციისა და ინფექციისთვის. უმეტესწილად სიმპტომურია. HSV-ს შედეგად განვითარებული ქრონიკული გენიტალური და პირის ღრუს წყლულები თავიდან დაუკავშირეს შიდსს ეპიდემიის დასაწყისში, ხოლო კან-ლორწოვანის წყლულები, რომლებიც 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება შიდსის განმსაზღვრელი მდგომარეობაა.[20] ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებამ შესაძლოა დროებით გაზარდოს გენიტალიური წყლულოვანი დაავადების რისკი.[21]
იმუნოსუპრესორული მედიკამენტები (რისკფაქტორები კლინიკური დაავადებისთვის)
HSV- ის რეაქტივაციის მაღალი რისკი და ვისცერული გავრცელება, მაგრამ არა ინფექცია. ორგანოთა გადანერგვის იმუნოსუპრესული თერაპიები, ქიმიოთერაპია, სტეროიდები ან სხვა იმუნომოდულატორული აგენტები ზრდის HSV-ის რეაქტივაციის რისკს, მათ შორის იმ ადგილებში, რომლებიც იშვიათადაა ჩართული იმუნოკომპეტენტური მასპინძლის დაინფიცირების შემთხვევაში.[22][23]
მაღალი რისკის შემცველი სქესობრივი ქცევა (რისკფატორი სეროპოზიტიურობისთვის)
უფრო მაღალი რისკი HSV ინფექციისთვის, მაგრამ არა რეაქტივაციისთვის. პირველი სქესობრივი აქტი ადრეულ ასაკში, სქესობრივი პარტნიორების რიცხვის ზრდა, ანამნეზში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და კონტაქტი კომერციულ სექსთანამშრომლებთან ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, უკავშიდება HSV-2 სეროპოზიტიურობას.[26]
სუსტი
მდედრობითი სქესი (რისკფაქტორი სეროპოზიტიურობისთვის)
უფრო მაღალი რისკი HSV ინფექციისთვის, მაგრამ არა რეაქტივაციისთვის. მსოფლიო მსაშტაბით ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ HSV-2-ის პრევალენტობა უფრო მაღალია ქალებში.[3]
შავკანიანთა რასა (რისკფატორი სეროპოზიტიურობისთვის)
უფრო მაღალი რისკი ინფექციისთვის, მაგრამ არა რეაქტივაციისთვის. HSV-2-ის სეროპრევალენტობა უფრო მაღალია შავკანიან ამერიკელებში აშშ-ს ზოგად მაჩვენებელთან შედარებით და მაღალია სუბ-საჰარულ აფრიკაში მთლიან მსოფლიოს მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, საწყისი ინფექცია ხშირად სუბკლინიკურია და არ ხდება ისე ხშირად, ეს შესაძლოა იყოს HSV-1 ის წინააღმდეგ არსებული ანტისხეულებით განპირობებული.[6][24]
ასაკის მატება (რისკფატორი სეროპოზიტიურობისთვის)
HSV ინფექციის უფრო მარალი რისკი. HSV-2 სეროპრევალენტობა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, რაც შეესაბამება კუმულაციური რისკის ზრდას უფრო დიდი ექსპოზიციის გამო.[25]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას