ეტიოლოგია

ლეიშმანიოზი არის ლოკალიზებული ან სისტემური ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ლეიშმანიის გვარის ობლიგატური უჯრედშიდა (მაკროფაგის) პროტოზოა; ადამიანს გადაეცემა ინფიცირებული მდედრი ფლებოტომუს ქვიშის ბუზის ნაკბენით.[1][2] არსებობს ლეიშმანიის 20-ზე მეტი სახეობა: Leishmania tropica, Leishmania major, Leishmania aethiopica, Leishmania infantum (სინონიმი: Leishmania chagasi), Leishmania donovani,  Leishmania mexicana, Leishmania amazonensis,  Leishmania venezuelensis, ასევე Viannia ქვეგვარი, რომელიც მოიცავს: Leishmania braziliensis, Leishmania guyanensis, Leishmania panamensis და Leishmania peruviana.[1] ახალი ქვეგვარი, Mundinia, დაკავშირებულია Leishmania martiniquensis, Leishmania orientalis, Leishmania enrietti სახეობებთან.[34]

ტრანსმისია არის ანტროპონოზური ან ზოონოზური, იმის მიხედვით, დაავადების რეზერვუარს ადამიანი წარმოადგენს, თუ სხვა ძუძუმწოვრები. ლეიშმანიოზის ვექტორად განიხილება ქვიშის ბუზის მრავალი სახეობა, ხოლო მასპინძელ რეზერვუარად - არაერთი ძუძუმწოვარი.[1][2] არსებობს დაავადების გადაცემის სხვა გზებიც (მაგ.: თანდაყოლილი, სისხლის ტრანსფუზია, ორგანოების/ქსოვილების გადანერგვა, ნემსის გაზიარება, ლაბორატორიაში დაინფიცირება), თუმცა შედარებით იშვიათია.[4][5]

ლეიშმანიის მრავალ სახეობას შეუძლია კანის ლეიშმანიოზის გამოწვევა.[1] ვისცერული ლეიშმანიოზი (VL) გამოწვეულია L donovani -ით აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, ან L infantum-ით (სინონიმი: L chagasi) ლათინურ ამერიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიის სხვადასხვა ნაწილებში. Leishmania martiniquensis-ით გამოწვეული ვისცერული ლეიშმანიოზის მზარდი კერებია ტაილანდში, საფრანგეთის ვესტ-ინდოეთსა და გვიანაში.[2][35][36][37] ლორწოვანი ლეიშმანიოზის (ML) მეტასტაზური შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია L braziliensis-ით, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს შემდეგი გამომწვევი: L guyanesis, L panamensis, L amazonensis, L aethiopica და, იმუნოსუპრესიულ პირებში, L infantum (სინონიმი: L chagasi).[1] კალა-აზარის-შემდგომი დერმული ლეიშმანიოზი მეტწილად გამოწვეულია L donovani-ით და არა L infantum-ით (სინონიმი: L chagasi).[6] კანის ლეიშმანიოზის გამომწვევი ზოგიერთი სახეობა (მაგ., L major) იწვევს უფრო მსუბუქ, თვითგანკურნებად დაზიანებებს, ვიდრე სხვა პათოგენები (მაგ., L braziliensis და L tropica).

ანალიტიკურმა კვლევებმა, რომლებიც შეისწავლიდა დაავადებას სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში, ადგილობრივ და მიგრანტ მოსახლეობაში, ან ოჯახურ კლასტერებში, აჩვენა, რომ ადამიანის გენეტიკური კომპონენტები გავლენას ახდენს ლეიშმანიოზის მიმართ მიმღებლობასა და რეზისტენტობაზე.[38] კვლევები მიუთითებს ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA) მოლეკულების როლზე კანის და ლორწოვანი გარსის ლოკალიზებული ლეიშმანიოზის განვითარებაში, ასევე სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (TNF)-ალფას როლზე ლორწოვანი გარსის ლეიშმანიოზის განვითარებაში. ანალოგიურად, კვლევებმა გამოავლინა VL-ის მიმღებლობის გენეტიკური საფუძველი.[39][40][Figure caption and citation for the preceding image starts]: ქვიშის ბუზი Phlebotomus papatasi, მდედრიგამოყენებულია ნებართვით, EdRowtonPhotography.com-დან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4883c046

პათოფიზიოლოგია

როდესაც საკვებად სისხლის მისაღებად მასპინძელს კბენს, ინფიცირებული მდედრი მწერი რეგურგუტაციის გზით კანში ტოვებს ლეიშმანიის შოლტიან პრომასტიგოტებს, რომლებიც შემდეგ შეიჭრებიან ან ფაგოციტდებიან ადგილობრივ ან რეკრუტირებულ მასპინძელ უჯრედებში, უპირატესად მაკროფაგებში.[3][41][42]

ექსპერიმენტული კვლევების თანახმად, ქვიშის ბუზის ნერწყვს აქვს ვაზოდილატაციური, ანტიკოაგულაციური და იმუნოგენური მოქმედება: ეს აძლიერებს სიწითლეს და პარაზიტულ მოქმედებას, ზრდის დაზიანების ზომას და პარაზიტის გამძლეობას, სავარაუდოდ, T დამხმარე 1-ტიპის იმუნური პასუხის ჩანაცვლების ხარჯზე T დამხმარე 2-ტიპის უჯრედული რეაქციით.[43][44] ბუნებრივ პირობებში მოპოვებული გარკვეული მწირი მონაცემები აჩვენებს, რომ ქვიშის ბუზის ნერწყვის ვარიაციებმა შეიძლება გავლენა იქონიოს Leishmania infantum-ის (სინონიმი: Leishmania chagasi) ინფექციის კლინიკურ გამოსავალზე.[45]

ადგილობრივი მაკროფაგების ფაგოლიზოსომებში პრომასტიგოტები გარდაიქმნება უშოლტო ამასტიგოტებად.[46] ადამიანებში ინფექციის ფონზე ვლინდება ამასტიგოტური ქსოვილის ფორმა. ამასტიგოტები განიცდიან რეპლიკაციას და შესაძლოა ლოკალურად (კანის ლოკალიზებული ლეიშმანიოზის შემთხვევაში) ან, დისემინაციის შედეგად (ვისცერული ან ლორწოვანის ლეიშმანიოზის შემთხვევაში), მოშორებით ქსოვილებში დააინფიციროს სხვა მაკროფაგები. უცნობია, რატომ არის ლეიშმანიის ზოგიერთი ფორმა ლოკალიზებული, ხოლო ზოგიერთი - დისემინირებული.[1][2][47][48] დერმიდან დისემინაცია ლიმფური და ვასკულარული სისტემების საშუალებით იწვევს სხვა მონოციტებისა და მაკროფაგების ინფიცირებას. ეს განაპირობებს ძვლის ტვინის ინფილტრაციას, ჰეპატოსპლენომეგალიას და, ზოგჯერ, ლიმფადენოპათიას.

შორსწასული ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევაში, ძვლის ტვინისა და ელენთის ინფილტრაციის შედეგად ითრგუნება სისხლის უჯრედების წარმოქმნა და იზრდება მათი მოხმარება (ჰიპერსპლენიზმი). ამას მოსდევს ანემია, ლეიკოპენია და/ან თრომბოციტოპენია. რეტიკულოენდოთელიური სისტემის ჩათრევასთან ერთად იზრდება მონოციტური უჯრედების ხაზის მიმღებლობა სხვა ინფექციური აგენტების მიმართ, რასაც ადასტურებს ხშირი თანდართული ბაქტერიული ინფექციები (მაგ.: პნევმონია, დიარეა, ან ტუბერკულოზი).

ლეიშმანიოზის ინფექციის უმეტესი შემთხვევები ადამიანებში უსიმპტომოა.[1][2] უსიმპტომო და სიმპტომური პაციენტების თანაფარდობა დამოკიდებულია ლეიშმანიის სახეობასა და შტამზე, ასევე მასპინძელზე, ქვიშის ბუზის ფაქტორებსა და სხვა უცნობ მოვლენებზე. მაგალითად, ეს თანაფარდობა უფრო მაღალია L infantum (L chagasi) შემთხვევაში, ვიდრე Leishamnia donovani-ისთვის. ეს ნიშნავს, რომ მეორე პათოგენი უფრო ვირულენტურია. ინფექციასა და დაავადებაზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორები (მაგ., მალნუტრიცია), რასაც ხაზს უსვამს ის დაკვირვებაც, რომ L infantum (L chagasi) ინფექციის უსიმპტომო და სიმპტომური შემთხვევების თანაფარდობა განსხვავდება ლათინურ ამერიკასა და ევროპას შორის.[2] პირებს, რომელთაც აღენიშნებათ უჯრედული იმუნიტეტის დაზიანება, მაგალითად, აივ ინფიცირებულებს ან მძიმე ფორმის მალნუტრიციის მქონე პაციენტებს, აქვთ დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი, ზოგჯერ ინფიცირებიდან რამდენიმე წლის ან ათწლეულის გასვლის შემდეგ.[19][49][50] მასპინძლის სხვა დეტერმინანტები, როგორიცაა მაგალითად გენეტიკური ფაქტორი, მნიშვნელოვან როლს თამშობენ ადაპტაციური იმუნური პასუხის განვითარებაში.[38] ინკუბაციური პერიოდი ცვალებადია და დამოკიდებულია პარაზიტის სახეობაზე.[1][2] კანის ადგილობრივი ლეიშმანიოზისთვის, როგორც წესი, 1-3 თვეს შეადგენს, თუმცა აღწერილია მეტი ხანგრძლივობაც.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქვიშის ბუზი Phlebotomus papatasi, მდედრიგამოყენებულია ნებართვით, EdRowtonPhotography.com-დან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7492eafa[Figure caption and citation for the preceding image starts]: Leishmania-ს სახეობების სიცოცხლის ციკლი, ლეიშმანიოზის გამომწვევი აგენტებიImage courtesy of CDC; A.J. da Silva, PhD; M. Moser [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@41bcd9b4[Figure caption and citation for the preceding image starts]: კანის პრეპარატი, რომელზეც ვლინდება Leishmania tropica ამასტიგოტები. ინტაქტური მაკროფაგი პრაქტიკულად სავსეა ამასტიგოტებით, რომელთაგან რამდენიმეს აქვს ადვილად გარჩევადი ბირთვი და კინეტოპლასტები (ისრები)Image courtesy of CDC; NCID; DPDx [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3e190b20

კლასიფიკაცია

ლეიშმანიოზის ქვეტიპები

კანის

  • კანის ლოკალიზებული ლეიშმანიოზი

  • კანის დიფუზური ლეიშმანიოზი

  • დისემინირებული ლეიშმანიოზი

  • მორეციდივე ლეიშმანიოზი

  • ლორწოვანის ლეიშმანიოზი (ზოგჯერ კლასიფიცირებულია ცალკე ქვეტიპად)

ვისცერული

  • ვისცერული ლეიშმანიოზი (ასევე ცნობილია კალა-აზარის სახელით, როცა ასოცირებულია Leishmania donovani-სთან)

  • კალა-აზარის-შემდგომი კანის ლეიშმანიოზი

კანის ლეიშმანიოზი ზოგჯერ კატეგორიზებულია გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით:[1]

  • "ძველი მსოფლიო": გამომწვევი მიზეზია ლეიშმანიის სახეობები, რომლებიც აღმოსავლეთ ჰემისფეროში - აფრიკაში, სამხრეთდასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ვლინდება (მაგ., Leishmania tropica, Leishmania major, Leishmania aethiopica, Leishmania infantum [სინონიმი: Leishmania chagasi] და Leishmania donovani]

  • "ახალი მსოფლიო": გამოწვეულია ლეიშმანიის სახეობებით, რომლებიც გვხვდება დასავლეთ ჰემისფეროში, მათ შორის, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში (მაგ., Viannia ქვესახეობა, მათ შორის Leishmania braziliensis, Leishmania guyanensis, Leishmania panamensis და Leishmania peruviana; ასევე Leishmania mexicana, Leishmania amazonensis, Leishmania venezuelensis, და L infantum [სინონიმი: L chagasi]; სია არ არის სრული).

კლინიკური კლასიფიკაცია

კანის ლეიშმანიოზის დროს საჭიროა ინდივიდზე მორგებული მკურნალობის ტაქტიკა. ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების (IDSA)/ტროპიკული მედიცინის და ჰიგიენის ამერიკული საზოგადოების (ASTMH) გაიდლაინებით გამოიყოფა კანის ლეიშმანიოზის მარტივი და რთული (კომპლექსური) ფორმები.[8]

  • კანის მარტივი ლეიშმანიოზი:

    • ლორწოვანის ჩართულობა არ ვლინდება, პარაზიტი დაკავშირებული არ არის ლორწოვან ლეიშმანიოზთან

    • <1 სმ ზომის ≤4 დაზიანება

    • დაზიანების მდებარეობა იძლევა ადგილობრივ თერაპიის საშუალებას და/ან კანი არ არის ექსპოზირებული (კოსმეტიკური მნიშვნელობა არ აქვს)

    • იმუნოკომპოტენტური მასპინძელი

    • დაზიანებები ლაგდება თერაპიის გარეშე.

  • კანის რთული ლეიშმანიოზი:

    • ლორწოვან ლეიშმანიოზთან დაკავშირებული პარაზიტი

    • ადგილობრივი კანქვეშა კვანძები

    • დიდი ზომის რეგიონული ადენოპათია

    • >1 სმ ზომის >4 დაზიანება

    • ინდივიდუალური დაზიანება ≥5 სმ

    • დაზიანების ზომის ან მდებარეობის გამო ადგილობრივი თერაპია არ არის შესაძლებელი და/ან დაზიანება სახეზე, ხელის ან ფეხის თითებზე, სახსრებზე ან გენიტალიებზეა

    • იმუნოკომპრომისული მასპინძელი

    • წარუმატებელი ადგილობრივი თერაპია

    • უჩვეულო სინდრომები (leishmaniasis recidivans, კანის დიფუზური ლეიშმანიოზი, დისემინირებული ლეიშმანიოზი).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას