გართულებები
ამილაზისა და ლიპაზის დონის მატება აღენიშნება თითქმის ყველა პაციენტს, თუმცა უსიმპტომო პაციენტთა უმრავლესობაში მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს.
ამისგან განსხვავებით, მწვავე კლინიკური პანკრეატიტი შესაძლოა პოტენციურად ლეტალური გამოსავლით დასრულდეს და აუცილებელია მკურნალობის დროებით ან საბოლოოდ შეწყვეტა.
აივ კოინფიცირებული პაციენტები არიან გასაკუთრებული რისკის ქვეშ.
ბაქტერიული სუპერინფექცია შესაძლოა განვითარდეს კანის ლეიშმანიოზის შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ დაზიანება დაწყლულებულია ან მოშიშვლებულ არეშია (მაგ., ტერფზე, ხელზე) და გარემოში ცუდი ჰიგიენური პირობებია.
ინფექცია ასევე შეიძლება განვითარდეს თერმოთერაპიის დროს, ლოკალიზებული მეორე ხარისხის დამწვრობის ფონზე.
სუპერინფექციამ შესაძლოა დააყოვნოს მლურნალობაზე პასუხი.
ბაქტერიული სუპერინფექციის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ტოპიკურ ან სისტემურ ანტიბიოტიკოთერაპიას. ტოპიკური ანტიბიოტიკები შეიძლება გამოიყენოთ თერმოთერაპიის შემდეგ, სუპერინფექციის პრევენციის მიზნით.
ვისცერული ლეიშმანიოზით განპირობებული იმუნოსუპრესია ხელს უწყობს პოტენციურად ლეტალური ბაქტერიული ინფექციის, როგორიცაა დიზინტერია, პნევმონია და სეფსისი, განვითარებას.
საჭიროა პაციენტის გულდასმით გასინჯვა მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.
საეჭვო ან დადასტურებული ბაქტერიული ინფექციის მკურნალობა შესაბამისი ანტიბიოტიკებით დაწყებული უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე.
უფრო ხშირად აღინიშნება ვისცერული ლეიშმანიოზის მკურნალობისას, ვიდრე კანის ლეიშმანიოზის მკურნალობისას. შეიძლება იყოს ფატალური.
აივ-კოინფიცირებული, თანმხლები კარდიოპათიის ან ელექტროლიტური დისბალანსის მქონე პაციენტები განსაკუთრებული რიკის ქვეშ არიან.
ეკგ მონიტორინგი რეკომენდებულია მკურნალობის პერიოდში. შესაძლოა დროებით, ან საბოლოოდ შეწყდეს მკურნალობა, თუ განვითარდა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები (მაგ.: ST-T სეგმენტის გამოხატული ცვლილება ან კორეგირებული QT ინტერვალის გახანგრძლივება 0.5 წმ-ზე მეტად).
ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატის ხშირი და პოტენციურად ლეტალური არასასურველი ეფექტია.
საჭიროა სისხლში კალიუმისა და კრეატინინის დონის მონიტორინგი.
თუ მონიტორინგი შეუძლებელია, უმჯობესია დღეგამოშვებითი რეჟიმით მკურნალობა.
დამატებით ნატრიუმის ქლორიდისა და ელექტროლიტების შეყვანა და დეჰიდრატაციის თავიდან აცილება ამცირებს რისკს.
ლიპოსომური ამფოტერიცინი-B-ის გამოყენებისას ნეფროტოქსიკურობა ნაკლებად ხშირია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება.
ეპისტაქსისი ხშირად ვითარდება ვისცერული ლეიშმანიოზის დროს და, როგორც წესი, მსუბუქად ვლინდება. ვისცერული ლეიშმანიოზის დროს ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს ძლიერი სისხლდენა ნაწლავიდან, რაც გამოიწვევს შოკს ან ფონური ანემიის დამძიმებას.
დაავადებასთან დაკავშირებული თრომბოციტოპენია, სავარაუდოდ, სისხლდენისკენ მიდრეკილების მთავარია მიზეზია.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სასიცოცხლო ნიშნებზე ინტენსიური მეთვალყურეობა და ძლიერი სისხლდენის ან მძიმე ანემიის შემთხვევაში საჭიროა სისხლის ტრანსფუზია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას