მონიტორინგი

ყოველწლიურად ეპიზოდური მკურნალობა ნაცვლას სუპრესიული მკურნალობისა უნდა ჩატარდეს განმეორებების სიხშირისა და სიმძიმის, ფსიქოლოგიური მიდგომის და პარტნიორებში გადადების რისკის მიხედვით. ექიმებმა უნდა აკონტროლონ გენიტალური ჰერპესის შედეგად განვითარებული ფსიქოსოციალური სტრესი. ამასთან ერთად, კლინიცისტმა უნდა გაითვალისწინოს პოტენციურად დისკორდანტული ურთიერთობები და დაავადების გადადების პრევენციის მნიშვნელობა.

გენიტალური ჰერპესის მქონე პაციენტები უნდა გამოვიკვლიოთ აივ-ზე დიაგნოსტირების დროს, განსაკუთრებით რადგანაც შეძენილი გენიტალური ჰერპესი ზრდის აივ-ის შეძენის რისკს. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ HSV-2 ინფექცია ზრდის აივ-ის შეძენის რისკს.

ტუჩის ჰერპესის მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ რაიმე განსაკუთრებული კონტროლი. მათ უნდა იცოდნენ, რომ შესაძლოა ინფექცია გადასდონ სქესობრივ პარტნიორს პირის და გენიტალურ ლორწოვანზე კოცნის ან ორალურ-გენიტალური კონტაქტით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას