შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

24 წლის ქალს აქვს გენიტალურ მიდამოში მტკივნეული წყლულების, დიზურიის, ცხელების და თავის ტკივილის 3 დღიანი ანამნეზი. ის სქესობრივად აქტიურია მამაკაცებთან და ჰყავს ახალი პარტნიორი ბოლო თვის განმავლობაში. ის არ იყენებს კონდომებს. გასინჯვისას ტემპერატურაა 38.3°C (100.9°F), სტაბილური სასიცოცხლო მაჩვენებლები, მსუბუქი ფორმით კეფის კუნთების რიგიდობა (რაც ასეპტიურ მენინგიტზე მიუთითებს), ბილატერალურად საზარდულის მტკივნეული ლიმფადენოპათია და რამდენიმე მტკივნეული 1-2 სმ ერითემატოზული წყლულები ბაგეებზე ფუფხის გარეშე. საშვილოსნოს ყელი შეშუპებულია პუსტულებითა და სუფთა გამონადენით. საშვილოსნოს ყელი მტკივნეულია მოძრაობისას.

შემთხვევის ანამნეზი #2

25 წლის მამაკაცი მოვიდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის სკრინინგისთვის. იგი სქესობრივად აქტიურია და ურთიერთობა აქვს მამაკაცებთან. გასულ წელს ჰყავდა ოთხი პარტნიორი და იყენებს კონდომს "უმეტეს შემთხვევაში". 6 თვის წინ აივ-უარყოფითი იყო, პაციენტი ანამნეზში უარყოფს შარდსადენიდან გამონადენს, დიზურიას ან გენიტალურ წყლულებს. იშვიათად აქვს ქავილი გენიტალიებზე და მსუბუქი წყლულები ასოს ტანზე. შარდსასქესო ორგანოების გასინჯვისას გამოვლინდა წინდაცვეთილი მამაკაცი საზარდულში ლიმფადენოპათიის გარეშე, არ აქვს დაზიანებები ასოს ტანზე ან პერიანალურ მიდამოში და არ არის შარდსადენიდან გამონადენი.

სხვა გამოვლინებები

გენიტალური ჰერპესი კლინიკურ სურათზე დაყრნობით, ნელი გასარჩევია სხვა წარმოშობის გენიტალური წყლულებისგან. პროქტიტი ან ცერვიციტი შესაძლოა განვითარდეს ფართო სპექტრის გამოვლინებების შედეგად, რომლებიც მოიცავს პერინეულ, პერიანალურ და სწორი ნაწლავის ლორწოვანს. ჩხვლეტის შეგრძნება და დიზესთეზიები შესაძლოა იყოს დაავადების რეციდივის პროდრომული სიმპტომები.

ტუჩის ჰერპესი კლასიკურად წარმოდგენილია განმეორებითი წყლულებით ვერმილიონის კიდის გასწვრივ, მაგრამ შესაძლოა თან ახლდეს ფარინგიტი. სხვა გამოვლინებებს მიეკუთვნება: ჰერპესული პანარიციუმი და სპორტსმენთა ჰერპესი, რომლებიც ვლინდება ვეზიკულური დაზიანებების და დაწყლულებების სახით თითებზე ან ტრავმის ადგილებზე, შესაბამისად.

იმუნოკომპრომეტებულ პირებში იმუნოკომპეტენტურ პირებთან შედარებით, შესაძლოა გენიტალური ან პირის ღრუს ლორწოვანის წყლულები უფრო მძიმე ფორმისა და გახანგრძლივებული იყოს.

ვისცერული ან დისემინირებული HSV ინფექციის სხვა გამოვლინებებია ჰეპატიტი, პნევმონიტი ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, შესაძლოა გვქონდეს როგორც პირველადი, ასევე რეკურენტული სინფექციები. ეს გამოვლინებები, ისევე როგორც ახალშობილთა HSV, განხილულია გართულებების თავში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას