სკრინინგი
უსიმპტომო პირების სკრინინგი ლეიშმანიოზზე რელევანტურია მხოლოდ კვლევითი მიზნებისთვის (მაგ., ეპიდემიოლოგიური ინტერესისთვის ან ვაქცინის კვლევებში).
მაღალი რისკის მქონე პოპულაციის სკრინინგი
არ არსებობს კლინიკურად ვალიდაციის მქონე სკრინინგ ტესტი უსიმპტომო კანის ან ვისცერული ლეიშმანიოზისთვის. ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის შესაძლებელია მომატებული რისკის მქონე პოპულაციური ჯგუფების გამოყოფა. დიაგნოსტიკური ტესტირება რეკომენდებულია 1 წლის შემდეგ იმავე ჯგუფის უსიმპტომო პირებში. იმ პაციენტთა გამოვლენა, რომელთაც აღენიშნათ სეროკონვერსია, ან ინტერფერონ-გამა გამათავისუფლებელი ტესტი გახდა დადებითი, ახალი ინფექციების ინციდენტობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.[104][105]
რადგანაც დაავადების განვითარების ან რეაქტივაციის ალბათობა მაღალია უჯრედული იმუნოსუპრესიის დროს, შეიძლება განიხილოთ ლეიშმანიოზის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების სკრინინგი (ანამნეზში ენდემურ რეგიონში ყოფნა), ვალიდური სკრინინგ-ტესტების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.[5][106]
სისხლის/ორგანოების/ქსოვილების დონორები ან რეციპიენტები
არ არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები ლეიშმანიოზის სკრინინგის თაობაზე სისხლის, ორგანოების ან ქსოვილების დონორებში ან რეციპიენტებში, ან იმუნოსუპრესიულ პაციენტებში. სისხლის გადასხმის ან ორგანოს/ქსოვილის დონაციის შემდეგ ინფექციის განვითარების შესაძლებლობის გამო რეკომენდებულია, რომ ლეიშმანიოზის ანამნეზის მქონე პირები (განსაკუთრებით ვისცერული ფორმის) არ გახდნენ სისხლის დონორები; ხოლო თუ ორგანოს/ქსოვილის გადანერგვა გადაწყვეტილია (სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ), ლეიშმანიოზის შესახებ დონორის ანამნეზი უნდა იქნას გათვალისწინებული.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას