ახალი ტიპის მკურნალობა

ნიტროიმიდაზოლები

ფექსინიდაზოლი წარმოადგენს ნიტროიმიდაზოლს, რომელიც გამოიყენება აფრიკული ტრიპანოსომიაზის სამკურნალოდ და ახასიათებს ძლიერი აქტივობა L donovani-ს საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, მე-2 ფაზის კვლევაში, სუდანში, საწყისი კლირენსის მიუხედავად პაციენტების უმეტესობაში, მხოლოდ 21% განიკურნა 6 თვის შემდეგ. შესაძლებელია სამომავლო კვლევების ჩატარება ფექსინიდაზოლისა და მილტეფოზინის კომბინაციის შესახებ.[187] სხვა ნიტროიმიდაზოლები (მაგ., DNDi-0690, პრეტომანიდი, დელამანიდი) ავლენენ in vitro და/ან in vivo აქტივობას ლეიშმანიის პარაზიტის წინააღმდეგ. DNDi-0690 გამოიკვლიეს 1-ლი ფაზის კლინიკურ კვლევაში.[188][189]

ახალი მედიკამენტების ვარიანტები

DNDi-0690-თან ერთად, მივიწყებულ დაავადებათა მედიკამენტების საინიციატივო ჯგუფი (DNDi) დამატებით ახალ მედიკამენტებზე მუშაობს ადრეული კლინიკური განვითარების ფაზაში.[190] GSK3186899 არის ახალი ნაერთი, რომელსაც DNDi მხარს უჭერს დიდ ბრიტანეთში მიმდინარე 1-ელი ფაზის კვლევებში.[191] DNDi-6148 არის ოქსაბოროლის ნაერთი (არჩეული სამი მსგავსი ნაერთიდან) - დაგეგმილია მისი 1-ელი ფაზის კვლევებით შესწავლა. LXE408 არის პროტეასომის ინჰიბიტორი - დაგეგმილია მე-2 ფაზის კვლევა.[192][193] CpG-D35 არის იმუნომოდულატორი, რომელიც სავარაუდოდ ასტიმულირებს ბუნებრივ იმუნურ პასუხს, შეიძლება დამხმარე თერაპიად გამოყენება ანტიმონიურ პრეპარატებთან ერთად კანის ლეიშმანიოზის სამკურნალოდ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას