ახალი ტიპის მკურნალობა

ვაქცინები

რიგი კანდიდატი პრევენციული და თერაპიული ვაქცინები კლინიკურ კვლევებშია, მაგრამ არცერთი ჯერ არ არის წარმოებული. რამდენიმე კანდიდატმა, რომლებმაც გამოიწვიეს ანტიგლიკოპროტეინი D (gD) ანტისხეულების წარმოქმნა, სამწუხაროდ, ვერ გამოავლინა დაცვა მარტივი ჰერპესვირუსი-1 ან ჰერპესვირუსი-2 შეძენისგან.[66][67]

ჰელიკაზა-პაიმაზას ინჰიბიტორები

ვირუსული ჰელიკაზა არის ვირისული რეპლიკაციისთვის აუცილებელი ენზიმი. ჰელიკაზას ინჰიბიტორებს აქვთ ვირუსის რეპლიკაციის პრევენციის სპეციფიკური პოტენციალი. ამენამევირს ჰქონდა ანტივირუსული აქტივობა მეორე ფაზის კლინიკურ კვლევებში.[68] პრიტელივირმა აჩვენა ვირუსის გენიტალური გამოყოფისა და დაზიანებების შემცირება მე-2 ფაზის 2 კვლევაში და მიმდინარეობს მე-3 ფაზის ცვლილება აციკლოვირისადმი რეზისტენტული კანისა და ლორწოვანი გარსის ჰერპესვირუსის იმუნოკომპრომეტირებული სუბიექტების კვლევაში ჩასართავად.[69][70][71]

ტენოფოვირზე დაფუძნებული მკურნალობა

აივ-პრევენციის კვლევების კონტექსტში პეორალურმა ტენოფოვირმა, პერორულმა ტენოფოვირმა/ემტრიციტაბინმა და სქესობრივი ურთიერთობის წინ ვაგინალური ტენოფოვირის გელმა აჩვენა HSV-2-ის შეძენის რისკის დაქვეითება 30-50%-ით.[72] თუმცა, როცა ეძლევა HSV-2-ით დაინფიცირებულ ქალებს არც პერორული ტენოფოვირი და არც ვაგინალური ტენოფოვირის გელი არ ამცირებს HSV-2-ის გენიტალურ გამოყოფას ან რეციდივებს.[73][74] მტკიცებულებების ძალიან დაბალი ხარისხის გამო, კოქრეინის მიმოხილვამ დაადგინა, რომ ტენოფოვირის ეფექტი ჰერპესვირუსის მართვაში გაურკვეველი იყო.[75]

მონოკლონური ანტისხეულები

MB66 მოიცავს კომბინირებულ ანტი-აივ (VRC01-N) და ანტი-HSV (HSV8-N) მონოკლონურ ანტისხეულებს და ვითარდება როგორც ვაგინალური HIV/HSV მიკრობიციდი. HSV8-N ანტისხეულს აქვს სპეფიციკურობა HSV-1/2 კაფსიდული ეპიტოპისთვის.[76]

თიმიდინის ანალოგები

N-მეთანოკარბათიმიდინი ეფქტური იყო ცხოველთა მოდელებში და ამჟამად 1-ელი ფაზის კვლევებშია.[77]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას