პირის ღრუსა და გენიტალური ჰერპესის მკურნალობის პრინციპები მსგავსია. მკურნალობა იყოფა ორ ჯგუფად: სუპრესიული და ეპიზოდური. სუპრესიული ანტივირუსული მკურნალობა ტარდება ყოველდღიურად რეციდივისა და ვირუსის გამოყოფის პრევენციისათვის, ხოლო ეპიზოდური მკურნალობა გამოიყენება საჭიროებისამებრ რეციდივების სამკურნალოდ. ეპიზოდური მკურნალობა უდნა დავიწყოთ დაუყოვნებლივ აქტიური დაავადების დიაგნოზის დასმის შემდეგ, განსაკუთრებით პირველი კლინიკური ეპიზოდის შემდეგ. თუ გენიტალური ჰერპესის პირველ ეპიზოდზეა ეჭვი, მკურნალობა უნდა დაიწყოს ლაბორატორიულ დადასტურებამდე.
პირის ღრუს ანტივირუსული მედიკამენტები
პირველად მკურნალობაა პერორულ ანტივირუსული წამლები. ისინი ჩვენებაა სუპრესიული და ეპიზოდური თერაპიის დროს. ყოველდღიური სუპრესიული მკურნალობის მიზანია ეპიდაფეთქებებია რაოდენობის შემცირება (70-80%-თ შემცირება) და/ან გენიტალური ჰერპესის გავრცელების რისკის შემცირება (შემცირება 48%-ით).[47]Emmert DH. Treatment of common cutaneous herpes simplex virus infections. Am Fam Physician. 2000 Mar 15;61(6):1697-706, 1708.
https://www.aafp.org/afp/2000/0315/p1697.html
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10750877?tool=bestpractice.com
[48]Corey L, Wald A, Patel R, et al; Valacyclovir HSV Transmission Study Group. Once-daily valacyclovir to reduce the risk of transmission of genital herpes. N Engl J Med. 2004 Jan 1;350(1):11-20.
http://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMoa035144
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14702423?tool=bestpractice.com
ეპიზოდური მკურნალობის მიზანია გამწვავების ხანგრძლივობის შემოკლება. პაციენტებმა რეკურენტული გენიტალური ჰერპესით უნდა იცოდნენ, რომ სუპრესიული მკრუანლობა პირველი რიგის თერაპიაა გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.[49]Le Cleach L, Trinquart L, Do G, et al. Oral antiviral therapy for prevention of genital herpes outbreaks in immunocompetent and nonpregnant patients. Cochrane Database Syst Rev. 2014 Aug 3;(8):CD009036.
https://www.doi.org/10.1002/14651858.CD009036.pub2
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25086573?tool=bestpractice.com
[
]
Can oral antiviral therapy drugs help prevent outbreaks of genital herpes?/cca.html?targetUrl=https://cochranelibrary.com/cca/doi/10.1002/cca.945/fullსწორი პასუხის ჩვენება
სინთეზური აციკლური პურინის ანალოგები (ან გუანინინს ანალოგები) მაღალსპეციფიკური სუბსტრატებია ვირუსული თიმიდინ-კინაზასთვის და აინჰიბირებს ვირუსულ დნმ პოლიმერაზას. სამივე ლიცენზირებული წამალი (აციკლოვირი, ფამციკლოვირი და ვალაციკლოვირი) ეფექტურია ეპიზოდის ხანგრძლივობისა და სიმძიმის შესამცირებლად. წამლის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ ფასისა და დოზირების სიხშირის გათვალისწინებით რომელს ანიჭებს პაციენტი უპირატესობას. ვალაციკლოვირი აციკლოვირის წინამორბედია და უფრო მაღალი ბიოშეღწევადობა აქვს, რაც განაპირობებს ნაკლებi სიხშირით დოზირებას. ფამციკლოვირი არის პენციკლოვირის პერორული ფორმა. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს აციკლოვირის, ფამციკლოვირისა და ვალაციკლოვირის დოზის კორექცია.
ტოპიკური მკურნალობა
გენიტალური ჰერპესის მკურნალობა ტოპიკური ანტივირუსული მედიკამენტებით მცირე კლინიკურ სარგებელს იძლევა და მათი გამოყენება დიდად აღარ ხდება.[37]Workowski KA, Bachmann LH, Chan PA, et al. Sexually transmitted infections treatment guidelines, 2021. MMWR Recomm Rep. 2021 Jul 23;70(4):1-187.
https://www.doi.org/10.15585/mmwr.rr7004a1
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34292926?tool=bestpractice.com
[50]Heslop R, Roberts H, Flower D, Jordan V. Interventions for men and women with their first episode of genital herpes. Cochrane Database Syst Rev. 2016 Aug 30;(8):CD010684.
http://cochranelibrary-wiley.com/doi/10.1002/14651858.CD010684.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27575957?tool=bestpractice.com
ტოპიკური თერაპიის გამოყენება ტუჩის ჰერპესისთვის არ არის რეკომენდებული. ტუჩის რეკურენტული მარტივი ჰერპესის დროს უპირატესობა ენიჭება პერორულ მკურნალობას ტოპიკურ ანტივირუსულ კრემთან შედარებით. ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა უპირატესობა მიანიჭოს ანტივირუსულ კრემს აუცილებელი რეცეპტის არარსებობის გამო და შესაძლებლობა აირიდოს პერორული მედიკამენტები. ანტივირუსულ კრემებს ზალიან მცირე, მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნო ეფექტი გააჩნია ტუჩის ჰერპესის შემთხვევაში.
დოკოსანოლის კრემს შეუძლია შეამციროს დაზიანებების შეხორცების დრო 18 საათიდან 3 დღემდე პლაცებოსთან შედარებით, როდესაც გამოიყენება ორალური ჰერპესის რეციდივის დასაწყისში (ჩხვლეტის შეგრძნება ან სიწითლე).[51]Sacks SL, Thisted RA, Jones TM, et al. Clinical efficacy of topical docosanol 10% cream for herpes simplex labialis: A multicenter, randomized, placebo-controlled trial. J Am Acad Dermatol. 2001 Aug;45(2):222-30.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11464183?tool=bestpractice.com
[52]Habbema L, De Boulle K, Roders GA, et al. n-Docosanol 10% cream in the treatment of recurrent herpes labialis: a randomised, double-blind, placebo-controlled study. Acta Derm Venereol. 1996 Nov;76(6):479-81.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8982417?tool=bestpractice.com
პენციკლოვირის კრემი ამოკლებს განმეორებითი ტუჩის ჰერპესის ხნაგრძლივობას 0.7 დღით, როდესაც გამოიყენება ყოველ 2 საათში ერთხელ სიფხიზლის დროს პლაცებოსთან შედარებით.[53]Spruance SL, Rea TL, Thoming C, et al. Penciclovir cream for the treatment of herpes simplex labialis: a randomized, multicenter, double-blind, placebo-controlled trial. Topical Penciclovir Collaborative Study Group. JAMA. 1997 May 7;277(17):1374-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9134943?tool=bestpractice.com
ტკივილისა და ვირუსის გამოყოფის ხანგრძლივობა ასევე მნიშვნელოვანდ მცირდება პენციკლოვირის კრემით.
აციკლოვირის კრემი ამცირებს ტუჩის მარტივი ჰერპესის ეპიდაფეთქებებს 0.5 დღით.[54]Spruance SL, Nett R, Marbury T, et al. Acyclovir cream for treatment of herpes simplex labialis: results of two randomized, double-blind, vehicle-controlled, multicenter clinical trials. Antimicrob Agents Chemother. 2002 Jul;46(7):2238-43.
http://aac.asm.org/cgi/content/full/46/7/2238
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12069980?tool=bestpractice.com
სუპრესიული ანტივირუსული თერაპია
ყოველდღიური სუპრესიული მკურნალობა უნდა შევთავაზოთ პაციენტებს, რომლებსაც ხშირი ან მძიმე ფორმის განმეორებითი დაავადება აქვთ და შესაძლოა განიხილებოდეს გენიტალური ჰერპესის მქონე აივ-არაინფიცირებულ პაციენტებში, რომელთაც სურვილი აქვთ შეამცირონ სქესობრივ პარტნიორზე გადადების რისკი.[31]Money D, Steben M. No. 207-Genital Herpes: Gynaecological Aspects. J Obstet Gynaecol Can. 2017 Jul;39(7):e105-e111.
www.doi.org/10.1016/j.jogc.2017.04.015
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28625289?tool=bestpractice.com
[48]Corey L, Wald A, Patel R, et al; Valacyclovir HSV Transmission Study Group. Once-daily valacyclovir to reduce the risk of transmission of genital herpes. N Engl J Med. 2004 Jan 1;350(1):11-20.
http://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMoa035144
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14702423?tool=bestpractice.com
[55]Mujugira A, Magaret AS, Celum C, et al; Partners in Prevention HSV/HIV Transmission Study Team. Daily acyclovir to decrease herpes simplex virus type 2 (HSV-2) transmission from HSV-2/HIV-1 coinfected persons: a randomized controlled trial. J Infect Dis. 2013 Nov 1;208(9):1366-74.
https://academic.oup.com/jid/article/208/9/1366/2192586
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23901094?tool=bestpractice.com
სუპრესული მკურნალობა გარკვეულწილად სარგებლიანია იმუნოსუპრესირებული პაციენტებისთვის, რომლებსაც შესაძლოა გახანგრძლივებული, მძიმე ფორმის აფეთქება ჰქონდეთ. იმუნოკომპრომისულ პაციენტებში სუპრესიული თერაპია ხელს უშლის აციკლოვირ-რეზისტენტული HSV-ის განვითარებას.[56]Erard V, Wald A, Corey L, et al. Use of long-term suppressive acyclovir after hematopoietic stem-cell transplantation: impact on herpes simplex virus (HSV) disease and drug-resistant HSV disease. J Infect Dis. 2007 Jul 15;196(2):266-70.
https://academic.oup.com/jid/article/196/2/266/873169
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17570114?tool=bestpractice.com
ეპიზოდური მკურნალობა
გენიტალური ჰერპესის მკურნალობა უფრო კრიტიკულია და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა პაციენტისთვის. მკურნალობა ამცირებს ნევროლოგიურ გართულებებს, ზღუდავს დაავადების სიმძიმესა და ხანგრძლივობას და უზრუნველყოფს სიმპტომების ალაგებას.[57]Bryson YJ, Dillon M, Lovett M, et al. Treatment of first episodes of genital herpes simplex virus infection with oral acyclovir: a randomized double-blind controlled trial in normal subjects. N Engl J Med. 1983 Apr 21;308(16):916-21.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/6339923?tool=bestpractice.com
აციკლოვირი, ვალაციკლოვირი და ფამციკლოვირი მიღებულია აქტიური დაავადებისთვის.[37]Workowski KA, Bachmann LH, Chan PA, et al. Sexually transmitted infections treatment guidelines, 2021. MMWR Recomm Rep. 2021 Jul 23;70(4):1-187.
https://www.doi.org/10.15585/mmwr.rr7004a1
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34292926?tool=bestpractice.com
პირის ღრუს HSV დაავადებისთვის, პერორული აციკლოვირი ამცირებს ცხელებას, პირის ღრუს დაზიანების რაოდენობას, ახალ ექსტრაორალურ დაზიანებებსა და ჭამისა და სმის სირთულეებს 1-6 წლის ბავშვებში.[58]Amir J, Harel L, Smetana Z, Varsano I. Treatment of herpes simplex gingivostomatitis with aciclovir in children: a randomised double blind placebo controlled study. BMJ. 1997 Jun 21;314(7097):1800-3.
https://www.bmj.com/content/314/7097/1800.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9224082?tool=bestpractice.com
სიმპტომების შესამცირებლად და ვირუსული გამოყოფისთვის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ პაციენტებს,რომლებსაც სიმპტომური ჰერპესული გინგივოსტომატიტი აქვთ. მკურნალობა ყველაზე ეფექტურია როცა იწყება სიმპტომების ან ნიშნების გამოვლენიდან 48-72 საათში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განსხვავდება მედიკამენტის, მასპინძლის იმუნური მდგომარეობისა და გაიდლაინის მიხედვით.[37]Workowski KA, Bachmann LH, Chan PA, et al. Sexually transmitted infections treatment guidelines, 2021. MMWR Recomm Rep. 2021 Jul 23;70(4):1-187.
https://www.doi.org/10.15585/mmwr.rr7004a1
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34292926?tool=bestpractice.com
[59]Patel R, Kennedy OJ, Clarke E, et al. 2017 European guidelines for the management of genital herpes. Int J STD AIDS. 2017 Dec;28(14):1366-79.
https://iusti.org/wp-content/uploads/2019/12/Herpes.pdf
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28836892?tool=bestpractice.com
მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა გაგრძელდეს სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პოპულაციაში. ამ წამლების მიმართ რეზისტენტობა ძალიან იშვიათია იმუნოკომპეტენტურ პირებში.[60]Danve-Szatanek C, Aymard M, Thouvenot D, et al. Surveillance network for herpes simplex virus resistance to antiviral drugs: 3-year follow-up. J Clin Microbiol. 2004 Jan;42(1):242-9.
http://jcm.asm.org/cgi/content/full/42/1/242
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14715760?tool=bestpractice.com
განმეორებითი გენიტალური HSV-ს ეპიზოდური მკურნალობა უნდა დავიწყოთ სიმპტომების დაწყებიდან რაც შეიძლება სწრაფად. განმეორებითი შემთხვევების მკურნალობისთვის ხელმისაწვდომია რამდენიმე რეჟიმი.
სიმპტომური მკურნალობა
პერორული ანტივირუსული თერაპიის სწორად დაწყება უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ხელმისაწვდომ სიმპტომურ მკურნალობას. თუ დამატებითი სიმპტომების მოხსნაა აუცილებელი, ტკივილის სამართავად შესაძლებელია ტოპიკური ლიდოკაინის გამოყენება, განსაკუთრებით, როდესაც ის დაკავშირებულია გენიტალური ჰერპესის პირველ ეპიზოდთან. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ლიდოკაინმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია.
ანალგეტიკები და აბაზანა მჯდომარე პოზიციაში, როდესაც დაზიანებული გენიტალური მიდამოები თავსდება თბილ წყალში 10-20 წუთის განმავლობაში საჭიროებისამებრ კომფორტისთვის, შესაძლოა აგრეთვე შეამციროს მძიმე ან გახანგრძლივებულ ფორმასთან დაკავშირებული ტკივილი.[9]Gupta R, Warren T, Wald A. Genital herpes. Lancet. 2007 Dec 22;370(9605):2127-37.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18156035?tool=bestpractice.com
დიზურია შესაძლოა შემცირდეს როცა შარდვა ხდება წყალში მოთავსებული გენიტალიით. მძიმე ფორმის პირველადი ინფექციების დროს ნარკოტიკულმა ანაგლეტიკებმა შესაძლოა დამატებითი შვება უზრუნველყოს.
დისემინირებულ ან ცნს დაავადება
საეჭვო ან დადასტურებულ დისემინირებულ HSV ინფექციას, მათ შორის ჰეპატიტს, პნევმონიტს ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ მაღალი დოზით ინტრავენური აციკლოვირით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ადგილზე: შემთხვევათა უმრავლესობაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 21 დღე მაინც. ცენტრალური ნერვული სისტემის ან დისემინირებული დაავადების მქონე პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ინფექციური დაავადების სპეციალისტის მეთვალყურეობით.
მკურნალობა ორსულობის დროს
სუპრესიული ანტივირუსული თერაპია შეიძლება შესთავაზონ HSV ტიპის 2-ით ორსულ პაციენტებს 36 კვირის სავარაუდო გესტაციურ ასაკში მშობიარობამდე, რათა შემცირდეს HSV-ის გამოყოფის რისკი, გენიტალური ჰერპესის რეციდივი მშობიარობისას და საკეისრო კვეთის საჭიროება გენიტალური ჰერპესისთვის. თუმცა, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, ამცირებს თუ არა ეს მიდგომა ახალშობილთა ჰერპესის სიხშირეს. ორსულობის მესამე ტრიმესტრში პირველადი ან არაპირველადი გენიტალური ჰერპესვირუსის ინფექციის მქონე ქალებისთვის საკეისრო კვეთა შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ვირუსის გახანგრძლივებული გამოყოფის შესაძლებლობის გამო.[46]American College of Obstetricians and Gynecologists. ACOG practice bulletin no. 220: management of genital herpes in pregnancy. May 2020 [internet publication].
https://www.acog.org/clinical/clinical-guidance/practice-bulletin/articles/2020/05/management-of-genital-herpes-in-pregnancy
[61]Hollier LM, Wendel GD. Third trimester antiviral prophylaxis for preventing maternal genital herpes simplex virus (HSV) recurrences and neonatal infection. Cochrane Database System Rev. 2008 Jan 23;(1):CD004946.
http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/14651858.CD004946.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18254066?tool=bestpractice.com
[62]Money DM, Steben M. No. 208-Guidelines for the Management of Herpes Simplex Virus in Pregnancy. J Obstet Gynaecol Can. 2017 Aug;39(8):e199-e205.
www.doi.org/10.1016/j.jogc.2017.04.016
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28729112?tool=bestpractice.com
[63]British Association for Sexual Health & HIV; Royal College of Obstetricians and Gynaecologists. Management of genital herpes in pregnancy. October 2014 [internet publication].
https://www.rcog.org.uk/globalassets/documents/guidelines/management-genital-herpes.pdf
წარუმატებელი მკურნალობა
მკურნალობის წარუმატებლობა იშვიათია იმუნოკომპეტენტურ პოპულაციაში და როდესაც ეს ხდება, საჭიროა დიაგნოზის ხელახალი შეფასება. იმუნოსუპრესირებულ ადამიანებში, იმუნური კლირენსის დაქვეითება მნიშვნელოვანი წინაპირობაა მძიმე ინფექციისა და რეზისტენტობის განვითარებისათვის.[64]Bacon TH, Levin MJ, Leary JJ, et al. Herpes simplex virus resistance to acyclovir and penciclovir after two decades of antiviral therapy. Clin Microbiol Rev. 2003 Jan;16(1):114-28.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12525428?tool=bestpractice.com
რეკომენდებულია აციკლოვირის რეზისტენტობის ლაბორატორიული დოკუმენტაცია ვირუსული კულტურით და პაციენტის მართვა უნდა მიმდინარეობდეს ინფექციონისტთან კონსულტაციით.[37]Workowski KA, Bachmann LH, Chan PA, et al. Sexually transmitted infections treatment guidelines, 2021. MMWR Recomm Rep. 2021 Jul 23;70(4):1-187.
https://www.doi.org/10.15585/mmwr.rr7004a1
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34292926?tool=bestpractice.com
ჰერპესვირუსის იზოლატები, რომლებიც რეზისტენტულია აციკლოვირის მიმართ, ასევე რეზისტენტულია ვალაციკლოვირის მიმართ და უმეტესობა რეზისტენტულია ფამციკლოვირის მიმართ.[37]Workowski KA, Bachmann LH, Chan PA, et al. Sexually transmitted infections treatment guidelines, 2021. MMWR Recomm Rep. 2021 Jul 23;70(4):1-187.
https://www.doi.org/10.15585/mmwr.rr7004a1
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34292926?tool=bestpractice.com
ამ სცენარში, ფოსკარნეტის საცდელი მკურნალობა შეიძლება იყოს შესაბამისი.[37]Workowski KA, Bachmann LH, Chan PA, et al. Sexually transmitted infections treatment guidelines, 2021. MMWR Recomm Rep. 2021 Jul 23;70(4):1-187.
https://www.doi.org/10.15585/mmwr.rr7004a1
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34292926?tool=bestpractice.com
[65]Levin MJ, Bacon TH, Leary JJ. Resistance of herpes simplex virus infections to nucleoside analogues in HIV-infected patients. Clin Infect Dis. 2004;39(suppl 5):S248-57.
https://academic.oup.com/cid/article/39/Supplement_5/S248/324985/Resistance-of-Herpes-Simplex-Virus-Infections-to
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15494896?tool=bestpractice.com
თუმცა, ფოსკარნეტთან დაკავშირებული ტოქსიკურობის გამო, ის შესაძლოა გადავინახოთ მძიმე ფორმის დაავადებისთვის, რომელიც რეფრაქტორულია ინტრავენური ან მაღალი დოზით პერორალური აციკლოვირის ან ვალაციკლოვირის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ აციკლოვირისადმი რეზისტენტული ჰერპესვირუსის მუტანტები, როგორც წესი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდნენ ლატენტური, რეზისტენტობის განმეორებითი ტესტირება ასევე რეკომენდებულია განმეორებადი ეპიზოდების დროს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საჭიროა ფსკარნეტის დოზის კორექტირება.