მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ყველა პაციენტის

Back
1-ლი რიგის – 

დამხმარე მოვლა და მონიტორინგი

მოაცილეთ მსხვერპლი ან მსხვერპლები CO-ს ექსპოზიციის გარემოს დაუყოვნებლივ.

დეტალური კარდიოპულმონური და ნევროლოგიური მონიტორინგი უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს, რომლებიც CO-თი არიან მოწამლულნი. კარბოქსიჰემოგლობინის (CO-Hb) მონიტორინგი შესაძლებელია, თუმცა მისი დონე პაციენტებთან, რომლებმაც ჟანგბადი მიიღეს ან სიმპტომები საგრძნობლად გვიან გამოუვლინდათ, შეიძლება დაბალი იყოს. შესაძლებელია ეკგ-ის და გულის ბიომარკერების მონიტორინგი საშუალო ან მძიმე მოწამვლის შემთხვევაში გულის დისფუნქციის შესახებ მტკიცებულების მოსაპოვებლად (სიმპტომების სიმძიმის და/ან CO-Hb >25% დონის შემთხვევაში) და როცა ეჭვია გულის ჩართულობაზე.

რეკომენდებულია ლაქტატის მონიტორინგი მეტაბოლური აციდოზის შესაფასებლად, სისხლში გლუკოზის გაზომვა ჰიპოგლიკემიის, როგორც შეცვლილი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამომწვევის გამოსარიცხად და კრეატინ კინაზას გაზომვა რაბდომიოლიზის მონიტორინგისთვის. ორსულ ქალებთან აუცილებელია ნაყოფის მონიტორინგი ნაყოფის ან ახალშობილის დისტრესის გამოსავლენად.

Back
პლიუს – 

ოქსიგენოთერაპია მაღალი ნაკადით

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მაღალი ნაკადით ოქსიგენოთერაპია უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი აღნიშნულ დიაგნოზზე ვიფიქრებთ და არ უნდა შევწყვიტოთ სანამ ეს დიაგნოზი არ გამოირიცხება.

მკურნალობა იწყება ჟანგბადის ცალმხრივი ნიღბით მიუხედავად CO-ოქსიმეტრიის მაჩვენებლებისა ან SaO2-ს დონისა; იმავე დროს, პაციენტების შეფასება ხდება ჰიპერბარული ოქსიგენოთერაპიისთვის, რათა რაც შიძლება მალე დაიწყოს თერაპია. მკურნალობის ხანგრძლივობა კლინიკური სურათის და კარბოქსიჰემოგლობინის დონეების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

Back
განიხილე – 

ჰიპერბარული ოქსიგენოთერაპია (HBO)

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

განიხილება პაციენტებთან, ვისთანაც აღინიშნება შემდეგი: ცნობიერების დაკარგვა; გულის იშემიური ცვლილებები, ნევროლოგიური დეფიციტი, მნიშვნელოვანი მეტაბოლური აციდოზი, CO-Hb დონე >25%.[4][27]​​[54]​​[55][56]​​[57] გადაუდებელი დახმარების ექიმთა ამერიკული კოლეჯი (ACEP) რეკომენდაციას უწევს სასწრაფო დახმარების ექიმებს გამოიყენონ ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპია ან მაღალი ნაკადის ნორმობარიული თერაპია CO-ით მწვავე მოწამვლისთვის. ACEP აღიარებს, რომ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ერთი მიდგომა უფრო ეფექტურია, ვიდრე მეორე, დაგვიანებული ნეიროკოგნიტური შედეგების გამოვლენის თვალსაზრისით. ACEP-ის რეკომენდაცია გამიზნულია იმ ექიმების დასახმარებლად, რომლებიც აირჩევენ არ ჩაუტარონ პაციენტებს ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპია, მაგალითად, დროის ან გეოგრაფიული შეზღუდვების გამო.[31]ექვსი კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზის თანახმად, ჰიპერბარულ ჟანგბადს მოგვიანებითი ნეიროკოგნიტური დეფიციტის პრევენციის კუთხით სარწმუნო სარგებელი არ ახასიათებს .[58]აღნიშნული ანალიზის ერთი შეზღუდვა იყო კვლევებში პირველადი გამოსავლის ჰეტეროგენულობა, ჰიპერბარული ჟანგბადის თერაპიის დოზები და რაოდენობა, მკურნალობის დაყოვნება. კლინიკურ კვლევებში უარყოფითი შედეგებით,ჩვეულებრივ გამოიყენებოდა ჰიპერბარიერული ჟანგბადის კლინიკურად არაეფექტური დოზა.[57]ერთადერთმა რანდომიზებულმა კონტროლირებადმა კვლევამ (RCT), რომელიც აკმაყოფილებდა ანგარიშგების კვლევის ყველა კონსოლიდირებული სტანდარტების (CONSORT) კრიტერიუმებს RCT-ების ხარისხის შესაფასებლად, აჩვენა მნიშვნელოვანი სარგებელი ჰიპერბარული ჟანგბადისგან.[55]კვლევაში გამოიყენეს დოზირების შემდეგი პროტოკოლი:

  • პირველი სესია: 3.0 ატმოსფერო 60 წუთი, შემდეგ 2.0 ატმოსფერო 60 წუთი

  • მეორე და მესამე სესიები: 2.0 ატმოსფერო 120 წუთი.

ერთი შემდგომი კონსენსუსის მოსაზრება რეკომენდაციას უწევდა ამ კვლევის გამოყენებას კლინიკური პრაქტიკის წარმართვისთვის მანამ, სანამ შემდგომი ინფორმაცია არ გახდება ხელმისაწვდომი მომავალი კვლევებიდან[2][4][54][56]

თუ საჭიროა ჰიპერბარიული ჟანგბადი, ზოგიერთი ცენტრი გვირჩევს, რომ მკურნალობა დაიწყოს 6 საათის განმავლობაში და არაუგვიანეს 24 საათისა.[40]

არაინტუბირებული პაციენტებისთვის ჰიპერბარიული მკურნალობა რეკომენდებულია მანამ, სანამ ნიშნები და სიმპტომები არ გაქრება, ან სანამ კლინიკურ გაუმჯობესებას არ მიაღწევს (ჩვეულებრივ, მაქსიმუმ მკურნალობის სამი კურსი).[57]ინტუბირებული პაციენტებისთვის, რომელთა ნევროლოგიური გამოკვლევა უნდა იყოს ხანმოკლე აუცილებლობის გამო, რეკომენდებულია სამი მკურნალობის კურსი.[59]

Back
განიხილე – 

ინტრავენური ინსულინი (და სისხლში გლუკოზის მონიტორინგი)

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებში ნევროლოგიური გამოსავლები CO-თი მოწამვლის შემდეგ უარესია[60] მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ეს ეხება CO მოწამვლას.[33]შესაბამისად, რეკომენდებულია ჰიპერგლიკემიის მკურნალობა ინსულინით. თუმცა, თავი უნდა ავარიდოთ სისხლში გლუკოზის ძალიან შემცირებას ზე-აგრესიული მკურნალობის შედეგად.

პირველადი პარამეტრები

ინსულინ ნეიტრალი: დოზირების გაიდლაინებისთვის იხილეთ ადგილობრივი პროტოკოლი

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას