მიდგომა
CO-თი მოწამვლით გამოწვეული სიმპტომები მრავალფეროვანი და უმეტესად არასპეციფიურია, ამიტომ მისი დიაგნოსტიკა ეჭვის მაღალ ხარისხს ეფუძნება.[1]დიაგნოსტიკა უნდა დაეყრდნოს "კლინიკურ ტრიადას": ახლო წარსულში CO-სთან ექსპოზიციის ანამნეზს, CO-თი მოწამვლის შესაბამისი სიმპტომების არსებობას და არტერიულ ან ვენურ სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის (CO-Hb) მომატებულ დონეს.[2] მწვავე მოწამვლის სიმპტომები CO-Hb დონესთან აუცილებელ კორელაციაში არ არის.განსაკუთრებით ნახშირჟანგის წყაროსთან მოშორების შემდეგ და ჟანგბადით თერაპიის შემდეგ.[18] მნიშვნელოვანია ვიცოდეთ CO-თი მოწამვლის ხშირი წყაროების, მისი სეზონური და რეგიონული თავისებურების და CO-თან ექსპოზიციის რისკების შესახებ.
ანამნეზი.
ავადმყოფობის ისტორიის აღებისას უნდა მოიძიოთ ექსპოზიციის საერთო წყაროები:
ხანძარი
შიდა წვის ძრავის გამონაბოლქვის (სატრანსპორტო საშუალების ან გენერატორის) შემთხვევითი ზემოქმედება
არასწორად ვენტილირებადი შიდა გამათბობლების და ღუმელების გამოყენება
გაუმართავი ღუმელები
პროპანით მომუშავე მძიმე აღჭურვილობის ზემოქმედება ქარხნის მუშაკებში
ბავშვებისთვის: სატვირთოს საბარგული,რომელიც უკანა მხარეს დახურულია.
თუ სიმპტომები ოჯახის რამდენიმე წევრს აღენიშნება, მეტია CO-ზე შემთხვევითი ექსპოზირების ალბათობა.
CO-თი მოწამვლის სიმპტომები ექსპოზიციის დოზისა და ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. ნახშირორჟანგის მწვავე მოწამვლაზე ეჭვის დროს პაციენტებს აღენიშნებათ : თავის ტკივილი (ხშირად დაძაბულობის ტიპი), გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ქოშინი, ტაქიპნოე, გულმკერდის ტკივილი, დაბნეულობა, სინკოპე, გაღიზიანებადობა, დიარეა და მუცლის ტკივილი.[1][27]ქრონიკული დისპნოე ვითარდება რამდენიმე კვირაში ან თვეში. მას ხშირად არასწორ დიაგნოზს უსვამენ, რადგან კლინიკური ნიშნები არასპეციფიკურია. ეს კლინიკური ნიშნებია: თავის ტკივილი, ლეთარგია/მსუბუქი დაღლილობა, გულისრევა, მეხსიერების პრობლემები, ძილის ცვლილებები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, დაბნეულობა, კუჭის ტკივილი/არასპეციფიკური ტკივილი და ქოშინი.[27][28]სიმპტომები და ნიშნები შეიძლება იყოს მწვავე მოწამვლის მსგავსი, მაგრამ უფრო თანდათანობითი და ფარული დასაწყისით.
გამოკვლევა
გამოვლინებისას ნიშნები შესაძლოა ვარირებდეს მსუბუქი სიმპტომებიდან კლინიკური ნინშნების გარეშე, მძიმე ფორმის გულსისხლძარღვთა და ნევროლოგიურ დაზიანებამდე. ნიშნები ჩვეულებრივ ჰიპოქსიის შედეგია და პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, გულის იშემია, არითმიები, კანზე წყლულები და არაკარდიალური ეტიოლოგიის ფილტვის შეშუპება. სხვა კლინიკურ გამოვლინებებს მიეკუთვნება ნევროლოგიური ნიშნები, რომლებიც შესაძლოა კონფუზიიდან დაწყებული, კომის, გულყრების ან ინსულტის მსგავსი სინდრომის განვითარებით გამოვლინდეს. საკმაოდ იშვიათია კლასიკურად აღწერილი ალუბლისფერი კანი, რომელიც CO-Hb-ის მაღალ კონცენტრაციას უკავშირდება.[29]
შეცვლილი მენტალური სტატუსი, კრუნჩხვითი შეტევა, კომა და სინკოპე. მისი შეფასება შესაძლებელია სიარულის, ტანდემური სიარულის შემოწმებით (ქუსლი-თითები წინ და უკან სიარული ღია და დახუჭული თვალებით) და რომბერგის პოზის დარღვევის დროს. ეს ტესტი უნდა ჩატარდეს მყარ იატაკზე, სასურველია შიშველი ფეხებით. პაციენტს სთხოვენ, ერთი ფეხი მოათავსოს მეორის წინ და მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები დახუჭული თვალებით დადგეს.[30] ნორმალური შედეგის დროს პაციენტს შეუძლია პოზიციის შენარჩუნება მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
ანალიზები
თუ ეჭვი გვაქვს, რომ პაციენტს ჰქონდა ექსპოზიცია CO-თან, კარბოქსიმჰემოგლობინის (CO-Hb) დონე უნდა განისაზღვროს. სისხლის გაზების ლაბორატორიული CO-ოქსიმეტრია (ამოღებული ვენური ან არტერიული სისხლიდან) არის ოქროს სტანდარტის ტესტი. შედეგი, როგორც წესი, CO-Hb დონით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პაციენტმა დატოვა CO ზემოქმედების ადგილი, რადგან CO-Hb-ის დონე შეიძლება შემცირდეს დროთა განმავლობაში და მკურნალობასთან ერთად და შეიძლება არ ასახავდეს ექსპოზიციის ნამდვილ სიმძიმეს.[27] თუმცა, CO-Hb უკიდურესად სტაბილურია, ასე რომ, თუ CO-ოქსიმეტრია ექსპოზიციიდან მალევე არ გაკეთდა, ანტიკოაგულირებული სისხლის ნიმუშები შეიძლება მოგვიანებით გაანალიზდეს საჭიროების შემთხვევაში.
CO-Hb დონის განსაზღვრისთვის უნდა დავიცვათ ნაციონალური ტოქსიკოლოგიური ცენტრის რეკომენდაციები ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს რეკომენდაციები. შეერთებულ შტატებში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ვარაუდობენ, რომ CO-Hb-ის მომატებული დონე 2% ადამიანებში, რომლებიც არ ეწევიან და > 9% მათთვის, ვინც ეწევა, დამაჯერებლად მეტველებს CO-ით მოწამვლის სასარგებლოდ.[27] CDC ასევე აცხადებს, რომ CO-Hb დონე პირდაპირ კავშირში არ არის დაავადების სიმძიმესთან, შედეგებთან ან თერაპიაზე პასუხთან; ამიტომ, მკურნალობის ტიპისა და ინტენსივობის დასადგენად, კლინიკური სიმპტომები ყოველთვის გულდასმით უნდა იყოს შეფასებული და ასევე შეფასდეს ექსპოზიციის დეტალური ისტორია.[27]
არაინვაზიური CO ოქსიმეტრიით შესაძლებელია CO-Hb და ოქსიჰემოგლობინის განსხვავება (თითის მონიტორით). ეს მეთოდი დამტკიცებულია აშშ სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ 2005 წელს. მრავალი კვლევა აჩვენებს შედარებით მსგავსებას არაინვაზიურ CO- ოქსიმეტრიასა და ოქროს სტანდარტს შორის; თუმცა, იმის გამო, რომ CO მოწამვლის მაღალი პრევალენტობის ქვეყნებში კვლევები არასაკმარისია, ამერიკის გადაუდებელი მედიცინის კოლეჯი გვირჩევს, დასკვნითი დიაგნოზის დასადგენად არაინვაზიური მეთოდი არ გამოვიყენოთ.[4][31][32] მიუხედავად ამისა, პულსის CO-ოქსიმეტრი შეიძლება იყოს ადრეული სკრინინგის დამხმარე საშუალება, სანამ არ იქნება შესაძლებელი სისხლის ნიმუშის საბოლოო გაზომვა.
ჩვეულებრივი პულსოქსიმეტრია ვერ ასხვავებს ოქსიჰემოგლობინს და CO-Hb კომპლექსს.[4]
შემდეგი დამატებითი გამოკვლევები შეიძლება იყოს გამოსადეგი დიაგნოზის დასადგენად და გართულებების იდენტიფიცირებისთვის და უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტში:
ელექტროკარდიოგრაფია
გულის რითმის დარღვევის მონიტორინგი
უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზა,, რადგანაც ნევროლოგიური გართულებები CO-თი მოწამვლისას უფრო მძიმეა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერგლიკემია.[33]
სისხლის საერთო ანალიზი: შესაძლოა გამოვლინდეს ლეიკოციტოზი.
შარდოვანა და ელექტროლიტები; შეიძლება აჩვენოს შედეგები ნორმალური დიაპაზონის მიღმა.
კრეატინინემია და თირკმელების მწვავე დაზიანება არის CO მოწამვლის ძირითადი მახასიათებელი.
მძიმე მოწამვლის დროს შესაძლოა მოამტებული იყოს ლაქტატის დონე.
როგორც წესი, იზრდება გულის ბიომარკერების დონე (მაგ., გულის სპეციფიკური ტროპონინები).
კრეატინკინაზას ტესტით შესაძლებელია ჩონჩხის კუნთების დაზიანების გამოვლენა.
ზოგიერთ პაციენტში უნდა ჩატარდეს აღნიშნული გამოკვლევები
CO-თი მოწმავლის დროს ეს ტესტები შესაძლოა დაგვეხმაროს ცნობიერების ფუნქციის და პაციენტების მკურნალობაზე პასუხის შეფასებაში.
ღვიძლის ფუნქციური ტესტები გასათვალისწინებელია მძიმე მოწამვლის მქონე პაციენტებში.
ორსულობის ტესტი უნდა ჩაუტარდეს ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალს.[27]ორსულობის დროს CO-ს ზემოქმედებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
გამოსახულების მიღება
CO-თი მოწამვლის ხშირი სიმპტომებია ფსიქიკური სტატუსის ცვლილება და ნევროლოგიური დეფიციტი. თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება CO-თი მოწამლულ პაციენტებთან ხშირად ტარდება. მაგნიტურ-რეზონანსულ სკანირებაზე ყველაზე ხშირად ვლინდება თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობა და ჰიპოკამპუსის ატროფია.[4][34] დაყოვნებული პოსტ-ჰიპოქსიური ლეიკოენცეფალოპათია შეიძლება განვითარდეს CO-თი მოწამვლის შემდეგ. ეს სინდრომი შეიძლება ასოცირებული იყოს თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დიფუზურ ჰიპერ-ინტენსიურობასთან.[35][36][37]გულის ექოკარდიოგრაფია ან MRI შეიძლება გამოავლინოს პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესება..[38] გულმკერდის რენტგენი შეიძლება ჩატარდეს CO-ოთ მძიმე მოწამვლის მქონე პაციენტებში არაკარდიოგენური ფილტვის შეშუპების გამოსაკვლევად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას