ეტიოლოგია

მარტივი ჰერპესის ვირუსის ტიპი 1 (HSV-1) უფრო მეტად იწვევს ლაბიალურ ჰერპესს; თუმცა ის არის ასევე გენიტალური ჰერპესის საწყისი ეპიზოდების მზარდი მიზეზი.[15][16][17] HSV-1 აგრეთვე დაკავშირებულია HSV ენცეფალიტთან. HSV ტიპი 2 (HSV-2) იწვევს გენიტალურ ჰერპესს. HSV-1 და HSV-2 მიეკუთვნება ჰერპესვირიდულ ოჯახს და დაკავშირებულია ზოსტერის ვირუსთან (varicella-zoster), ციტომეგალოვისურთან, ებშტეინ-ბარის ვირუსთან და ადამიანის ჰერპესვირუსებთან -6, -7, და -8. HSV-1 და HSV-2 არის დიდი, კაფსულიანი, ორმაგჯაჭვიანი დნმ ვირუსები. გენომი აკოდირებს 85 ცილას ტიპ-სპეციფიკური განსხვავებებით სხვადასხვა ცილებს შორის, მათ შორის ცილების, რომლებიც ჩართულია მასპინძლის იმუნიტეტში. გენომურ დონეზე ვირუსები 50%-ით ჰომოლოგიურია. HSV შესაძლოა არსებობდეს როგორც ლატენტურად, ისევე ლიზისის მდგომარეობაში. ლატენტურ პერიოდში ინფექციური ვირიონები არ წარმოიქმნება. ლატენტურად დაინფიცირებული უჯრედები რჩება მასპინძლის მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში, რაც იწვევს ქრონიკულ ინფექციას. ლიზისური ინფექცია ხასიათდება ვირუსის რეპლიკაციით და კანში ტრანსპორტით, კანის და ლორწოვანი გარსების დაინფიცირებით.

პათოფიზიოლოგია

მარტივი ჰერპესის ვირუსის ტიპი1-ის (HSV-1) და ტიპი 2-ის (HSV-2) შეძენა ხდება ლორწოვანი გარსიდან ან კანის ნახეთქებიდან.[18] ვირუსის შეძენა ხშირად უსიმპტომოა. ვირუსები ტავიდან განიცდიან რეპლიკაციას ეპიდერმისში, შემდეგ აინფიცირებს სენსორულ ან ავტონომიურ ნერვულ დაბოლოებებს და მიემართება სენსორული განგლიისკენ რეტროგრადული აქსონური ტრანსპორტირებით . შემდეგ ის გადადის ლატენტურ მდგომარეობაში და საშუალებას აძლევს ვირუსს შეიჭრას იმუნურ სისტემაში და განაპირობოს ინფექცია მტელი ცხოვრების მანძილზე. ვირუსის პერიოდული რეპლიკაცია იწვევს ლიზისურ რეპლიკაციას, როდესაც ვირუსი მიემარტება ანტეროგრადული ტრანსპორტით აქსონით ქვემოთ ლორწოვანის ან კანის ზედაპირისკენ. რეაქტივაცაიმ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსის უსიმპტომო გამოყოფა ან სიმპტომები შესაძლოა იცვლებოდეს ნეიროპათიური ჩხვლეტიდან წვიდან განმეორებით დაწყლულებამდე. ვირუსის გადადება შესაძლოა გამოვლინდეს ვირუსის როგორც უსიმპტომო, ისე სიმპტომური რეაქტივაციის დროს.[19] HSV ინფექციას თან ახლავს CD4+ და CD8+ T-უჯრედული პასუხი, ასევე ანტისხეულების წარმოქმნა. CD8+ T უჯრედები მოიპოვება განგლიებში და პერიფერიულ ლორწოვანზე და ზღუდავენ ვირუსების რეპლიკაციას.

კლასიფიკაცია

ჰერპესვირუსის კლასიფიკაცია[1]

ადამიანის ჰერპესვირუსის (HHV) კლასიფიკაცია:

  • ალფაჰერპესვირუსი

    • HHV-1: HSV-1: პირის ღრუს და/ან გენიტალური ჰერპესი

    • HHV-2: HSV-2: პირის ღრუს და/ან გენიტალური ჰერპესი (ძირითადად გენიტალური)

    • HHV-3: varicella-zoster ვირუსი (VZV): ჩუტყვავილა და ლიქენი

  • ბეტაჰერპესვირუსი

    • HHV-5: ციტომეგალოვირუსი: ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი სინდრომი, რეტინიტი

    • HHV-6, HHV-7: roseolovirus: მეექვსე დაავადება (ახალშობილთა როზეოლა ან მოულოდნელი ეგზანთემა)

  • გამაჰერპესვირუსი

    • HHV-4: ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ლიმფოკრიპტოვირუსი: ინფექციური მონონუკლეოზი, ბურკიტის ლიმფომა, ცენტრალური ნერვული სისტემის ლიმფომა შიდსის დროს, ტრანსპლანტაციის შემდგომი ლიმფოპროლიფერაციული სინდრომი, ნაზოფარინგეული კარცინომა.

    • HHV-8: კაპოშის სარკომასთან ასოცირებული ჰერპესვირუსი: კაპოშის სარკომა, პირველადი ეფუზიური ლიმფომა, კასტლმენის დაავადება.

ზოონოზური ჰერპესვირუსის ინფექციები:

  • MHV-1: B ვირუსი, მაკაკური ჰერპესვირუსი 1 (ადრე ცნობილი იყო როგორც Cercopithecine ჰერპესვირუსი 1): აღმავალი დამბლა და ენცეფალიტი (იშვიათი, შეძენილი ფორმა მაკაკის მაიმუნებისგან).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას