შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

20 წლის კოლეჯის სტუდენტი ახლახანს დაბრუნდა 2 თვიანი ტრენინგიდან. იგი იმყოფებოდა ამაზონის ტროპიკული ტყეების სადგურში, პერუში. 2 თვეა უჩივის უმტკივნეულო, ღია დაზიანებებს ფეხზე. მის ჯგუფში სხვა სტუდენტებსაც აღენიშნებათ კანის მსგავსი დაზიანებები. პაციენტი ამბობს, რომ პირადი დაცვის საშუალებებს არ იყენებდა ყოველთვის. ეძინა ღია ცის ქვეშ, საღამოობით ექსპოზირებული იყო მწერების ნაკბენისადმი. გასინჯვით მარცხენა ფეხზე ვლინდება ორი უმტკივნეულო 3x3 სმ კანის წყლული, გასქელებული კიდეებით და გადიდებული ბარძაყის ლიმფური კვანძი. სხვა სიმპტომები არ აღინიშნება.

შემთხვევის ანამნეზი #2

8 წლის ბიჭს ინდოეთის პროვინცია ბიჰარიდან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში აღენიშნება პერიოდული ცხელება, წონის კლება, დაღლილობა, ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა) და მუცლის შებერილობა. გასინჯვით გასინჯვით ვლინდება სიფერმკრთალე, წონის ძლიერი დეფიციტი და მნიშვნელოვნად გადიდებული ელენთა.

სხვა გამოვლინებები

კანის ლოკალიზებული ლეიშმანიოზი (CL) ძირითადად აზიანებს კანის იმ არეებს, სადაც მოსალოდნელია ქვიშის ბუზების ნაკბენი (მაგ.: სახე, მკლავები და ქვედა კიდურები). იშვიათად დაზიანებები ფიქსირდება ატიპურ მიდამოებში (მაგ., სასქესო ორგანოებზე).[9] კანის ლეიშმანიოზის გამოვლინება ყურზე შეიძლება იყოს ერთეული წყლულოვანი დაზიანება ყურის გარეთა ნიჟარაზე (სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკასა და ლათინურ ამერიკაში ცნობილია "შიკლეროს" წყლულის სახელით, როცა გამომწვევი არის  Leishmania mexicana).[10] დაზიანებები შესაძლოა განვითარდეს ქვიშის ბუზის ნაკბენიდან მოშორებით, მაგ., მცირე ტრავმის ადგილებში (ფუტკრის ნაკბენი, ახალი ტატუ, ქირურგიული განაკვეთი) ან, იმუნოკომპრომისულ პირებში, შეიძლება იყოს დისემინირებული.[11] დაზიანებები კანზე ქრონიკული ხასიათისაა, როგორც წესი, უმტკივნეულოა და სხვადასხვაგვარი შესახედაობის, თუმცა კანის ინდურაცია დამახასიათებელია. დაზიანება შესაძლოა იყოს როგორც მრავლობითი, ასევე ერთეული. ხშირად მცირე ზომის კანქვეშა კვანძები (კვანძოვანი ლიმფანგიტი) ისინჯება სპოროტრიქოიდური განლაგებით, ზოგიერთ შემთხვევებში აღინიშნება რეგიონული ლიმფადენოპათია.

ლორწოვანი გარსის ლეიშმანიოზი (ასევე ესპუნდიას სახელით ცნობილი) შესაძლოა განვითარდეს ლოკალიზებულ CL-თან ერთად ან კანის დაზიანების მოშუშებიდან წლების შემდეგ. იგი შემოიფარგლება მხოლოდ ლორწოვანი გარსით (ძირითადად ცხვირის, პირ-ხახის ან ხორხის). პაციენტები უჩივიან ცხვირის დახშობას, გამონადენს, ეპისტაქსისს, ყელის გაღიზიანებას ან, რაც ყველაზე საფრთხილოა, ხმის ცვლილებას. გასინჯვით, როგორც წესი, ვლინდება ცხვირის ძგიდის წინა ნაწილის ანთება (ზოგჯერ პერფორაციით), ზედა ტუჩის ქსოვილის და ლორწოვანი გარსის ჰიპერტროფია, ან გრანულომატოზური ქსოვილი ხახაზე/ხორხზე, რომელიც შეიძლება დაწყლულდეს. შესაძლოა, აღინიშნოს ჰიპოპიგმენტური ატროფიული ნაწიბური, რაც მიუთითებს უწინდელი ინფექციის არსებობაზე.[12][13]

ვისცერული ლეიშმანიოზი (VL) ხასიათდება კლინიკური გამოვლინებების ფართო სპექტრით და შეიძლება იყოს ასიმპტომური, ნაკლებად სიმპტომური ან სიმპტომური (ახასიათებს ცხელება, წონის კლება, ორგანომეგალია, ციტოპენიები და ჰიპერგამაგლობულინემია).

VL-ის მქონე სამხრეთ აზიელ პაციენტებში ზოგჯერ ვლინდება ხელის მტევნების, ტერფების, შუბლის ან მუცლის კანის ფერის გამუქება, რამაც განაპირობა სახელწოდება "კალა-აზარი" ("შავი ცხელება" ჰინდის ენაზე). პაციენტებში სუდანიდან ხშირად აღნიშნება გადიდებული ლიმფური კვანძები, სხვა ქვეყნებიდან პაციენტებში კი - ნაკლებად. თანმხლები ბაქტერიული ინფექცია (მაგ.: პნევმონია, დიარეა ან ტუბერკულოზი) შეიძლება დამაბნეველი იყოს კლინიკური გამოვლინების საწყის ეტაპზე. მძიმე ფორმის უჯრედული იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში წარმდგენ სიმპტომებად შესაძლოა შეგვხვდეს მონელების (მაგ., მუდმივი დიარეა, დისფაგია) ან რესპირატორული სიმპტომები.

კალა-აზარის-შემდგომი კანის ლეიშმანიოზი შეიძლება გამოვლინდეს ვისცერული ლეიშმანიოზის მკურნალობიდან თვეების ან წლების შემდეგ.[6] ახასიათებს მაკულური, მაკულოპაპულური ან კვანძოვანი გამონაყარი. კალა-აზარის-შემდგომი ლეიშმანიოზი უმეტესად ვლინდება აღმოსავლეთ აფრიკელ პაციენტებში, კერძოდ, სუდანსა და ბანგლადეშში; ნაკლებად ხშირია პაციენტებში  Leishmania donovani-ის სხვა ენდემური ქვეყნებიდან (მაგ., ინდოეთში); იშვიათია Leishmania infantum (სინონიმი: Leishmania chagasi)-ით ინფიცირებულ იმუნოსუპრესიულ პაციენტებში. WHO: leishmaniasis Opens in new window CDC: parasites – leishmaniasis Opens in new window[Figure caption and citation for the preceding image starts]: წყლულოვანი Leishmania braziliensis დაზიანება, რომელიც პერუდან დაბრუნებულ სტუდენტს აღენიშნებაექიმ ნ. არონსონის კოლექციიდან, გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@289ddee9[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლორწოვანი ლეიშმანიოზი 2 ბრაზილიელ პაციენტში. A-D: პაციენტი #1, პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია/კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT) - ვლინდება გამოსახულების გაძლიერება და კანქვეშა გასქელება მარცხენა ნაზალური ფრთის ეროზიის მომიჯნავედ და პოსტეროლატერალური წანაზარდის ობლიტერაცია (A და B), მრავალშრიანი CT მონაცემების (3D CT) 3D მოცულობითი სურათი და მარცხენა ნაზალური ფრთის ეროზიის სურათი (C და D). F-H: პაციენტი #2, PET/CT -ზე ვლინდება სახის სტრუქტურების გლიკოლიზური მეტაბოლიზმი (E და F), 3D CT-ზე ნაზალური პირამიდების კოლაფსი (G) და ძვლების CT-ზე - ნაზალური ფრთების დიფუზური გასქელება და ნაზალური პირამიდის კოლაფსი (H)Am J Trop Med Hyg; CC BY-4.0 (https://creativecommons.org/licenses/by/4.0/) [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@26abd8fe[Figure caption and citation for the preceding image starts]: წყლულოვანი Leishmania mexicana დაზიანება, მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგექიმ ნ. არონსონის კოლექციიდან, გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@60cc1577[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჰეპატოსპლენომეგალია ვისცერული ლეიშმანიოზის მქონე ეთიოპიელ პაციენტშიფოტო ეკუთვნის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4717e639[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი კალა-აზარის-შემდგომი კანის ლეიშმანიოზი ეთიოპიელ პაციენტშიფოტო ეკუთვნის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@ffe920d

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას