ეპიდემიოლოგია

2016 წელს, დაახლოებით ნახევარ მილიარდ ადამიანს მთელ მსოფლიოში ჰქონდა გენიტალური ინფექცია ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის ტიპი 1 (HSV-1) ან HSV-2-ით, ხოლო რამდენიმე მილიარდს ჰქონდა ორალური HSV-1 ინფექცია.[2] მთელ მსოფლიოში დადგენილია, რომ, 0-49 წლის ასაკის პირთა 67% ინფიცირებულია მარტივის ჰერპესის ვირუსის პირველი ტიპით (HSV-1).[3]

HSV-1 ყველაზე ხშირად შეძენილია ბავშვობაში და სეროპრევალენტობა იზრდება ასაკთან ერთად. აშშ-ს 14-49 წლის მოზრდილებში 47.8% დაინფიცირებულია HSV-1-ით და 11.9% ინფიცირებულია HSV- 2-ით (HSV-2).[4] ორივე ტიპის, HSV-1-ისა და HSV-2-ის პრევალენტობა მამაკაცებთან შედარებით, ქალებში უფრო მაღალია.[3][5]​​​ მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში, HSV-2 სეროპრევალენტობა შემცირდა ერთმომენტიან კვლევებში, გარკვეული რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციების არაპროპორციული წარმომადგენლობა შენარჩუნებულია, განსაკუთრებით ლათინოამერიკელ (ესპანურენოვანები)შავკანიანებში.[6]

გარდა ამისა, აშშ-ში HSV-1-ით განპირობებული გენიტალური ჰერპესის დონე შესაძლოა გაიზარდოს. დადგენილია, რომ მთელ მსოფლიოში 15-49 წლის ასაკის 140 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს HSV-1-ით, პრევალენტობაა 4%.[3] კლინიკაში რეგისტრირებულ იმ პირთა შორის, რომელთაც აქვთ ქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, 30-50% სეროპოზიტიურია HSV-2-ზე, ხოლო აშშ-ს ქალთა კონსულტაციის კლინიკაში პაციენტების 20-30% სეროპოზიტიურია HSV-2-ზე.[7][8]​​​​ HSV-2 სეროდადებითი ადამიანების 10%-დან 25%-მდე ანამნეზში აღენიშნება გენიტალური ჰერპესული დაზიანება ; უმეტესობას აქვს მსუბუქი და ამოუცნობი დაავადება.[9]

HSV-2 გენიტალური წყლულოვანი დავადების ყველაზე ხშირი მიზეზია მთელ მსოფლიოში. HSV-2 ინფექცია რისკფატორია აივ-1 შეძენისა და გადადებისთვის.[10][11]​​ ინგლისში HSV-2 სეროპრევალენტობა 16-64 წლის ასაკში არის 9,7%.[12]

გენიტალური HSV-2-ის რეციდივი უფრო ხშირია, ვიდრე ორალურ-ლაბიალური და გენიტალური HSV-1 ინფექციები.[13]​ გენიტალური HSV-2-ის რეციდივის სიხშირე ადამიანების უმეტესობაში დროთა განმავლობაში მცირდება, თუმცა დამახასიათებელი სურათი ცვალებადია.[14]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას