მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

კანის ლეიშმანიოზი

Back
1-ლი რიგის – 

ფრთხილი დაკვირვება

კანის მარტივი ლეიშმანიოზის განმარტება: ლორწოვანი ჩართული არ არის, პარაზიტის ტიპი არ არის დაკავშირებული ლორწოვან ლეიშმანიოზთან; 4 ან ნაკლები დაზიანება ზომით <1 სმ; დაზიანება მდებარეობით ექვემდებარება ადგილობრივ თერაპიას და/ან კანი არ არის ექსპოზირებული (კოსმეტიკურად მნიშვნელოვანი არ არის); იმუნოკომპეტენტური მასპინძელი; დაზიანება ლაგდება თერაპიის გარეშე.[8]

კანის ლეიშმანიოზის შემთხვევების უმეტესობა, განსაკუთრებით ძველი მსოფლიოს შტამების შემთხვევაში, სპონტანურად ალაგდება 18 თვის განმავლობაში; შესაბამისად, მნიშვნელოვანია გადაწყვეტა, არსებობს თუ არა მკურნალობის ჩვენება.[107][128] გადაწყვეტილება ინდივიდუალურია, იმის გათვალისწინებით, დაწყებულია თუ არა შეხორცების პროცესი და ხომ არ არსებობს შეხორცების გაძნელება, მეორეული ინფექციების რისკი, ან დაქვეითებული უჯრედული იმუნიტეტი. ასევე მხედველობაში მისაღებია პაციენტის არჩევანი, მკურნალობის ხელმისაწვდომობა და შესაბამისი გამოცდილების ქონა.

Back
პლიუს – 

ჭრილობის მართვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მნიშვნელოვანია ჭრილობის სწორი მართვა, რაც მოიცავს წყლულ(ებ)ის მობანასა და ბარიერული მალამოს გამოყენებას. სითბოს, სიწითლის, ტკივილის და/ან ჩირქოვანი გამონადენის არსებობა საჭიროებს მეორეული ბაქტერიული ინფექციის სწრაფ შეფასებასა და მართვას. შეხორცება ხშირად იწყება წყლულების დაბრტყელებით. დიდი ზომის წყლულები მკურნალობის დასრულებისთვის შეიძლება არც შეხორცდეს. CDC: parasites – leishmaniasis Opens in new window

Back
1-ლი რიგის – 

ადგილობრივი თერაპია

კანის მარტივი ლეიშმანიოზის განმარტება: ლორწოვანი ჩართული არ არის, პარაზიტის ტიპი არ არის დაკავშირებული ლორწოვან ლეიშმანიოზთან; 4 ან ნაკლები დაზიანება ზომით <1 სმ; დაზიანება მდებარეობით ექვემდებარება ადგილობრივ თერაპიას და/ან კანი არ არის ექსპოზირებული (კოსმეტიკურად მნიშვნელოვანი არ არის); იმუნოკომპეტენტური მასპინძელი; დაზიანება ლაგდება თერაპიის გარეშე.[8]

ადგილობრივი თერაპიის გამოყენება ნაჩვენებია მაშინ, როცა ფრთხილი დაკვირვება არ არის რეკომენდებული მიდგომა, ან განკურნების დაჩქარების მიზნით. თუ ფუფხი ვლინდება, ადგილობრივი თერაპიის დაწყებამდე საჭიროა მისი მოშორება.[8]

კრიოთერაპია: მისაღები ვარიანტია ყველა რეგიონში. გამოყენება მარტივია: გულისხმობს დაზიანების და მის გარშემო 1-2 მმ ჯანსაღი კანი მოყინვას თხევადი აზოტის გამოყენებით, სანამ თეთრ ფერს არ მიიღებს. შემდგომ ეს ადგილი უნდა გალღვეს და განმეორებით მოიყინოს. სესიები რეკომენდებულია ყოველ 3 კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ სამჯერ. არასასურველი ეფექტებია: დროებითი ტკივილი და სიწითლე, ასევე ჰიპოპიგმენტაცია.[8]

თერმოთერაპია: შესაძლო ვარიანტია ყველა რეგიონში. დაზიანებების ზომა, მდებარეობა და რაოდენობა განსაზღვრავს ამ მეთოდის მიზნობრივ ეფექტურობასა და ეფექტიანობას. მაღალეფექტურია Leishmania tropica-ს წინააღმდეგ.[107] პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია ადგილობრივი ანესთეზია და ტოპიკური ანტიბიოტიკები. ხშირად საკმარისია ერთჯერადი მკურნალობა. საჭიროა სპეციალური მოწყობილობა. არასასურველი ეფექტებია: ცელულიტი, სიწითლე, ტკივილი მკურნალობის ადგილას.[8]

ტოპიკური პარომომიცინი (15% რთულ ფუძეში): ეფექტურია "ძველი მსოფლიოს" დაავადების დროს, განსაკუთრებით Leishmania major-ის შემთხვევაში და Viannia-ის ქვესახეობებით გამოწვეული "ახალი მსოფლიოს" დაავადების შემთხვევაში.[131][132][133] Viannia-ს შემთხვევაში გამოყენება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, რადგან არსებობს ლორწოვანის დაავადების რისკი.[132] ადგილობრივი გაღიზიანება მოსალოდნელია და უფრო მძიმეა მედიკამენტის ზოგიერთი ფორმის გამოყენებისას. კომერციული ფორმები და ნარევები შეიძლება არ იყოს ექვივალენტური. მისაღები რეჟიმია ტოპიკური გამოყენება 20 დღის განმავლობაში. შეიძლება გამოიყენოთ ცალკე ან კომბინაციაში მეთილბენზეთონიუმ ქლორიდთან, შარდოვანასთან ან გენტამიცინთან.[126]

დაზიანების-შიდა მკურნალობა: ყველაზე ხშირად გამოიყენება ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატები, თუკი ხელმისაწვდომია. დაზიანების შიგნით ნატრიუმის სტიბოგლუკონატის და კრიოთერაპიის კომბინაცია ყველაზე ეფექტურია "ძველი მსოფლიოს" დაავადების შემთხვევაში.[107] მეგლუმინის ანტიმონატი უპირატესია "ახალ მსოფლიოში".[135] მკურნალობა ინიშნება 1-5-ჯერ, ყოველ 3-7 დღეში ერთხელ. ნატრიუმის სტიბოგლუკონატი ხელმისაწვდომია ევროპაში დაზიანების-შიდა გამოყენებისთვის. დაზიანების შიგნით ასევე შეიძლება გამოვიყენოთ პენტამიდინი.[136] ტკივილი ინექციის ადგილას შეიძლება იყოს ძლიერი.[8]

Back
პლიუს – 

ჭრილობის მართვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მნიშვნელოვანია ჭრილობის სწორი მართვა, რაც მოიცავს წყლულ(ებ)ის მობანასა და ბარიერული მალამოს გამოყენებას. სითბოს, სიწითლის, ტკივილის და/ან ჩირქოვანი გამონადენის არსებობა საჭიროებს მეორეული ბაქტერიული ინფექციის სწრაფ შეფასებასა და მართვას. შეხორცება ხშირად იწყება წყლულების დაბრტყელებით. დიდი ზომის წყლულები მკურნალობის დასრულებისთვის შეიძლება არც შეხორცდეს. CDC: parasites – leishmaniasis Opens in new window

Back
მე-2 რიგის – 

სოკოს საწინააღმდეგო აზოლი

ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი მისაღები ვარიანტებია, როცა ადგილობრივი თერაპია ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ მოწოდებულია მკურნალობა (და არა ფრთხილი დაკვირვება). ყველა მათგანს ახასიათებს გასტროინტესტინური არასასურველი ეფექტები და ჰეპატოტოქსიკურობის რისკი, მაგრამ კეტოკონაზოლის შემთხვევაში არსებობს სიცოცხლისათვის საშიში ჰეპატოტოქსიკურობის და QT ინტერვალის გახანგრძლივების (ფატალური არითმიის განვითარების საშიშროებით) რისკი.

სისტემური მიმოხილვით არ გამოვლინდა საკმარისი მტკიცებულება აზოლის ფუნგიციდის რუტინულ მომხარებაზე რეკომენდაციის გასაცემად, მაგრამ "ახალ მსოფლიოში" კეტოკონაზოლის ჯამურმა მიზნობრივმა ეფექტურობამ Leishmania mexicana-ს შემთხვევაში მიაღწია 89%-ს, ამიტომ ეს მისაღები ვარიანტია მექსიკაში და ცენტრალური ამერიკის გარკვეულ ნაწილებში, არასასურველი ეფექტების შესაბამისი მონიტორინგით.[137]

აღნიშნული ჩვენებით აზოლის ფუნგიციდის გამოყენება ევროპასა და აშშ-ში არაა დამტკიცებული.

პირველადი პარამეტრები

ფლუკონაზოლი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

იტრაკონაზოლი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მეორეული ვარიანტები

კეტოკონაზოლი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

ჭრილობის მართვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მნიშვნელოვანია ჭრილობის სწორი მართვა, რაც მოიცავს წყლულ(ებ)ის მობანასა და ბარიერული მალამოს გამოყენებას. სითბოს, სიწითლის, ტკივილის და/ან ჩირქოვანი გამონადენის არსებობა საჭიროებს მეორეული ბაქტერიული ინფექციის სწრაფ შეფასებასა და მართვას. შეხორცება ხშირად იწყება წყლულების დაბრტყელებით. დიდი ზომის წყლულები მკურნალობის დასრულებისთვის შეიძლება არც შეხორცდეს. CDC: parasites – leishmaniasis Opens in new window

Back
1-ლი რიგის – 

სისტემური ანტი-ლეიშმანიური მკურნალობა

კანის ლეიშმანიოზის რთული ფორმა განისაზღვრება შემდეგნაირად: გამოწვეულია ლორწოვან ლეიშმანიოზთან ასოცირებული სახეობებით; ადგილობრივი კანქვეშა კვანძები; დიდი ზომის რეგიონული ადენოპათია; >4 დაზიანება ზომით >1 სმ; ინდივიდუალური დაზიანება ≥5 სმ; ადგილობრივი თერაპია დაუშვებელია, თუ ამას მიუთითებს დაზიანების ზომა ან მდებარეობა და/ან თუ დაზიანება სახეზე, ხელის ან ფეხის თითებზე, სახსრებზე ან გენიტალიებზე აღინიშნება; იმუნოკომპრომისული მასპინძელი; ადგილობრივი თერაპიის წარუმატებლობა.[8]

სისტემური თერაპია უპირატესია დაზიანებ(ებ)ის სიდიდის ან მდებარეობის, მანამდე ჩატარებული ადგილობრივი თერაპიის წარუმატებლობის და/ან დისემინირების რისკის გათვალისწინებით.

მილტეფოზინი: ერთადერთი პერორალური ანტი-ლეიშმანიური მედიკამენტი. ეფექტურია "ახალი მსოფლიოს" დაავადების დროს, რომელიც გამოწვეულია Viannia-ს ქვესახეობით, თუმცა მიზნობრივი ეფექტურობა დაბალია გვატემალაში.[138] ხშირია მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი.

ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატები (ნატრიუმის სტიბოგლუკონატი, მეგლუმინის ანტიმონატი): მაღალეფექტურია "ძველი მსოფლიოს" L major-ის დროს და ფართოდ გამოიყენება "ახალ მსოფლიოში", როცა ხელმისაწვდომია, თუმცა ნაკლებეფექტურია  Leishmania brazilensis და Leishmania mexicana-ს წინააღმდეგ გვატემალაში.[138] შეიძლება გამოვლინდეს მძიმე არასასურველი ეფექტები (მაგ., პანკრეატიტი, QT ინტერვალის გახანგრძლივება), რაზეც საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი. ხუთვალენტიანი ანტიმონიური ნაერთები არ არის ხელმისაწვდომი აშშ-ში. ნატრიუმის სტიბოგლუკონატი კომერციულად ხელმისაწვდომია ევროპაში.

ამფოტერიცინი-B: მონაცემები ნაკლებად სანდოა, მაგრამ გლობალურად აღიარებულია მისი სარგებლიანობა. მიზნობრივი ეფექტურობა უფრო მაღალი იყო ბოლივიაში "ახალი მსოფლიოს" დაავადების დროს.[138] ლიპოსომური ამფოტერიცინი-B უპირატესი და უფრო უსაფრთხო ფორმაა, მაგრამ ფასისა და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინ-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა. ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

პენტამიდინი: მაღალეფექტურია L guyanensis-ის წინააღმდეგ ფრანგულ გვიანასა და სურინამში.[139][140] ინტრავენური მიღება უფრო ეფექტურია, ვიდრე ინტრამუსკულარული.[141] სხვა პირობებში, პენტამიდინის არასასურველი ეფექტები და შედარებით დაბალი მიზნობრივი ეფექტურობა, როგორც წესი, გამორიცხავს მის გამოყენებას. ეს შეიძლება ნაწილობრივ გამოწვეული იყოს მარილზე (ისეთიონატზე) დაფუძნებული დოზის ნაკლებობით, ბაზასთან შედარებით.[143] შეიძლება გამოვლინდეს მძიმე არასასურველი ეფექტები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი, პანკრეატიტი, გასტროინტესტინური სიმპტომები, ჰიპოტენზია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ელექტროლიტების დარღვევები, ნეფროტოქსიკურობა, ჰეპატოტოქსიკურობა, ციტოპენიები, რაბდომიოლიზი). საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი. მათი შემსუბუქება ხდება დაზიანების-შიდა მკურნალობით.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

მილტეფოზინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ნატრიუმის სტიბოგლუკონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

მეგლუმინის ანტიმონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მეორეული ვარიანტები

პენტამიდინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

ჭრილობის მართვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მნიშვნელოვანია ჭრილობის სწორი მართვა, რაც მოიცავს წყლულ(ებ)ის მობანასა და ბარიერული მალამოს გამოყენებას. სითბოს, სიწითლის, ტკივილის და/ან ჩირქოვანი გამონადენის არსებობა საჭიროებს მეორეული ბაქტერიული ინფექციის სწრაფ შეფასებასა და მართვას. შეხორცება ხშირად იწყება წყლულების დაბრტყელებით. დიდი ზომის წყლულები მკურნალობის დასრულებისთვის შეიძლება არც შეხორცდეს. CDC: parasites – leishmaniasis Opens in new window

Back
1-ლი რიგის – 

ექსპერტის კონსულტაცია

კანის ლეიშმანიოზის რთული ფორმების მკურნალობა, როგორიცაა დისემინირებული ლეიშმანიოზი, კანის დიფუზური ლეიშმანიოზი და leishmaniasis recidivans, უნდა იმართებოდეს ექსპერტების მიერ, რადგან მკურნალობა რთულია და მტკიცებულებები მწირია.

დისემინირებული ლეიშმანიოზი: ლიპოსომური ამფოტერიცინი-B წარმატებით გამოიყენება (75%-იანი განკურნების სიხშირე).[144]

Leishmaniasis recidivans: რთული სამკურნალოა.[8] შესაძლო რეჟიმი მოიცავს ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატის და ალოპურინოლის კომბინაციას 30 დღის განმავლობაში.[146] ხშირად გამოიყენება ლიპოსომური ამფოტერიცინი B და მილტეფოზინი.

Back
1-ლი რიგის – 

მკურნალობის ან ადგილობრივი თერაპიის გადადება

კანის მარტივი და რთული ფორმების მკურნალობა ორსულ პაციენტებში ძალიან ინდივიდუალურია.

თუ შესაძლებელია, მკურნალობა უნდა გადაიდოს ორსულობის დასრულებამდე, ეგზოფიტური დაზიანებების შემთხვევაშიც კი; თუმცა, მკურნალობის გარეშე, კანის ლეიშმანიოზის დროს შესაძლებელია მომატებული იყოს ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის რისკი.[147]

ადგილობრივი მკურნალობის ვარიანტები, როგორიცაა კრიოთერაპია, თერმოთერაპია და ტოპიკური პარომომიცინი ხშირად უპირატესია სისტემურ თერაპიებთან შედარებით; თუმცა, შეიძლება მომატებული იყოს ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის რისკი. დაზიანების-შიდა მკურნალობა შეიძლება გახდეს სიმპტომური აბსორბციის მიზეზი, ამიტომ რეკომენდებული არ არის ორსულებში.

კანის ლეიშმანიოზის რთული ფორმების მკურნალობა, როგორიცაა დისემინირებული ლეიშმანიოზი, კანის დიფუზური ლეიშმანიოზი და leishmaniasis recidivans, უნდა იმართებოდეს ექსპერტების მიერ, რადგან მკურნალობა რთულია და მტკიცებულებები მწირია.

Back
პლიუს – 

ჭრილობის მართვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მნიშვნელოვანია ჭრილობის სწორი მართვა, რაც მოიცავს წყლულ(ებ)ის მობანასა და ბარიერული მალამოს გამოყენებას. სითბოს, სიწითლის, ტკივილის და/ან ჩირქოვანი გამონადენის არსებობა საჭიროებს მეორეული ბაქტერიული ინფექციის სწრაფ შეფასებასა და მართვას. შეხორცება ხშირად იწყება წყლულების დაბრტყელებით. დიდი ზომის წყლულები მკურნალობის დასრულებისთვის შეიძლება არც შეხორცდეს. CDC: parasites – leishmaniasis Opens in new window

Back
მე-2 რიგის – 

ამფოტერიცინი B

ლიპოსომური ამფოტერიცინი-B ყველაზე უსაფრთხოა ზოგადად და ასევე უსაფრთხო აღმოჩნდა ორსულებშიც. ფასის და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა.

ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

კანის ლეიშმანიოზის რთული ფორმების მკურნალობა, როგორიცაა დისემინირებული ლეიშმანიოზი, კანის დიფუზური ლეიშმანიოზი და leishmaniasis recidivans, უნდა იმართებოდეს ექსპერტების მიერ, რადგან მკურნალობა რთულია და მტკიცებულებები მწირია.

პირველადი პარამეტრები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

ჭრილობის მართვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მნიშვნელოვანია ჭრილობის სწორი მართვა, რაც მოიცავს წყლულ(ებ)ის მობანასა და ბარიერული მალამოს გამოყენებას. სითბოს, სიწითლის, ტკივილის და/ან ჩირქოვანი გამონადენის არსებობა საჭიროებს მეორეული ბაქტერიული ინფექციის სწრაფ შეფასებასა და მართვას. შეხორცება ხშირად იწყება წყლულების დაბრტყელებით. დიდი ზომის წყლულები მკურნალობის დასრულებისთვის შეიძლება არც შეხორცდეს. CDC: parasites – leishmaniasis Opens in new window

ლორწოვანის ლეიშმანიოზი

Back
1-ლი რიგის – 

სისტემური ანტი-ლეიშმანიური მკურნალობა

ლორწოვანი ლეიშმანიოზის მქონე პაციენტებში მოწოდებულია სისტემური მკურნალობა. ნყარი მტკიცებულებები არ არსებობს და მკურნალობის მიზნობრივი ეფექტურობის შესახებ მონაცემები განსხვავებულია, რის გამოც საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა.

ხუთვალენტიანი ანტიმონიური ნაერთები (ნატრიუმის სტიბოგლუკონატი, მეგლუმინის ანტიმონატი): არჩევის პრეპარატებია, თუკი ხელმისაწვდომია და პაციენტს კარგი ამტანობა აქვს. მიზნობრივი ეფექტურობა 88%-მდეა მეგლუმინის ანტიმონატის შემთხვევაში, ხოლო ნატრიუმის სტიბოგლუკონატისთვის შედარებით დაბალია. ზოგიერთი კვლევით დამატებულია პენტოქსიფილინი ან გამა ინტერფერონი, მაგრამ მტკიცებულება სუსტია.[124] შეიძლება გამოვლინდეს მძიმე არასასურველი ეფექტები (მაგ., პანკრეატიტი, QT ინტერვალის გახანგრძლივება), რაზეც საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი. მათი შემსუბუქება ხდება დაზიანების-შიდა მკურნალობით. ხუთვალენტიანი ანტიმონიური ნაერთები არ არის ხელმისაწვდომი აშშ-ში. ნატრიუმის სტიბოგლუკონატი კომერციულად ხელმისაწვდომია ევროპაში.

ამფოტერიცინი-B: მონაცემები მწირია შედარებით ხუთვალენტიან ანტიმონიურ პრეპარატებთან, მაგრამ უსაფრთხოების პროფილი უკეთესია. მისაღები ალტერნატივაა, განსაკუთრებით თუ მკურნალობა წარუმატებელია, ვითარდება რეციდივი ან ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატების აუტანლობა.[8] რეტროსპექტული მონაცემები ბრაზილიიდან ავლენს 93%-იან განკურნების სიხშირეს.[150] ლიპოსომური ამფოტერიცინი-B უპირატესი და უფრო უსაფრთხო ფორმაა, მაგრამ ფასისა და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინ-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა. ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

მილტეფოზინი: პოტენციური ვარიანტია, მაგრამ მონაცემები მწირია და განკურნების სიხშირე დაბალია, გარდა კლინიკურად მსუბუქი შემთხვევებისა.[151] ერთადერთი პერორალური ანტი-ლეიშმანიური მედიკამენტია. ხშირია მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი.

პენტამიდინი: პენტამიდინი ნაკლებად მისაღებ ალტერნატივად ითვლება.[8]

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ნატრიუმის სტიბოგლუკონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

მეგლუმინის ანტიმონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

მილტეფოზინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მეორეული ვარიანტები

პენტამიდინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
1-ლი რიგის – 

ამფოტერიცინი B

ლორწოვანი ლეიშმანიოზის მკურნალობა არ უნდა გადაიდოს ორსულებში.

ლიპოსომური ამფოტერიცინი-B ყველაზე უსაფრთხოა ზოგადად და ასევე უსაფრთხო აღმოჩნდა ორსულებშიც. ფასის და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა.

ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ვისცერული ლეიშმანიოზი

Back
1-ლი რიგის – 

ამფოტერიცინი B

ლიპოსომური ამფოტერიცინი-B მაღალეფექტურია L donovani-ის წინააღმდეგ სამხრეთ აზიაში და ასევე L infantum-ის წინააღმდეგ (იგივე L chagasi).[8][107][138]

მაღალი დოზებია საჭირო L donovani-ს სამკურნალოდ აღმოსავლეთ აფრიკაში; შესაბამისად, ეს ნაკლებ უპირატესი ვარიანტია ამ რეგიონში.[159][160]

ფასის და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა.

ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
1-ლი რიგის – 

კომბინაციური ანტი-ლეიშმანიური თერაპია

აღმოსავლეთ აფრიკაში ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატის და პარომომიცინის კომბინაცია მაღალეფექტურია Leishmania donovani-ით გამოწვეული ვისცერული ლეიშმანიოზის სამკურნალოდ, განკურნების სიხშირე 90-95%-ია.[160][163] აღნიშნული რეჟიმი უპირატესია აღმოსავლეთ აფრიკაში (ამფოტერიცინ-B-სთან შედარებით) ფასის, ხელმისაწვდომობის და რეგიონული მიზნობრივი ეფექტურობის გათვალისწინებით. მისი გამოყენება არ შეიძლება >50 წლის პაციენტებში ან აივ-ინფიცირებულებში, რადგან განკურნების სიხშირე მცირდება.[163] ეს კომბინაცია რეკომენდებული არ არის სამხრეთ აზიაში.

სამხრეთ აზიაში ლიპოსომური ამფოტერიცინი-B-ს კომბინაცია მილტეფოზინის ან პარომომიცინის მოკლე კურსთან, ან ერთდროულად მილტეფოზინსა და პარომომიცინთან, მაღალეფექტური ალტერნატივაა ამფოტერიცინ-B-სთან შედარებით.[157][158][164]

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ნატრიუმის სტიბოგლუკონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

იყოს

მეგლუმინის ანტიმონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

--და--

პარამომიცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

--და--

მილტეფოზინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

იყოს

პარამომიცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

მილტეფოზინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

და

პარამომიცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
მე-2 რიგის – 

მილტეფოზინი

ალტერნატიული ვარიანტია L donovani-ს წინააღმდეგ სამხრეთ აზიაში, მაგრამ მზარდი რეზისტენტობის გამო ნაკლებად მოიხმარება. მონოთერაპიის მიზნობრივი ეფექტურობა სხვა რეგიონებში სუბოპტიმალურია.[138]

ხშირია მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებისთვის იხელმძღვანელეთ ადგილობრივი გზამკვლევით.

პირველადი პარამეტრები

მილტეფოზინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
მე-2 რიგის – 

ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატი ან პარომომიცინი

ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატები (ნატრიუმის სტიბოგლუკონატი, მეგლუმინის ანტიმონატი): გამოიყენება L donovani-ს წინააღმდეგ აღმოსავლეთ აფრიკაში და ასევე L infantum-ის წინააღმდეგ, მიზნობივი ეფექტურობა მისაღებია; თუმცა, მეორე რიგის პრეპარატებად ითვლება, როცა სხვა საშუალებებია ხელმისაწვდომი. რეზისტენტობის გამო ისინი არ გამოიყენება სამხრეთ აზიაში.[107] შეიძლება გამოვლინდეს მძიმე არასასურველი ეფექტები (მაგ., პანკრეატიტი, QT ინტერვალის გახანგრძლივება), რაზეც საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი. ხუთვალენტიანი ანტიმონიური ნაერთები არ არის ხელმისაწვდომი აშშ-ში. ნატრიუმის სტიბოგლუკონატი კომერციულად ხელმისაწვდომია ევროპაში.

პარომომიცინი: სამხრეთ აზიაში მონოთერაპიის უსაფრთხოება და მიზნობრივი ეფექტურობა დადასტურდა L donovani-ს წინააღმდეგ, მაგრამ ხელმისაწვდომია სხვა უფრო უსაფრთხო ვარიანტები იგივე ან მეტი ეფექტურობით.[165][166] საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ნეფროტოქსიკურობის და ოტოტოქსიკურობის გამოვლენის მიზნით. პარომომიცინის სისტემური ფორმულაციები არ არის ხელმისაწვდომი აშშ-ში.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ნატრიუმის სტიბოგლუკონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

მეგლუმინის ანტიმონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

პარამომიცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
1-ლი რიგის – 

ამფოტერიცინი B

მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არანამკურნალები ვისცერული ლეიშმანიოზი შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს როგორც დედისათვის, ასევე ნაყოფისთვისაც.

მწირ მონაცემებზე დაყრდნობით, ლიპოსომური ამფოტერიცინი-B წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ სამკურნალო საშუალებას.[8][119]

ფასის და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა.

ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ადგილობრივ გზამკვლევებში. აღმოსავლეთ აფრიკაში უფრო მაღალი დოზაა საჭირო Leishmania donovani-ის სამკურნალოდ.[159][160]

პირველადი პარამეტრები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
მე-2 რიგის – 

ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატი ან პარომომიცინი

ორსულობის დროს ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატები არ არის რეკომენდებული, რადგან მომატებულია სპონტანური აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის რისკი. პარომომიცინის უსაფრთხოებაზე ორსულობის დროს მონაცემები არ არსებობს.[8] თუმცა, თუ სხვა ვარიანტები ხელმისაწვდომი არ არის, მკურნალობა ამ მედიკამენტებით (ცალკეულად ან კომბინაციაში) დასაშვებია ექსპერტის მეთვალყურეობის ქვეშ.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
1-ლი რიგის – 

ამფოტერიცინი B

ლიპოსომური ამფოტერიცინი-B განიხილება, როგორც საუკეთესო ვარიანტი ვისცერული ლეიშმანიოზის და აივ ინფექციის მქონე პაციენტებისთვის.[8]​​[169][170]

იმუნოკომპრომისულ პაციენტებში გამოიყენება მაღალი ჯამური დოზა. თუმცა, მაღალი დოზის ფონზეც კი, მკურნალობა შეიძლება წარუმატებელი იყოს და რეციდივი ხშირია. აღმოსავლეთ აფრიკაში გამოქვეყნებულ კლინიკურ კვლევაში ლიპოსომური ამფოტერიცინი-B-ს მონოთერაპიის მიზნობრივმა ეფექტურობამ იმ პაციენტებში, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობის მედიანა უტოლდებოდა 69 უჯრედს/მიკროლიტრზე, შეადგინა მხოლოდ 55%.[171]

ფასის და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა.

ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყება ან გაგრძელება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ანტირეტროვირუსული თერაპია უნდა დაიწყოს ან გაგრძელდეს აივ ინფიცირებულებში, ადგილობრივი გაიდლაინების თანახმად. იმუნური ფუნქციის გაუმჯობესება აუცილებელია ვისცერული ლეიშმანიოზოს მკურნალობისთვის. იხ. აივ ინფექცია.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
განიხილე – 

მეორადი პროფილაქტიკა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მეორეული პროფილაქტიკა შესაბამისი ანტი-ლეიშმანიური მედიკამენტების გამოყენებით საჭიროა ყველა პაციენტისთვის, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა <200-დან 350-მდე უჯრედი/მიკროლიტრის ფარგლებში მერყეობს (ჯანმრთელობის პანამერიკული ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს CD4-ის უფრო მაღალ ზღურბლს), რადგან რეციდივის რისკი მაღალია.[8][145][169][170]

საუკეთესო რეჟიმის თაობაზე კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა გაიდლაინებით რეკომენდებულია სხვადასხვა ვარიანტები.[169] დამატებითი მითითებებისთვის იხილეთ ადგილობრივი გზამკვლევები.

არ არსებობს კონსენსუსი მეორეული პროფილაქტიკის დასრულების დროის თაობაზე. ზოგიერთი გაიდლაინით რეკომენდებულია შეჩერება, როცა CD4 უჯრედების რაოდენობა მიაღწევს >200-350 უჯრედს/მიკროლიტრზე, ხოლო სხვა გაიდლაინებით რეკომენდებულია მუდმივი თერაპია, რადგან რეციდივის რისკი გრძელდება. აივ ინფიცირებულ ყველა პაციენტში აუცილებელია ფრთხილი მონიტორინგი რეციდივის ამოსაცნობად.[8][169]

Back
მე-2 რიგის – 

კომბინაციური ანტი-ლეიშმანიური თერაპია

ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპია. ლიპოსომური ამფოტერიცინი B-ს და მილტეფოზინის კომბინაციამ 88%-იანი მიზნობრივი ეფექტურობა აჩვენა აღმოსავლეთ აფრიკაში, პაციენტებში, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობის მედიანა 54 უჯრედი/მიკროლიტრი იყო.[171] ინდოეთში, მილტეფოზინისა და ლიპოსომური ამფოტერიცინი B-ის კომბინაცია ასოცირდება 96%-იან მიზნობრივ ეფექტურობასთან, მილტეფოზინის მონოთერაპიასთან შედარებით (85%).[172]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აივ კოინფექციის მქონე პირებისთვის, ლიპოსომური ამფოტერიცინი B-სა და მილტეფოზინის კომბინაცია უპირატესია ლიპოსომური ამფოტერიცინი B-ს მონოთერაპიასთან შედარებით.[62]

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

და

მილტეფოზინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყება ან გაგრძელება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ანტირეტროვირუსული თერაპია უნდა დაიწყოს ან გაგრძელდეს აივ ინფიცირებულებში, ადგილობრივი გაიდლაინების თანახმად. იმუნური ფუნქციის გაუმჯობესება აუცილებელია ვისცერული ლეიშმანიოზოს მკურნალობისთვის. იხ. აივ ინფექცია.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
განიხილე – 

მეორადი პროფილაქტიკა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მეორეული პროფილაქტიკა შესაბამისი ანტი-ლეიშმანიური მედიკამენტების გამოყენებით საჭიროა ყველა პაციენტისთვის, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა <200-დან 350-მდე უჯრედი/მიკროლიტრის ფარგლებში მერყეობს (ჯანმრთელობის პანამერიკული ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს CD4-ის უფრო მაღალ ზღურბლს), რადგან რეციდივის რისკი მაღალია.[8][145][169][170]

საუკეთესო რეჟიმის თაობაზე კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა გაიდლაინებით რეკომენდებულია სხვადასხვა ვარიანტები.[169] დამატებითი მითითებებისთვის იხილეთ ადგილობრივი გზამკვლევები.

არ არსებობს კონსენსუსი მეორეული პროფილაქტიკის დასრულების დროის თაობაზე. ზოგიერთი გაიდლაინით რეკომენდებულია შეჩერება, როცა CD4 უჯრედების რაოდენობა მიაღწევს >200-350 უჯრედს/მიკროლიტრზე, ხოლო სხვა გაიდლაინებით რეკომენდებულია მუდმივი თერაპია, რადგან რეციდივის რისკი გრძელდება. აივ ინფიცირებულ ყველა პაციენტში აუცილებელია ფრთხილი მონიტორინგი რეციდივის ამოსაცნობად.[8][169]

Back
მე-3 რიგის – 

ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატები

აივ კოინფექციის დროს გამოყენება დაკავშირებულია მაღალ სიკვდილობასთან და მძიმე რეაქციებთან, ამიტომ სხვა ვარიანტებია უპირატესი.[173][174][175]

შეიძლება გამოვლინდეს მძიმე არასასურველი ეფექტები (მაგ., პანკრეატიტი, QT ინტერვალის გახანგრძლივება), რაზეც საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი.

ხუთვალენტიანი ანტიმონიური ნაერთები არ არის ხელმისაწვდომი აშშ-ში. ნატრიუმის სტიბოგლუკონატი კომერციულად ხელმისაწვდომია ევროპაში.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ნატრიუმის სტიბოგლუკონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

მეგლუმინის ანტიმონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყება ან გაგრძელება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ანტირეტროვირუსული თერაპია უნდა დაიწყოს ან გაგრძელდეს აივ ინფიცირებულებში, ადგილობრივი გაიდლაინების თანახმად. იმუნური ფუნქციის გაუმჯობესება აუცილებელია ვისცერული ლეიშმანიოზოს მკურნალობისთვის. იხ. აივ ინფექცია.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
განიხილე – 

მეორადი პროფილაქტიკა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მეორეული პროფილაქტიკა შესაბამისი ანტი-ლეიშმანიური მედიკამენტების გამოყენებით საჭიროა ყველა პაციენტისთვის, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა <200-დან 350-მდე უჯრედი/მიკროლიტრის ფარგლებში მერყეობს (ჯანმრთელობის პანამერიკული ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს CD4-ის უფრო მაღალ ზღურბლს), რადგან რეციდივის რისკი მაღალია.[8][145][169][170]

საუკეთესო რეჟიმის თაობაზე კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა გაიდლაინებით რეკომენდებულია სხვადასხვა ვარიანტები.[169]

არ არსებობს კონსენსუსი მეორეული პროფილაქტიკის დასრულების დროის თაობაზე. ზოგიერთი გაიდლაინით რეკომენდებულია შეჩერება, როცა CD4 უჯრედების რაოდენობა მიაღწევს >200-350 უჯრედს/მიკროლიტრზე, ხოლო სხვა გაიდლაინებით რეკომენდებულია მუდმივი თერაპია, რადგან რეციდივის რისკი გრძელდება. აივ ინფიცირებულ ყველა პაციენტში აუცილებელია ფრთხილი მონიტორინგი რეციდივის ამოსაცნობად.[8][169]

Back
1-ლი რიგის – 

ამფოტერიცინი B

იმუნოსუპრესიის სხვა ფორმებია: მყარი ორგანოს ტრანსპლანტაცია, ლიმფური ან ჰემატოლოგიური ავთვისებიანი მდგომარეობა, მკურნალობა იმუნოსუპრესანტებით სხვა ჩვენებების გამო.

მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა რეჟიმით, მაგრამ რეკომენდებულია ლიპოსომური ამფოტერიცინ-B, განსაკუთრებით მყარი ორგანოების რეციპიენტებში.[8][145][168]

ფასის და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა.

ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
განიხილე – 

შეწყვიტეთ იმუნოსუპრესანტები ან შეამცირეთ დოზა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუ პაციენტი იმუნოსუპრესანტებს იღებს სხვა ჩვენებით, განიხილეთ დოზის შემცირება ან მედიკამენტის შეწყვეტა, თუ ეს შესაძლებელია. აღნიშნული ეფუძნება ექსპერტულ მოსაზრებებას, რადგან მონაცემები მწირია.[168] იმუნური ფუნქციის გაუმჯობესება აუცილებელია ვისცერული ლეიშმანიოზოს მკურნალობისთვის.

Back
განიხილე – 

მეორადი პროფილაქტიკა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მეორეული პროფილაქტიკა განიხილეთ ინდივიდუალურად, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს რეციდივის ანამნეზი და იმუნოსუპრესიული მდგომარეობა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ რეციდივი ხშირია, განსაკუთრებით მყარი ორგანოს რეციპიენტებში (დაახლ. 25%), მეორეული პროფილაქტიკის როლის შესახებ არსებული მონაცემები მწირია. ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების/ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის ამერიკული საზოგადოების გაიდლაინებით რეკომენდებული არ არის მეორეული პროფილაქტიკა პაციენტებში, რომელთაც რეციდივი არ ჰქონიათ, მაგრამ მცირე რეტროსპექტულ, შემთხვევა-კონტროლის კვლევაში რეციდივის რისკი მეორეული პროფილაქტიკის ფონზე მცირდებოდა 27%-ით.[8][178]

Back
1-ლი რიგის – 

ამფოტერიცინი B

მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არანამკურნალები ვისცერული ლეიშმანიოზი შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს როგორც დედისათვის, ასევე ნაყოფისთვისაც.

მწირ მონაცემებზე დაყრდნობით, ლიპოსომური ამფოტერიცინი-B წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ სამკურნალო საშუალებას.[8][119]

ფასის და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა.

ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ხშირ გართულებებს, როგორიცაა სითხის მოცულობის შემცირება, მალნუტრიცია, ანემია და თანდართული ბაქტერიული ინფექცია (მაგ., პნევმონია) ან პარაზიტული ინფექციები (მაგ., მალარია).

Back
პლიუს – 

ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყება ან გაგრძელება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ანტირეტროვირუსული თერაპია უნდა დაიწყოს ან გაგრძელდეს აივ ინფიცირებულებში, ადგილობრივი გაიდლაინების თანახმად. ორსულებს ესაჭიროებათ მათთვის რეკომენდებული სპეციფიკური რეჟიმი. იმუნური ფუნქციის გაუმჯობესება აუცილებელია ვისცერული ლეიშმანიოზოს მკურნალობისთვის. იხ. აივ ინფექცია ორსულობის დროს.

Back
განიხილე – 

შეწყვიტეთ იმუნოსუპრესანტები ან შეამცირეთ დოზა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუ პაციენტი იმუნოსუპრესანტებს იღებს სხვა ჩვენებით, განიხილეთ დოზის შემცირება ან მედიკამენტის შეწყვეტა, თუ ეს შესაძლებელია. აღნიშნული ეფუძნება ექსპერტულ მოსაზრებებას, რადგან მონაცემები მწირია.[168] იმუნური ფუნქციის გაუმჯობესება აუცილებელია ვისცერული ლეიშმანიოზოს მკურნალობისთვის.

Back
განიხილე – 

მეორადი პროფილაქტიკა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მეორეული პროფილაქტიკა შესაბამისი ანტი-ლეიშმანიური მედიკამენტების გამოყენებით საჭიროა ყველა აივ ინფიცირებული პაციენტისთვის, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა <200-დან 350-მდე უჯრედი/მიკროლიტრის ფარგლებში მერყეობს (ჯანმრთელობის პანამერიკული ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს CD4-ის უფრო მაღალ ზღურბლს), რადგან რეციდივის რისკი მაღალია.[8][145][169][170]

იმუნოსუპრესიის სხვა ფორმების მქონე პაციენტებში მეორეული პროფილაქტიკა განიხილეთ ინდივიდუალურად, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აქვს რეციდივის ანამნეზი და იმუნოსუპრესიული მდგომარეობა გრძელდება.

მიმდინარე

კალა-აზარის-შემდგომი კანის ლეიშმანიოზი

Back
1-ლი რიგის – 

სისტემური ანტი-ლეიშმანიური მკურნალობა

მკურნალობა აღმოსავლეთ აფრიკელ პაციენტებში ნაჩვენებია კალა-აზარის-შემდგომი კანის ლეიშმანიოზის მძიმე ან არა-თვითგანკურნებადი ფორმის დროს, ინდური ფორმის დროს და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.[6]

მილტეფოზინი: რეკომენდებულია პირველი რიგის მკურნალობის სახით სამხრეთ აზიაში.[185] ერთადერთი პერორალური ანტი-ლეიშმანიური მედიკამენტია. ხშირია მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი. ლიპოსომური ამფოტერიცინი B-ისა და მილტეფოზინის კომბინირებული თერაპია ასოცირდებოდა 100%-იან მიზნობრივ ეფექტურობასთან სამხრეთ აზიაში.[184]

ამფოტერიცინი-B: განიხილება მეორე რიგის პრეპარატად სამხრეთ აზიაში.[170] ლიპოსომური ამფოტერიცინი-B გარკვეული მიზნობრივი ეფექტურობით ხასიათდება, რეგიონის ზოგიერთი ლიმიტირებული კვლევის მიხედვით.[182][181] ფასის და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა. ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატები: ხშირად გამოიყენება აღმოსავლეთ აფრიკაში მძიმე ან პერსისტენტული დაავადების დროს.[186]შეიძლება გამოვლინდეს მძიმე არასასურველი ეფექტები (მაგ., პანკრეატიტი, QT ინტერვალის გახანგრძლივება), რაზეც საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი. ხუთვალენტიანი ანტიმონიური ნაერთები არ არის ხელმისაწვდომი აშშ-ში. ნატრიუმის სტიბოგლუკონატი კომერციულად ხელმისაწვდომია ევროპაში.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

მილტეფოზინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ნატრიუმის სტიბოგლუკონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ნატრიუმის სტიბოგლუკონატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

--და--

პარამომიცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

მეორეული ვარიანტები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
1-ლი რიგის – 

ამფოტერიცინი B

მონაცემები მწირია, მაგრამ რეკომენდაცია ეფუძნება შედარებით უსაფრთხოობას და მილტეფოზინის წინააღმდეგჩვენებას ორსულებში.

ლიპოსომური ამფოტერიცინი-B ყველაზე უსაფრთხოა ზოგადად და ასევე უსაფრთხო აღმოჩნდა ორსულებშიც.

ფასის და ცივი ჯაჭვის საჭიროების გამო ლიმიტირებულია გლობალურად და ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატი არის მისაღები ალტერნატივა.

ზოგადად, კარგი ამტანობა ახასიათებს; თუმცა, პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს ნეფროტოქსიკურობაზე, ელექტროლიტების დარღვევასა და ანემიაზე.

დოზა დამოკიდებულია ორგანიზმსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე; მედიკამენტის არჩევისა და დოზირებაზე ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ გზამკვლევებს.

პირველადი პარამეტრები

ამფოტერიცინი B ლიპოსომური: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

ან

ამფოტერიცინი B დეზოქსიქოლატი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

რეციდივები

Back
1-ლი რიგის – 

განმეორებითი მკურნალობა

სათანადო მკურნალობის ფონზე რეციდივი იშვიათია იმუნოკომპეტენტურ მასპინძლებში. საჭიროა რეციდივის ნიშნების მონიტორინგი, განსაკუთრებით, აივ/შიდსის მქონე ან იმუნოკომპრომისულ პირებში.

განმეორებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში საუკეთესო რეჟიმის შესარჩევად საჭიროა ექსპერტის კონსულტაცია.

ამფოტერიცინი-B მისაღები ვარიანტია ლორწოვანი ლეიშმანიოზის დროს, განსაკუთრებით, თუ მკურნალობა წარუმატებელია ან ფიქსირდება რეციდივი.[8]

ვისცერული ლეიშმანიოზის მქონე, იმუნოკომპეტენტურ პაციენტებს, რომელთაც საწყის თერაპიაზე არ აქვთ დადებითი შედეგი, ან აღენიშნებათ რეციდივი, უნდა ჩაუტარდეთ სხვა კლასის ანტი-ლეიშმანიური პრეპარატებით (ან მათი კომბინაციით) მკურნალობის სრული კურსი. თუმცა, თუ თავდაპირველი მკურნალობა მოიცავდა ლიპოსომურ ამფოტერიცინ-B-ს, განმეორებითი მკურნალობა შესაძლებელია იმავე მედიკამენტით, უფრო მაღალი ჯამური დოზებით.[8][107]

ვისცერული ლეიშმანიოზის მქონე იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, რომელთაც რეციდივი აღენიშნებათ, მისაღებია მკურნალობა ლიპოსომური ამფოტერიცინ-B-ით, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა პირველადი თერაპია ამავე მედიკამენტითაა ჩატარებული, რადგან წარუმატებლობის მიზეზად ამ შემთხვევაში მიიჩნევა იმუნოლოგიური ფაქტორი და არა მედიკამენტის მიმართ რეზისტენტობა. ალტერნატივად დასაშვებია სხვა ვარიანტებისა და კომბინაციური თერაპიების მოსინჯვა.[8]

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას