დიფერენციული დიაგნოზები

ჰიპერრეაქტიული მალარიული სპლენომეგალია (HMS)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია ვისცერული ლეიშმანიოზისთვის.

უწინ ერქვა ტროპიკული სპლენომეგალიის სინდრომი.

კლინიკური გამოვლინება შეიძლება წააგავდეს ვისცერულ ლეიშმანიოზს, მაგრამ ცხელება ნაკლებად ახასიათებს.[101]

ანტიმალარიულ მკურნალობაზე კლინიკური პასუხი ასევე ხელს უწყობს დიაგნოზის დასმას.

კვლევები

ჰიპერრეაქტიული მალარიული სპლენომეგალიის ძირითადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია: კომპიუტერული ტომოგრაფიით სპლენომეგალია > 10 სმ, ანტიმალარიული ანტისხეულების მაღალი ტიტრი და IgM ტიტრი ადგილობრივი პოპულაციის საშუალოზე 2 სტანდარტული გადახრით მეტი.

როგორც წესი, პლაზმოდიუმის სახეობები არ ვლინდება პერიფერიული სისხლის ნაცხში.

პრაქტიკაში ვისცერული ლეიშმანიოზი გამოირიცხება სპეციფიკური სეროლოგიური ან პარაზიტოლოგიური ტესტებით.[101]

მალარიის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია ვისცერული ლეიშმანიოზისთვის.

რადგანაც მალარია უფრო მწვავეა, ვიდრე ვისცერული ლეიშმანიოზი, ცხელება უფრო ხანმოკლეა და სპლენომეგალია მსუბუქია ან არ ვლინდება.

რეკურენტული მალარიის განსხვავება ვისცერული ლეიშმანიოზისგან უფრო რთულია, რადგან ახასიათებს გახანგრძლივებული და ტალღისებრი ცხელება და ელენთის მნიშვნელოვანი გადიდება.

პაციენტები, რომლებიც ანტიმალარიულ მკურნალობაზე არ რეაგირებენ, გამოკვლეული უნდა იქნან ვისცერული ლეიშმანიოზის არსებობაზე, რადგან ენდემურ რეგიონებში ხშირია ორივე ინფექცით ერთდროულად დაავადება.

კვლევები

მალარიის დიაგნოსტირება შეიძლება მოხდეს პერიფერიული სისხლის წვეთის თხელი და სქელი ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევით, ან ანტიგენის სწრაფი დეტექციის ტესტით P falciparum ან სხვა სახეობის მიმართ სპეციფიკურ მოცირკულირე ანტიგენებზე.[102]

შისტოსომოზი (ბილგარციოზი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია ვისცერული ლეიშმანიოზისთვის.

პორტული ჰიპერტენზიით გამოწვეული სპლენომეგალია შეიძლება იყოს მძიმე.

ქრონიკული შისტოსომოზი არ იწვევს ცხელებას, მაგრამ პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ თანმდევი ინფექცია, როგორიცაა მალარია, ტიფოიდური ცხელება ან ტუბერკულოზი.[103]

კვლევები

Schistosoma mansoni-ის ქრონიკული ინფექციის დიაგნოსტირება ხდება დამახასიათებელი კვერცხების აღმოჩენით განავალში ან ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტებით.

მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა აჩვენებს ღვიძლის შისტოსომოზისათვის დამახასიათებელ სურათს და პორტული ჰიპერტენზიის ნიშნებს.[103]

ჰანსენის დაავადება (კეთრი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია კანის დისემინირებული ლეიშმანიოზისთვის.

ცხოვრება/მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.

წყლულოვანი დაზიანებების არარსებობა.

ნეიროპათიის არსებობა.

კვლევები

ჰისტოპათოლოგია: დადებითია მჟავაგამძლე ბაცილებზე.

პარაკოქციდიოიდომიკოზის

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია ლორწოვანი ლეიშმანიოზისთვის.

ცხოვრება/მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.

კანის დაზიანებები ხშირად მოიცავს სახეს: მაგალითად, ცხვირის და პირის ლორწოვან-კანის საზღვრები.

კვლევები

ჰისტოპათოლოგია: დიდი ზომის საფუარი სოკო, რომელიც მრავლობით კვირტებს ქმნის (ზოგჯერ უწოდებენ პილოტის საჭეს ან მიკი მაუსის ყურებს).

ბლასტომიკოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია კანის ლეიშმანიოზისთვის.

ცხოვრება/მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.

კანის სოკოვანი დაზიანებები შეიძლება იყოს კვანძოვანი, წყლულოვანი ან მეჭეჭისებრი. როგორც წესი, კიდეები ამოწეული და არარეგულარულია.

კვლევები

ჰისტოპათოლოგია: მწვავე ანთებითი რეაქცია, რომელსაც შესაძლოა ახლდეს (ან არ ახლდეს) ნეკროზი, გრანულომატოზური ფორმაცია და მრავალ-ბირთვიანი გიგანტური უჯრედები. დიდი ზომის საფუარი სოკო, რომელიც ქმნის ერთ, ფართო ერთეულს (აღნიშნულ მორფოლოგიას "ფეხის ნაკვალევს" უწოდებენ ხოლმე).

დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია ვისცერული ლეიშმანიოზისთვის.

ცხოვრება/მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.

დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის დროს კანის დაზიანებები იშვიათია, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს.

შეიძლება აღინიშნოს ცხელება, სპლენომეგალია და პანციტოპენია.

კვლევები

ჰისტოპათოლოგია: Histoplasma capsulatum-ის ვიზუალიზაცია; წააგავს ამასგიტოტებს, მაგრამ ჩხირის ფორმის კინეტოპლასტის გარეშე.

სარკოიდოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია კანის ლეიშმანიოზისთვის.

მტკივნეული ერითემატოზული კვანძები ქვედა კიდურებზე.

leishmaniasis recidivans-ის გრანულომატოზური დაზიანებები შეიძლება წააგავდეს სარკოიდოზს.

კვლევები

კანის ბიოფსია: არა-არაკაზეოზური გრანულომები.

კანის ტუბერკულოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია კანის ლეიშმანიოზისთვის.

კანის ტუბერკულოზი შეიძლება გამოვლინდეს მსგავსი დაზიანებებით; თუმცა, აღნიშნული იშვიათია ტუბერკულოზის დროს.

კვლევები

დაზიანებების ბიოფსია, ჰისტოპათოლოგია, კულტურა და/ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია გამოავლენს/გამორიცხავს ტუბერკულოზს.

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია კანის ლეიშმანიოზისთვის.

კანის კიბოს ან მზით კანის დაზიანების ანამნეზი.

ვლინდება ერითემატოზული პაპულების ან ფოლაქების სახით, რომლებსაც ახასიათებს აქერცვლა, ჰემორაგიულ ქერქით დაფარვა; შესაძლებელია კვანძის სახით გამოვლენაც. შეიძლება იყოს ადვილად სისხლმდენი, წყლულოვანი ან სწრაფად მზარდი.

კვლევები

ბიოფსია: keratinocyte atypia

ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფერენციულია კანის ლეიშმანიოზისთვის.

კანის კიბოს ან მზით კანის დაზიანების ანამნეზი.

ვლინდება მარგალიტისებრი მომრგვალებული კიდეების მქონე პაპულების ან ფოლაქების, ტელეანგიექტაზიის და წყლულების სახით, როცა სიმსივნე იმატებს ზომაში.

კვლევები

ბიოფსია: ვლინდება სიმსივნური წარმონაქმნი ბაზალოიდური დიფერენცირებით, დიდი ზომის ბირთვებითა და მწირი ციტოპლაზმით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას